ხაბეიშვილი ივანიშვილს: თუ არ გეშინია და მუხლები არ გიკანკალებს, სააკაშვილი გაათავისუფლე

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა პრეზიდენტ სააკაშვილზე კიდევ ერთი დასკვნა დაწერა, სადაც შავით თეთრზე ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა […] მინდა, რუს ოლიგარქს, შეშინებულ და სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომელიც ამბობს, რომ მაგარია, ძლიერია და ხალხის მხარდაჭერა აქვს. თუ არ გეშინია და მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც სრულიად […]
„ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ურთიერთობა“ – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისს „ძალიან წარმატებული ურთიერთობა“ აქვს ჩინეთთან და პეკინთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს ინტერესში შედის. „წელს მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს ეკონომიკა გაიზრდება 3 პროცენტით. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რომელსაც ასევე ექნება გადამდები ეფექტი სხვა დანარჩენ რეგიონებზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ურთიერთობა, […]
ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს. გამოცემა „საპას“ ინფორმაციით, 29 წლის დავით კ. სოფელ ახმაჯში, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. „დაკავებული საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, რატომ გადაკვეთა მან საზღვარი და გადაწყვეტენ, დააკისრონ თუ არა მას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა. საჯარო მოხელეს 30-დან 75 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, – წერს გამოცემა. დე […]
ტალინმა ბინადრობის ნებართვა არ გაუგრძელა ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს

ესტონეთის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეშეტნიკოვს) ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრა. მან 6 თებერვლის შემდეგ უნდა დატოვოს ქვეყანა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა ERR-ი. ესტონეთის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ რეშეტნიკოვი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „სახელმწიფომ გადაწყვიტა, მას ბინადრობის ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრას, ვინაიდან რეშეტნიკოვი თავის საჯარო საქმიანობაში, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, მხარს უჭერს […]
ოზურგეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ოზურგეთში, გურამიშვილის ქუჩაზე, რესტორან “თამარიონის” მიმდებარედ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “გურიაtv” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სახანძრო სამსახურმა ხანძრის დროულად ლოკალიზება შეძლო. ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
ესტონეთი მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარს ბინადრობის ნებართვას არ უხანგრძლივებს და ქვეყნიდან უშვებს

ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეტეშენკოს) ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ უხანგრძლივებს და ქვეყნიდან უშვებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მიტროპოლიტს ქვეყნის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს. “ესტონეთმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მიტროპოლიტ ევგენისთვის ბინადრობის ნებართვის განახლებაზე, რადგან მისი საჯარო ქმედებები და განცხადებები მხარს უჭერს აგრესორს და […]
„AI-ს დანერგვა განათლებისა და მედიცინის სფეროში ფანტასტიკური იქნება“ – ბილ გეიტსი

„მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია რევოლუციური იქნება, რადგან ის ყველას ცხოვრებას გაუადვილებს“, – ამის შესახებ Microsoft Corporation-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველ ახალ ტექნოლოგიასთან ერთად მოდის შიში, შემდეგ კი ახალი შესაძლებლობები ჩნდება. გეითსი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება მთელს მსოფლიოში მილიონობით სამუშაო ადგილის […]
პრემიერი – დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას

დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერმა ოპოზიციას “ხელმოცარული” უწოდა და განაცხადა, რომ მათი “უსუსური მცდელობაა” , რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, რაც სიცრუეა, ხოლო ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ვის […]
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. „განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე […]
Bild – ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის წვრთნებს ჩაატარებს, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნა იქნება

ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წვრთნებში მონაწილეობისთვის 90 000 ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს, რაც ნიშნავს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება. წვრთნები, სახელად “ურყევი მცველი” (Steadfast Defender), თებერვალში დაიწყება და მათში ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების გაფრთხილებასა და […]