ირაკლი კობახიძე – საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, არ გამოუვათ

საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სამების ტაძარი საქართველოში კორუფციის მთავარი ტაძარია“. მისი თქმით, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე საჭიროა საზოგადოების […]

ლევან ჟორჟოლიანი – ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროპის საბჭოს ოფისთან სამოქმედო გეგმის განხორციელებაში

ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროპის საბჭოს ოფისთან სამოქმედო გეგმის განხორციელებაში , – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟორლიანმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ღონისძიებაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგე უძღვებოდნენ, სიტყვით თბილისის საკრებულოს […]

მიხეილ სარჯველაძე და გივი მიქანაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის სტუდენტებს შეხვდნენ. პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძემ სტუდენტებს ახალი პენიტენციური კანონი გააცნო. „პარლამენტის წევრებმა სტუდენტების […]

შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით – ეკონომიკური თვალსაზრისით, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა – ირაკლი კობახიძე

შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა. იმედი გვაქვს, ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჩინეთში განაცხადა. მისივე თქმით, შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. “ჩინეთში ვიზიტს განვაგრძობთ ქალაქ შანხაიში. შევხვდით შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობას. გვქონდა […]

“ევროპის წამების კომიტეტის” დასკვნა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მუშაობს რეფორმების გზაზე – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ევროპის წამების კომიტეტის” დასკვნა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მუშაობს რეფორმების გზაზე. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანების უფლებების დაცვის საკითხში, საქართველო საუკეთესო შეფასებას იღებს. “ევროპის წამების კომიტეტის” ეს დასკვნა, რომელიც სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდადებულების მდგომარეობას ეხება, კიდევ ერთხელ ხაზს […]

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, […]

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ორგანიზებულ სემინარზე აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებზე ისაუბრეს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ორგანიზებულ სემინარზე აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებზე ისაუბრეს. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც დაესწრო. ირაკლი ნადარეიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით მიიღო. მისი თქმით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოს” სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მხარი დაუჭირეს 12 ათასზე მეტ პროექტს, […]

ირლანდიურ ცეკვავენ ვარსკვლავებში, კონკურსის მეორე კვირაში, სალომემ დევიდთან ერთად ცეკვა ჩარლსტონი შეასრულა

როგორც იცით, ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა კვლავ მონაწილეობს ირლანდიურ ცეკვავენ ვარსკვლავებში. კონკურსის მეორე კვირაში სალომემ დევიდ ვილანთან ერთად ცეკვა ჩარლსტონი შეასრულა. დევიდის და სალომეს ცეკვამ უმაღლესი შეფასება და ჟიურის, მაყურებლის და გულშემატკივრების აღფრთოვანება დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ სალომე ჭაჭუა წინა ორ სეზონშიც მონაწილეობდა და მისი პარტნიორები იყვნენ სპორტსმენები – მორაგბე ჯორდან ქონროი და ფეხბურთელი პოლ ბროგანი.

„ბიძინა ივანიშვილი იწყებს ახალ თამაშს… რაღაც რომ არის მზად, ეს ჩვენ არ ვიცით, იცის კუბილიუსმა და იცის ივანიშვილმაც…“ – ვალერი გელბახიანი

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი. – ბატონი ვალერი, თქვენ ხშირად ამბობდით, რომ დასავლეთი, სანქციების შიშით, ბუნაგიდან გამოაგდებს ბიძინა ივანიშვილს და აიძულებს პოლიტიკაში დაბრუნებასო. ასეც მოხდა, დაბრუნდა პოლიტიკაში და რა არის მისი დაბრუნების რეალური მიზანი? ღიად მხოლოდ ის თქვა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გააკონტროლოს და კორუფციას უნდა ებრძოლოს. – რაც მან […]

ალექსანდერ ვუჩიჩი დავოსში დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” – ეს გვაძლევს ყველა აქტუალური საკითხის განხილვის საშუალებას ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან

არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში მის კარიერულ გზაზე, თუმცა მწამს, რომ ის [ირაკლი ღარიბაშვილი] იმსახურებს ქვეყანა მართოს წლების განმავლობაში , – ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას განაცხადა მისი თქმით, დღეს უნდა ისაუბრონ იმ საოცარი შედეგების შესახებ, […]