ღაზაში ისრაელის ჯარი სამხრეთით მიიწევს, ბრძოლა ხან-იუნისის საავადმყოფოს უახლოვდება

ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში სამხრეთით მიიწევს. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ “სრულ გამარჯვვებამდე” კიდევ “ბევრი თვის ბრძოლაა” საჭირო. ქალაქ ხან-იუნისისკენ მიმავალ გზაზე, ბოლო კვირების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტაკებები მოხდა. რეგიონში, სადაც ახლა ისრაელის სახმელეთო ძალები დაწინაურდა, ანკლავის უდიდესი საავადმყოფო მდებარეობს, რომელიც ჯერაც ფუნქციონირებს. ხან-იუნიუსში ასობით ათასი ადამიანია, ვინც დაბომბვებს ჩრდილოეთიდან გამოექცა და თავს […]

ოპონენტების გაშავება, სიძულვილი და აგრესია | “ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი ცნობილია

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი ცნობილია. როგორც მოსალოდნელი იყო შავი პიარის ცნობილ შემოქმედთან, მოშე კლუგჰაფტთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ოპონენტების გაშავების კამპანიას სრული დატვირთვით ამუშავდა და მკაფიოდ გამოჩნდა რა სტრატეგიით აპირებს არჩევნებამდე მისვლას ქართული ოცნება. მმართველი გუნდის ლიდერები ბოლო დღეებია განსაკუთრებული აგრესიით უტევენ პოლიტიკურ ოპონენტებს და გამორჩეული თავდასხმების სერიაში პრემიერი ღარიბაშვილია, რომელიც ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ […]

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პაციენტებზე სრულყოფილად ვერ ზრუნავს | ფრანგული კვლევის სავალალო შედეგი

დრამატული ფაქტები, რომლებიც საქართველოდან მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება. ფრანგი ექსპერტები აქვეყნებენ საქართველოში ჩატარებული კვლევის მონაცემებს რომლებიც ადასტურებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა პაციენტებზე სრულყოფილად ვერ ზრუნავს. უნდობლობა ექიმების მიმართ, არასწორი დიაგნოსტირება და არაადეკვატური მკურნალობა – ეს არის პრობლემების მთავარი ჩამონათვალი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სიმსივნე და სხვა, განსაკუთრებულად მძიმე დაავადებები აქვთ. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ქვეყანაში […]

ქართული ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს – სამების საკათედრო ტაძარში, მრევლი წყალკურთხევის მსახურებას შეუერთდა

დღესასწაული, რომელიც იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს ნათლობის ეპიზოდს აღნიშნავს, მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მრევლი წყალკურთხევის მსახურებას შეუერთდა. ნაკურთხი წყალი, რომლის გამოყენებაც მთელი წელი შეეძლებათ, დღეს, მორწმუნეებმა ადგილზევე მიიღეს. მოისმინეს პატრიარქის მოსაყდრის ქადაგებაც. მეუფე შიომ დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ნათლობა ცოდვების მოსატევებლადაა – მათი დაძლევა […]

ოქროს გლობუსის შემდეგ, მსოფლიო კიდევ ერთი პრესტიჟული კინოფესტივალისთვის ემზადება – ყურადღების ცენტრშია ლონდონი

ოქროს გლობუსის შემდეგ, მსოფლიო კიდევ ერთი პრესტიჟული კინოფესტივალისთვის ემზადება – ამჯერად ყურადღების ცენტრშია ლონდონი, სადაც ბაფტას რიგით 77-ე დაჯილდოებისთვის ემზადებიან. ფესტივალზე, ამჯერადაც ყველაზე მეტ – 13 ნომინაციაში, კრისტოფერ ნოლანის ფილმი “ოპენჰაიმერია” წარდგენილი, მას 11 ნომინაციით სიურრეალისტური ფილმი “ფუარ თინგსი” მოჰყვება. “ბაფტას” კინოფესტივალზე ჯილდოს ელოდებიან ლეონარდო დიკაბრიო და რობერტ დენიროც, რომლებიც მარტინ სკორსეზეს თრეილერში ერთად თამაშობენ. […]

საბერძნეთში დაკავებული ქართველები, სატელეფონო ჩანაწერები და შეკვეთილი მკვლელობები | ორგანიზებული დანაშაულის დეტალები

ბერძნული მაფიის ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე დღის წინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. ვანგელის ზამპუნისის ავტომატიდან 90 ტყვია ესროლეს. მკვლელობიდან 24 საათში ათენთან ახლოს, პროვინცია ატიკში და თესალონიკში სპეცოპერაცია რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარდა. დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი. მათ შორის ორი ქართველია. ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ მოქალაქეზე ბერძნულმა პოლიციამ ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადა. ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, სწორედ […]

გერმანია საემიგრაციო კანონმდებლობას ამკაცრებს | ვინ დაექვემდებარება დეპორტაციას და როგორია პროცედურები?

გერმანია ემიგრანტების წინააღმდეგ კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებს. ბუნდესტაგის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად სამართალდამცავ ორგანოებს უფლება ეძლევათ თავშესაფრები ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმონ, ისევე როგორც ის საცხოვრებლები, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა ყოფნის შესახებ ინფორმაცია ექნებათ. გერმანია ლიდერი ქვეყანაა იმ სახელმწიფოებს შორის საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გამოაძევეს. დეპორტაციას ექვემდებარება ყველა ვინც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ვერ ასაბუთებს […]

“შავი ლომი” უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება – ქართველი რაგბისტები ევროპული საკლუბო რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებიან

“შავი ლომი” უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. ჩელენჯ თასის მეოთხე ტურში, პირველი ქართული ფრანშიზი ევროპული საკლუბო რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს – კლერმონს დაუპირისპირდება. ფრანგული გუნდი ამ თასის გამარჯვებული ისტორიაში 3-ჯერ გახდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ, ქართულმა გუნდმა ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიში გამართა და ბოლო ტაქტიკური დეტალები გაიარა. ლევან მაისაშვილის გუნდი მატჩს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება და გამარჯვების იმედი […]

“ვიწრო პარტიული ვენდეტა” – ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, უკვე ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა წერს, რომ თანამდებობიდან ის ნიკა მელიას მხარდაჭერის გამო, შურისძიების მიზნით გადააყენეს. კუკავასთან ერთად ხელშეკრულებები “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის სხვა მომხრეებსაც გაუუქმეს. კუკავა პარტიული სადამსჯელო სპეცოპერაციის ავტორად, ანა წითლიძესთან ერთად ზაზა გოროზიასაც ასახელებს. ამბობს, რომ საკრებულოს წევრებმა დირექტივა სწორედ მათგან მიიღეს. არც ანა წითლიძე და არც ზაზა […]

კიშინიოვი ისრაელს ადანაშაულებს მოლდოველი მუშების უფლებების დარღვევაში, აჩერებს შრომით შეთანხმებას

მოლდოვამ შეაჩერა ინიციატივა, რომლითაც მშენებლობის მუშები ისრაელში იგზავნებოდნენ, და აცხადებს, რომ ისრაელელები მოლდოველებს ათავსებენ “მაღალი საფრთხის კონფლიქტის ზონებში”, მათ ართმევენ პასპორტებს და სხვა ფორმებითაც ხელყოფენ მათ უფლებებს, ღაზაში მიმდინარე ომის გამო შემცირებული მუშახელის შევსების ძალისხმევის ფონზე. რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს შრომის სამინისტრომ მიმდინარე კვირაში დაუდასტურა, რომ კიშინიოვმა “დროებით გადადო” ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში მუშათა დაქირავების მორიგი […]