დავოსის ფორუმის მიმართ ჩვენი ინტერესი შემცირებულია – პესკოვი

რამდენიმე წელია, რაც ს პრეზიდენტი და რუსული დელეგაცია დავოსში არ ჩადის რაც, როგორც ს განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკური ფორუმისადმი რუსეთის ინტერესის შემცირებით აიხსნება.
„რამდენიმე წელია, რაც ჩვენს დელეგაციას დავოსის „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ფორუმის მიმართ ჩვენი ინტერესი შემცირებულია“, – ამის შესახებ დმიტრი პესკოვი CNBC-სთვის გაგზავნილ წერილში წერს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკანასკნელი მიმართვა ფორუმის ფარგლებში 2021 წელს შედგა, როცა პანდემიის გამო ის დისტანციურად ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? შეურაცხმყოფელია ეს რეზოლუცია“ – ირაკლი ღარიბაშვილი