,,საქართველოს აღარ ყავს ტანკები, არტილერია, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ავიაცია…” – გიორგი თავდგირიძე

,,საქართველოს აღარ ყავს ტანკები, არტილერია, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ავიაცია…” – გიორგი თავდგირიძე სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,საქართველოს აღარ ყავს ტანკები, არტილერია, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ავიაცია – შეიარაღებაზე არსებული საბრძოლო სისტემები საბჭოთა ანალოგებია და რუსეთის და უკრაინის გარდა საბრძოლო მასალებს ვერსად შეიძენ. უკრაინა თავის მოთხოვნებს ძლივს აკმაყოფილებს, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის იმედად დარჩა. თავდაცვის […]

ღარიბაშვილი დავოსში ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. “…როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს […]

პრემიერი მთავარი დისკუსიების მიღმა | ღარიბაშვილი დავოსში დასავლელ ლიდერებს, მათ შორის ზელენსკის, არ შეხვედრია

დავოსში დაკარგული შანსები. მსოფლიო ლიდერების უდიდეს თავყრილობაზე, სადაც მსოფლიოს მომავალ ბედსა და კრემლთან მიმდინარე დაპირისპირებაზე მსჯელობდენ, საქართველოს პრემიერმინისტრმა არაადეკვატურობის ახალი მწვერვალი დაიპყრო. ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოს ჰაერში ტყვიის შემცველობისა და ჩინეთთან შუა დერეფნის პერსპექტივებზე ისაუბრა. დავოსში, სადაც ენტონი ბკლინკენი, იანს სტოლტენბერგი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვა ლიდერები პარტნიორობისა და საერთო ბრძოლის გეგმებს სახავდნენ საქართველოს მონაწილეობა […]

წაგებული ოლიგარქი | ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის დავის ახალი ეტაპი

ოლიგარქის გამარჯვებების სერია დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი “კრედიტ სვისთან” პირველ დავას აგებს. ჟენევის საფინანსო საქმეების პროკურორი აცხადებს, რომ მილიარდერის ბრალდებები ბანკის წინააღმდეგ უსაფუძვლოა. ქართველი ოლიგარქი შვეიცარიული საბანკო სისტემის გიგანტს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშულებდა. ბიძინა ივანიშვილის იურიდიულ და პოლიტიკურ ჯგუფებს დღეს მთელი დღე თავის მართლება უწევდათ. იურისტები გადაწყვეტილების გასაჩივრებას და დავის გაგრძელებას გეგმავენ. “ქართულ ოცნებაში” კი […]

ღარიბაშვილი: დღეს რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება მინიმუმ 60%-ს აიღებდა

დღეს რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება მინიმუმ 60%-ს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, თუმცა, ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რომელიც ისევ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს სჭირდება, რომ გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება. რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ ასე ვთქვათ, უსუსურ მცდელობას, რომ საზოგადოებას რაღაც ახალი შესთავაზონ. კარგად ვიცით, რომ ეს […]

რუსეთი გაყინული აქტივების კონფისკაციას სასამართლოში გაასაჩივრებს – Bloomberg

რუსეთი იძიებს სამართლებრივ ქმედებებს, რათა დაბლოკოს ნებისმიერი მცდელობა უკრაინაში მისი ზოგიერთი გაყინული აქტივის კონფისკაციაზე. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი ელოდება საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან შეთანხმებას, სამართლებრივი დავების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაცვის შესახებ. დისკუსიებში ჩართული ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლოში საქმის წარმოება ხელს შეუშლის უკრაინაში თანხების გადარიცხვას, მაშინაც კი, […]

რუსებმა ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება გამოცემა „საპაზე” დაყრდნობით ავრცელებს. ირკვევა, რომ 29 წლის დავით კ. სოფელ ახმაჯში, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. „დაკავებული საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, რატომ გადაკვეთა მან საზღვარი და გადაწყვეტენ, დააკისრონ თუ არა მას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა. საჯარო მოხელეს 30-დან 75 ათას რუბლამდე […]

U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, კვიპროსული ტურნეს ფარგლებში, დღეს, დოქსა კატოკოპიას სტადიონზე, ადგილობირვი თანატოლების 17-წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსენეს, თუმცა წონასწორობის აღდგენა 30-ე წუთზე, გიორგი ჩუბინიძის პასით გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძემ შეძლო. ხოლო გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს დავით გოგილაშვილმა გაიტანა. U17 | შემადგენლობა მეკარეები: საბა ასანიძე […]

ჯანდაცვის სამინისტრო – ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა და მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე, როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა

ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. „ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით […]

ირაკლი ღარიბაშვილი – მივიღეთ მონაწილეობა პანელზე, რომელიც USAID-ის ადმინისტრატორის, პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული, სადაც წარმოაჩინეს საქართველოს წარმატების მაგალითი

ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ეფექტური ნაბიჯები გადადგა სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების მიმართულებით, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და ჩვენი პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, რამდენიმე დღის წინ სამანტა პაუერისგან პირადად მიიღო მოწვევა აღნიშნულ პანელზე. […]