აშშ: ახალი იერიშის შედეგად ჰუსიტების 2 გემსაწინააღმდეგო რაკეტა გავანადგურეთ

აშშ-ს სამხედრო ძალებმა იემენში ჰუსიტების სამხედრო პოზიციებზე ახალი იერიში მიიტანეს. აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, შეტევის შედეგად ჰუსიტების 2 გემსაწინააღმდეგო რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც კომერციული გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა. “წითელ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების დასაცავად და საზღვაო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად მიმდინარე მულტინაციონალური ძალისხმევების ფარგლებში, 18 იანვარს აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა იერიში მიიტანეს ჰუსიტების ორ გემსაწინააღმდეგო რაკეტაზე, […]
პაპუაშვილი: ჩვენ გარშემო ცეცხლის რკალია, ჩვენ ლამის, ერთადერთ მშვიდობის ოაზისად ვრჩებით

ჩვენ ძალიან რთული 2 წელი გავიარეთ, სადაც სხვადასხვა მხრიდან მუდმივი თავდასხმის ობიექტები ვიყავით. იმის გათვალისწინებით, რომ წელს ბევრ ქვეყანაში არჩევნებია, მოსალოდნელია, რომ ასევე იქნება მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნება. ამას ემატება უკრაინის ომის შემდეგ, ისრაელში არსებული ვითარება დაემატა, ამ დღეებში ვხედავთ ირანსა და პაკისტანის შორის იერიშებს. ასე რომ, ჩვენ გარშემო, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალია და ჩვენ ერთ-ერთ […]
ხვიჩა შეცვალეს – “ნაპოლიმ” “ფიორენტინას” სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა. საუდის არაბეთის დედაქალაქში მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონის ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და პირველი მომენტი მისმა შეგირდებმა შექმნეს, როდესაც პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერაჩანომ მოიგერია. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. 22-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქესთან ბრძოლაში […]
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 19-20 იანვარს | პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი […]
მედია: ბათუმის ბულვარში ახალი ტრენაჟორების დამონტაჟებაზე რუსი მოქალაქეები მუშაობენ

ბათუმის ბულვარში ახალი ტრენაჟორების დამონტაჟებაზე რუსეთის მოქალაქეები მუშაობენ. ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” წერს. მათი ინფორმაციით, ბულვარში ახალი ტრენაჟორების დამონტაჟება წინა წლის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება. “ბათუმელებს” აღნიშნული ფაქტი გასული წლის დეკემბერში და განმეორებით დღესაც დაუდასტურეს. ანბანის კოშკის გასწვრივ სამუშაო ობიექტზე მყოფმა მუშებმა რუსულ ენაზე განაცხადეს, რომ ისინი “ბათუმის მერიის დაკვეთას ასრულებენ” და ბულვარში ამის […]
პაპუაშვილი ევროპულ საქართველოზე: ეს პარტია ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩევა

რაც შობას მოხდა, ერთეული ინციდენტი და შემთხვევითი მოვლენა არ იყო. უპირველეს ყოვლისა, აქ პერსონაჟებია მნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ ბატონი გიორგი კანდელაკი, რომელმაც თავდაპირველად, სამების ტაძრიდან ვიდეო დადო. შემდეგ მოვისმინეთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, თუ წლებია, ეს ხატი სამებაშია. მე დიდი ეჭვი მაქვს, ეს ამბავი ბატონი კანდელაკისთვის დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი და ის ამას სპეციალურად შობის […]
კირთაძე: დაგროვებითი პენსია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, არ ყოფდეს მოქალაქეებს ასაკის მიხედვით

2018 წლიდან საქართველოში არსებობს დაგროვითი პენსია, რომელიც ქართული ოცნების მიერ სავალდებულია. ეს ძალიან ცუდი მოდელია და ევროპულ საქართველოში ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, არ უნდა ყოფდეს მოქალაქეებს ასაკობრივი ზღვარის მიხედვით და ჩვენი რეფორმა ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, ასაკობრივი ზღვარის მიუხედავად, თავისი სურვილის მიხედვით დააბანდოს კერძო საინვესტიციო და საპენსიო ფონდებში თავისი დანაზოგი და აძლევს საშუალებას, […]
ოპოზიციას უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ბორანი, მაგრამ ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის – ამ ფუნქციის შესასრულებლად, ჩინეთი არის ქვაკუთხედი – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ამ ფუნქციის შესასრულებლად, ჩინეთი არის ქვაკუთხედი, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩინეთთან მიმართებაში, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმებია. „მთელი ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ვსაუბრობდით განსაკუთრებულ როლზე საქართველოსი, როგორც დამაკავშირებლის ევროპისა და აზიის. ვინ არის ევროპა და ვინ არის აზია? […]
რამდენ ლარს შეადგენს 1 აშშ დოლარისა და ევროს ღირებულება – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც 18 იანვარს მოქმედებდა, 2.6595 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8941 ლარია. მაშინ, როცა 18 იანვარს მოქმედი კურსი 2.8911 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.
დუბლინში უსახლკაროთა ჰოსტელის აფეთქების შედეგად 1 პირი დაიღუპა

დუბლინში უსახლკაროთა ჰოსტელის აფეთქების შედეგად 1 პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აფეთქება ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 15:30 საათზე მოხდა. დროებითი განსახლების შენობაში, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია, დეპაულ ირლანდი მართავდა. მოსახლეობა ევაკუირებულია. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. დეპაულმა, საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც მხარს უჭერს უსახლკარო რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, თქვა, რომ ეს იყო ლოკალიზებული ინციდენტი, […]