პრემიერი ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრაზე – აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე – იმედს გამოვთქვამ, მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა

აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან ისააკ ჰერცოგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში”. პრემიერმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ […]
“მივიღე მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით” – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

„მთავარი საკითხი შეეხებოდა ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ამ პროცესს ზოგადად, რაც უკავშირდება ბალკანეთის ქვეყნების გაერთიანებას ევროკავშირში, ასევე ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში. ჩემთან ერთად ამ პანელში მიიღო მონაწილეობა, ამ დახურულ ფორმატში მიიღო მონაწილეობა მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრმა და ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ყველა ევროპელ ლიდერს, იმიტომ, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, […]
ირაკლი ღარიბაშვილი – არავითარი მესამე ძალა არ არსებობს, არსებობს ჩვენი, ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – „ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, ხაზარაძისა და სხვა პატარა “ლუზერების” გაერთიანება

არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს არსებობს ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ ან ახალი „ნაცმოძრაობა“, როგორიცაა, „მაგალითად ხაზარაძის ან სხვა პატარა ლუზერების“ გაერთიანება. „რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას და უსუსურ მცდელობას, რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, კარგად ვიცით, რომ ეს […]
Bild – ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის წვრთნებს ჩაატარებს, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება

ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წვრთნებში მონაწილეობისთვის 90 000 ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს, რაც ნიშნავს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება. წვრთნები, სახელად “ურყევი მცველი” (Steadfast Defender), თებერვალში დაიწყება და მათში ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების გაფრთხილებასა და […]
ძვირი და შეუსაბამოდ დანიშნული წამლები – ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვა შეისწავლეს

ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აღწერს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. კვლევის შესახებ „ბათუმელები“ წერს. კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც კვლევისას გამოიკითხა. ჯანდაცვის სისტემის მიმართ სხვადასხვა სახის […]
დავოსის ფორუმის მიმართ ჩვენი ინტერესი შემცირებულია – პესკოვი

რამდენიმე წელია, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსული დელეგაცია დავოსში არ ჩადის რაც, როგორც დმიტრი პესკოვის განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკური ფორუმისადმი რუსეთის ინტერესის შემცირებით აიხსნება. „რამდენიმე წელია, რაც ჩვენს დელეგაციას დავოსის „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ფორუმის მიმართ ჩვენი ინტერესი შემცირებულია“, – ამის შესახებ დმიტრი პესკოვი CNBC-სთვის გაგზავნილ წერილში წერს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის […]
სამანტა პაუერის მიერ ორგანიზებულ პანელზე წარმოაჩინეს საქართველოს წარმატებული მაგალითი, მიმაჩნია, რომ ჩვენი პროგრესის წარმოსაჩენად ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ – ირაკლი ღარიბაშვილი

USAID-ის ადმინისტრატორის, სამანტა პაუერის მიერ ორგანიზებულ პანელზე წარმოაჩინეს სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებული მაგალითი. მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. ღარიბაშვილის თქმით, სამანტა პაუერის მიწვევით, მან გუშინ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული […]
პრემიერი ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრაზე – აქცენტი გაკეთდა არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან ისააკ ჰერცოგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. პრემიერის თქმით, აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, […]
ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დავოსის ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც განხილული იყო როგორც პოლიტიკური საკითხები, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. „გუშინ საღამოს […]
კლუბი თელავი: ჩვენს გუნდს რუსი სპეციალისტი, ოლეგ ვასილენკო გაწრთვნის

თელავის საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელბული განცხადების მიხედვით, გუნდის მთავარი მწრთვნელის თანამდებობაზე “რუსი სპეციალისტი” ოლეგ ვასილენკო დაინიშნა. აქამდე, ვასილენკო სკ ალანია ვლადიკავკაზის მთავარი მწრთვნელი იყო. განცხადებას ქართული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ოლეგ ვასილენკო დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში (რუსეთი) – ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილ თანაშემწეს მართლაც, რომ მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, ბოლოს ვლადიკავკაზის […]