„ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და მოგვიანებით წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში“ – ირაკლი ნადარეიშვილი

„ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით, განსაკუთრებით, ეს ეხება მცირე და საშუალო სექტორს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის თითქმის 60 პროცენტს წარმოადგენს და ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენ შევქმენით მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც წარმატებით მოქმედებს ამ მიმართულებით. ისინი, ძირითადად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ბაზაზე ხორციელდება და უზრუნველყოფს […]
Georgian Airways-ი ბორტგამცილებლებს ეძებს – რა მოთხოვნები აქვს კომპანიას

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, მსურველებმა საკუთარი რეზიუმე 1-ელ თებერვლამდე უნდა გაგზავნონ. „ძირითადი მოთხოვნა: ასაკი 18-25 წლამდე; სიმაღლე 160სმ-დან. კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება); ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს […]
რუსეთის პროკურატურა იგორ გირკინისთვის თითქმის ხუთ წლიან პატიმრობას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო პროკურატურამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტთა ყოფილი მეთაურისა და ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკის, იგორ სტრელკოვისთვის (გირკინისთვის) საერთო რეჟიმის კოლონიაში 4 წლითა და 11 თვით პატიმრობა მოითხოვა. მოსკოვის სასამართლო განაჩენს 25 იანვარს გამოაცხადებს. სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ იგორ გირკინი 2023 წლის 21 ივლისს დააკავეს. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის აღიძრა. […]
რუსეთის 300 -მილიარდიანი აქტივების კონფისკაცია პანაცეა არ არის, ამბობენ დასავლეთის წარმომადგენლები დავოსში

17 იანვარს, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა დავოსში ხაზგასმით განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან უკრაინის დასახმარებლად 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების კონფისკაციისთვის. თუმცა, იქვე აღნიშნეს, რომ “ეშმაკი სამართლებრივ დეტალებშია” და ამასთან, ეს კიევისთვის პანაცეა არ არის. საუბარია დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივებზე, რომელთა გაყინვა უკრაინაში მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში, არაპროვოცირებული და უკანონო ომის დაწყების გამო მოხდა. […]
ჩხაიძე სააკაშვილის დასკვნაზე: მკურნალობა ადეკვატურია, პატიმრის გარემო არ არის ჩვენი კომპეტენცია

კლინიკა “ვივამედის” სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნას ეხმაურება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ამბობს, რომ პატიმარს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მკურნალობენ. “წამების პრევენციის დასკვნაში ასახულია რეალური სურათი – პაციენტს აქვს წვდომა სამედიცინო სერვისებზე, უტარდება მას ადეკვატური კვლევები და მკურნალობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის ჩვენთვის მთავარი”, – ამბობს […]
შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბია და მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში, როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნესწრეებთან – ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, ჩინეთში მიმდინარე შეხვედრებს აფასებს. ჩიქოვანი ხაზს უსვამს, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბია. “ვიზიტი გრძელდება, გვაქვს შეხვედრები შანხაიში. შანხაი არის, განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი, რომელშიც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი. აქ ხაზია გასასმელი იმაზე, რომ აქ შექმნილია ახალი სხვადასხვა მექანიზმი, […]
„თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი“ – ხაბეიშვილი ივანიშვილს

„თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი“ – ხაბეიშვილი ივანიშვილს ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: „ახლა უკვე ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ამბობს, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოპყრობა, მინდა მივმართო რუს ოლიგარქს – შეშინებულს, სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ მაგარი და ძლიერია და ხალხის მხარდაჭერა აქვს, […]
„ბატონო ბიძინა, ეს ხომ ჩემი საკუთრება იყო, რაც კაპიკებში წამართვით?! თუ ვერ აკეთებდით გზას რატომ დამინგრიეთ საწარმო?“ – ნადიმ ხმალაძე ბიძინა ივანიშვილს

„ბატონო ბიძინა, ეს ხომ ჩემი საკუთრება იყო, რაც კაპიკებში წამართვით?! თუ ვერ აკეთებდით გზას რატომ დამინგრიეთ საწარმო?“ – ნადიმ ხმალაძე ბიძინა ივანიშვილს ნადიმ ხმალაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: „მოგესალმებით, ბატონო ბიძინა. თქვენ სასამართლო წააგეთ, შვეიცარიაში. თქვენი ფულისთვის იბრძვით. ეს სასამართლო წააგეთ, თან იქ, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია და ნამდვილად სამართალიანი. რამდენი წააგეთ არ ვიცი, მაგრამ თქვენს მილიარდებს […]
შინაური ცხოველების მსოფლიო ინდუსტრია 2030 წელს ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს

ევროპის ქვეყნებში 2020 წლიდან შინაური ცხოველების მფლობელობა 50%-ზე მეტით გაიზარდა. ცხოველების ყოლის მაჩვენებლის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. გამოცემა The Exchange ფოკუსირებულია მრავალმილიარდ დოლარიან შინაური ცხოველების ინდუსტრიაზე. გამოცემის თანახმად, ადამიანები თანდათან კიდევ უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთ საყვარელ შინაურ ცხოველებზე, რაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ამ ინდუსტრიის აყვავების მიზეზია. გამოცემის თანახმად, ეკონომიკის ეს […]
წითელი ზღვის კრიზისის გამო, გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზს გადავხედავთ – WTO

იემენში ბაზირებული სამხედრო დაჯგუფების, “ჰუსიტთა მოძრაობის” წევრების მიერ წითელ ზღვაში გააქტიურების შემდეგ, გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან გლობალური გადამზიდი კომპანიები წითელ ზღვაში შესვლისგან თავს იკავებენ და ურჩევნიათ, აფრიკის კონტინენტს შემოუარონ, რაც ხარჯებსა და დროს ზრდის. წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისი ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხია წლევანდელ “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე”, რომელიც დავოსში იმართება. დღეს, ამ […]