ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ტერორის დაბლოკვაა

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის ტერორის დაბლოკვას ნიშნავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთის […]
„ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ ტანკერს, Chem Ranger-ს ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. თავდასხმის შესახებ შეერთებული შტატებიდა „ჰუსიტების“ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ Chem Ranger-ზე პირდაპირი დარტყმა განახორციელეს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით კი, „ჰუსიტებმა“ ტანკერის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ისინი გემის მახლობლად, წყალში ჩაეშვნენ და გემი […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – პალესტინის სუვერენიტეტის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ ღაზაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეის წინააღმდეგია. ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელს უსაფრთხოების კონტროლი უნდა ჰქონდეს მდინარე იორდანეს დასავლეთით მდებარე მთელ მიწაზე, რომელიც ნებისმიერი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს. “ეს აუცილებელი პირობაა და ეწინააღმდეგება (პალესტინის) სუვერენიტეტის იდეას. რა ვქნათ? მე ვეუბნები ამ სიმართლეს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს […]
ფილიპ გორდონი უკრაინის მხარდაჭერის დამტკიცებაზე – მხარდაჭერის დამტკიცების გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით

შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წევრების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის წინადადებას, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილიპ გორდონმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა. „ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ დახმარებას უკრაინისთვის, მაგრამ ამ მხარდაჭერის გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით“, – აღნიშნა გორდონმა. მისი თქმით, დისკუსია […]
ოფიციალურად – “ბორჯღალოსნებსა” და “შავ ლომს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ნაკრებისა და “შავი ლომის” მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დანიშნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ქართული ფრენჩაიზი თავისი “ფეისბუქის” გვერდით ავრცელებს: “ახალ წელს დიდი ამბით შევხვდით – “ბორჯღალოსნებსა” და “შავ ლომს” ახალი მწვრთნელი ჰყავს. რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული “ტულონის”, “მონპელიესა” და შოტლანდიური “ედინბურგის” მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი. მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, […]
მაცარი: კვარაცხელია ჩემს ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა?

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში “ფიორენტინას” დამარცხების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს “ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ უპასუხა: “შედეგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, წავაგეთ ისეთი შეხვედრები, რომლებშიც ამას არ ვიმსახურებდით. დღეს ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. “ნაპოლისთან” მათ თამაშს მაშინ ვუყურე, როდესაც ნეაპოლური გუნდის თავკაცი არ ვიყავი. ვფიქრობდი ისეთი სტრატეგიის არჩევაზე, რომელიც მეტოქეს სირთულეებს შეუქმნიდა. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი. […]
,,სითი პარკის” გაშვება კალაძის საარჩევნო დაპირება იყო, თუმცა უარესი ფულის საჭრელი “სტანოკი” შემოგვთავაზა…“ – ალეკო ჩუბინიძე

ნიუსპრესის რედაქტორი, ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე: ,,ახლოს რომ ამკრძალავი ნიშანი არ დგას, კალა-პარკის თანამშრომლები რა პრინციპით აჯარიმებენ მანქანებს…. ,,სითი პარკის” გაშვება მისი საარჩევნო დაპირება იყო, თუმცა უარესი ფულის საჭრელი “სტანოკი” შემოგვთავაზა… P.s. ისე საინტერესოა, სასამართლო როგორ დასრულდა და გადაიხადა თუ არა მერიამ 25 მილიონი კონტრაქტის შეწყვეტისთვის…”
ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ

აჭარაში, ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნეს. მორწმუნეები ზღვაში შესვლამდე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა. “საღვთო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმელები ტრადიციულად ზღვაში შევდივართ. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შესვლის ტრადიცია მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით რამდენიმე წელია სრულდება.
ხვიჩია: უპატრონო ქონება უნდა გადავანაწილოთ, რომ პენსიონერი თვის ბოლოს 100 ლარს არ ელოდებოდეს

უნდა გავერკვიოთ, რა არის პენსია. ეს თუ სოციალური დახმარებაა, მაშინ ყველას თანაბრად რატომ ვეხმარებით? პენსიონერები შუაზე რომ გავყოთ, ნახევარზე მეტი ცხოვრობს უფრო მდიდარ ოჯახებში, ხოლო ნახევარზე ნაკლები უფრო ღარიბ ოჯახებში. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პენსიონერი, ბატონი ხაზარაძეც ცოტა ხანში გახდება პენსიონერი. ყველას თანბრად რატომ ეხმარები, თუ სოციალური დახმარებაა ეს? მოდი, პირობითად, საერთოდ არ მისცე ივანიშვილს, […]
როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ “ფიორენტინასთან” მატჩში

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში, „ფიორენტინასთან“ მოგებულ მატჩში (3:0), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 71-ე წუთამდე ითამაშა. Flashscore-მა ქართველის გარჯა 6.5 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა 6.4-ით. დღეს მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ინტერი“ და „ლაციო“ დაუპირისპირდებიან. ფინალი 21 იანვარს გაიმართება.