ჩინეთსა და საქართველოს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად – ჩენ ძინგი ირაკლი კობახიძეს

„ქართული ოცნების” დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან შეხვედრა გამართა. ჩენ ძინგის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების დადებით დინამიკას მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. „მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, შანხაიში გხედავთ. მე ნამყოფი ვარ საქართველოში და მახსოვს, თქვენი ქვეყანა დიდი შთაბეჭდილებებით დავტოვე. მოხარულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის […]

ჰუთების დაჯგუფებამ წითელ ზღვაში კიდევ ერთი გემის განადგურება სცადა

იემენში მოქმედი ჰუთების დაჯგუფებამ, რომელიც აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, წითელ ზღვაში მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა სატვირთო გემზე. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმა 18 იანვარს, იემენის დროით საღამოს 9 საათისთვის მოხდა. სარდლობის განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტებმა ორი გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ტანკერ Chem Ranger-ის მიმართულებით. მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი აშშ-ს […]

“ნათლისღების დღესასწაულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მორწმუნე საზოგადოებისთვის” – მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს, იესო ქრისტე მონათლა. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება, ანუ დიდი აიაზმა სრულდება. ამ დღეს ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. დეკანოზ დავით თავაძის განცხადებით, ნათლისღების დღესასწაულის მეორენაირად განცხადება ეწოდება, რადგან სწორედ ამ […]

“ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები ჩატარდა, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩვენს ქვეყანასა და მისი ეკონომიკის განვითარებას” – საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება

საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. მაღალი დონის შეხვედრებს “ქართული ოცნების” წევრები აფასებენ და საუბრობენ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ვიზიტები საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად. “მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ჩინეთს შორის არსებული შესაძლებლობები და პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. კიდევ ერთხელ გაესვა თანამშრომლობას ხაზი. მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, […]

ბათუმში ნათლისღების ტრადიციული რიტუალი აღასრულეს

ბათუმში ნათლისღება ტრადიციულად აღინიშნება – ზუსტად 00:00 საათზე, სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, რის შემდეგაც მართლმადიდებლები ზღვაში შედიან და ნათლისღების რიტუალს ასრულებენ. ზღვაში შესვლის ტრადიცია, 30 წლის წინ, ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ აღადგინა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ჯარების 100-მდე შეტევა 7 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინაში ომი გრძელდება – საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. ღამით, რამდენიმე ოლქში, საჰაერო განგაში რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო ამოქმედდა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. რუსულმა ძალებმა იერიში განახორციელეს დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონზეც. შედეგად, დაზიანდა კერძო სახლი. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა რუსი ჯარების 98 შეტევა 7 მიმართულებით მოიგერიეს. ფრონტზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 114 შეტაკება […]

დავოსის ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება

დავოსის ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება. ფორუმზე, ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ. შვეიცარიის სამთო კურორტი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, საიდანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია. ლიდერებს შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც დავოსში ვიზიტი უკვე დაასრულა. შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების […]

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა – ლოცვა ჩატარდება. ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების […]

“გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ მის მოპოვებას ვაპირებთ” – ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, პალესტინის ტერიტორიის უსაფრთხოებაზე კონტროლი ისრაელს უნდა ჰქონდეს

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროები სახმელეთო ოპერაციებს აფართოებენ. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, კიდევ 127 ადამიანი დაიღუპა. ომის დაწყებიდან დღემდე კი, ჯამში, 24,600-ზე მეტი. ისრაელის პრემიერ მინისტრმა პრესკონფერენციაზე საჯაროდ უარყო ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, ღაზაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, პალესტინის ტერიტორიის უსაფრთხოებაზე კონტროლი ისრაელს […]

ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული დრონი გამოცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოცადა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ი იუწყება. მათივე ინფორმაციით, ბირთვული წყალქვეშა დრონის, “Haeil-5-23″-ის გამოცდა, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის მიერ აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში განხორციელდა. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და […]