ანა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნება“ კარგად ხვდება, რომ ყავლი გაუვიდა, იმასაც ხვდება, რომ „ლელოს“ და ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა აქვთ, მოქალაქეებს, რომლებსაც რეალური სიახლე სურთ, არჩევანის საშუალება მისცენ

როდესაც მენტალობით ხარ საბჭოთა რუსული და ეს ქვეყანა გინდა რუსულ ორბიტაზე დააბრუნო, კი უნდა იცოდე, რომ შენი ადგილი იქ არის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ „41 კვირაში „ქართული ოცნება“ იქნება რუსეთში“, ხელისუფლების მიერ გაკეთებული კომენტარები შეაფასა. როგორც ნაცვლიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 […]
გიგი წერეთელი – ოპოზიციაზე ბულინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა მუდმივად ეძახო, რომ სუსტები არიან და არაფერი შეუძლიათ – 60% ძალიან გადაჭარბებულია, არ ვფიქრობ, რომ მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას”

ოპოზიციაზე ბულინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა მუდმივად ეძახო მათ, რომ სუსტები არიან და არაფერი შეუძლიათ – 60% ძალიან გადაჭარბებულია. ყოფილა ასეთი დაქადნება არჩევნებზე, მაგრამ 50%-საც ვერ მიაღწიეს,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავენ, რომ არჩევნებზე მინიმუმ 60 პროცენტიან მხარდაჭერას მოიპოვებენ. როგორც წერეთელმა განმარტა, აღნიშნული […]
“ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება” | ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება. “[შარშან] ჩვენი ქვედანაყოფები არაერთხელ შევიდნენ ყირიმში; სპეცრაზმის აქტიური მოქმედებები მომავალშიც გაგრძელდება” – თქვა ბუდანოვმა ბუდანოვის თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა, კერძოდ ყირიმზე საჰაერო თავდასხმებით და საიდუმლო სპეცოპერაციების ჩატარებით. მისივე თქმით, შესაბამისი მისიების ერთ-ერთი პრიორიტეტი დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე […]
ძალადობის მსხვერპლ ქალებს ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მიღება შეეძლებათ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 16 იანვარს დაადასტურა, რომ საკუთარ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსი მიიღონ. კანონი უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვას ქალებისთვის, რომლებმაც განიცადეს „ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა“ თავიანთ ქვეყანაში და იმყოფებიან სიკვდილის საფრთხის წინაშე. ეს გადაწყვეტილება ევროპის იუსტიციის სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ბულგარეთის სასამართლომ ქურთული წარმოშობის თურქეთის მოქალაქის საქმეზე მიმართა. ქალმა განაცხადა, […]
თაღლითობაში ეჭვმიტანილი დე ლაურენტისი სასამართლოს წინაშე წარსდგება – შეიძლება “ნაპოლიც” დასაჯონ

“რეპუბლიკას” ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფინანსურ მაქინაციაშია ეჭვმიტანილი და სასამართლოს წინაშე წარსდგება. საქმე 2020 წელს ვიქტორ ოსიმენის “ლილიდან” ტრანსფერს ეხება. ვარაუდობენ, რომ ნიგერიელის შეძენისას კაპიტალის ხელოვნურად ზრდას ჰქონდა ადგილი. პროკურატურამ ტრანსფერთან დაკავშირებული დოკუმენტები ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში ამოიღო. ასევე, ჩხრეკა იტალიასა და საფრანგეთში ჩატარდა. ოსიმენში ოფიციალურად 71.25 მილიონი ევრო გადაიხადეს. უცნობია, რამდენად […]
ალეკო ელისაშვილი – ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ, ოპოზიცია – ყველას ყელი მოგვიღერებია, ყველას შეცდომა გვაქვს დაშვებული

ღარიბაშვილს ვურჩევ, რომ სხვის პროცენტებზე ფიქრს, ქვეყანაზე იფიქროს. ეგ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი არ არის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმების 60%-ს აიღებს. ამასთან, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ნამდვილად აქვს პრობლემები და დაქსაქსულად გამოიყურება. „ობიექტურად ვთქვათ, დღეს […]
თბილისში ნისლი და ქარია მოსალოდნელი

უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 20 იანვარი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა 0 +15 გრადუსი იქნება. 21 იანვარს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი დღის განმავლობაში +16 გრადუსამდე გათბება. 22 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ტემპერატურა +1 +9 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი. 22 იანვარს […]
საუდის არაბეთი ნარჩენების გადამუშავების $32 მილიარდიანი გეგმის განხორციელებას აპირებს

საუდის არაბეთი ნარჩენების გადამუშავების $32 მილიარდიანი გეგმის განხორციელებას აპირებს. გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების გადამუშავების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდას, რაც მშპ-ს დაახლოებით 32 მილიარდი დოლარით გაზრდის. ასევე ნარჩენების წლიური გადამუშავების დონის 100 მილიონ ტონამდე გაზრდას მდგრადი განვითარების მისაღწევად. ეს გეგმები ასევე შექმნის სამუშაო ადგილებს 100 000-ზე მეტი საუდელი მამაკაცისა და ქალისთვის. ყველა ეს მიზანი შეესაბამება სამეფოს განვითარების […]
„ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია | ქუთაისის ყველაზე ძველმა საერო შენობამ შესაძლოა პირვანდელი იერსახე დაკარგოს

ქუთაისის ყველაზე ძველმა საერო შენობამ შესაძლოა პირვანდელი იერსახე საბოლოოდ დაკარგოს. ქუთაისის მერიამ „ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია ისე დაიწყო, რომ არც წინასწარი დასკვნა მოუმზადებია და აზრი არც ექსპერტებისთვის უკითხავს. პროექტის მაკეტს სპეციალისტები და ქუთაისელები უარყოფითად აფასებენ და მერიისგან სამუშაოების დაუყოვნებლის შეწყვეტას მოითხოვენ, შექმნეს პეტიციაც, მაგრამ პროტესტს შედეგი ამ დრომდე არ აქვს.
რუსული საკრუიზო ლაინერი „ვლადიმერ ჟირინოვსკი“ ბათუმშიც შევა | მედია

რუსული საკრუიზო ლაინერის, „ვლადიმერ ჟირინოვსკის“ მარშრუტში ბათუმსაც შეიყვანენ. ამის შესახებ რამდენიმე რუსული მედიასაშუალება იუწყება. ბათუმთან ერთად ლაინერის მარშრუტში შედის სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი. როგორც ირკვევა, ოთხგემბანიანი ლაინერი ამჟამად ქალაქ ასტრახანში შენდება და თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ მისთვის პეტრე პირველის სახელი დაერქმიათ, თუმცა ახლა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და გემს რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერის სახელი მიენიჭება. […]