ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ერთ-ერთი სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, დაღუპულები მე-3 კლასის მოსწავლეები არიან. ხანძარი 19 იანვრის ღამეს სოფელ იანშანპუს სკოლაში, ქალაქ ნანიანთან ახლოს, ჰენანის პროვინციაში გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ამასთან, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი მალევე ჩააქრეს, სკოლის […]

გაფრთხილება შაბათ-კვირას მოსალოდნელი ამინდის შესახებ

20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 […]

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება – თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. “აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. კერძოდ, […]

ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს გორის, ბახტრიონის, არჩილ სულაკაურის, კოსტავას, სულხან ცინცაძის, იოსებიძის, საბურთალოს, შარტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ბროლოსანის, ნოდარ ანდღულაძის, ტეხურის, ვახტანგ ჩიქოვანის, […]

უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერი NGO-ების მოთხოვნით გაუქმდა კრისტინა ორბაკაიტეს კონცერტი

ბურიატეთის დედაქალაქში, ულან-უდეში (რუსეთი) გაუქმდა რუსი მომღერლის კრისტინა ორბაკაიტეს კონცერტი, რომელიც 13 მარტს უნდა გამართულიყო. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას, აცხადებენ, რომ ორბაკაიტე ვერ იმღერებს რუსეთში, რადგან მას ღიად არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ოჯახთან ერთად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. კრისტინა ორბაკაიტეს დედამ, ცნობილმა რუსმა მომღერალმა, ღიად […]

ვიდრე საქართველოს 20% ოკუპირებულია, რუს ტურისტებს არ მოვემსახურებით – “ტრეფიკ თრეველი“

ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯია“ ტურიზმის 2023 წლის შედეგებით კმაყოფილი არაა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა, საქართველოს ტურიზმისთვის „ოქროს ხანა“ 2018-2019 წლები იყო. ცოტნე ჯაფარიძეს აწუხებს ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნებიდან, საიდანაც უცხოელი ტურისტების მოზიდვა სტრატეგიულ დოკუმენტებშია გაწერილი, შარშან ვიზიტორების ნაკადი შემცირებული იყო. „შარშან ნაკლები ტურისტი იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც წლების […]

ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცენტრალური ჩინეთის, ხენანის პროვინციის ქალაქ ნანიანთან ახლოს მდებარე სოფელ იანშანპუში სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს და დაშავებული მე-14 პიროვნება ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ საავადმყოფოში […]

ირაკლი ჩიქოვანი – თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს „შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის

ჩინეთის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და ამავდროულად ხედავენ იმ დიდ, მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს „შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. […]

რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკი და ოლქის 15-ზე მეტი დასახლება დაბომბეს

ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი არტილერიით დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მისი თქმით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქი კუპიანსკიც, სადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. “მტრის მხრიდან საარტილერიო და ნაღმმტყორცნებიდან იერიში განხორციელდა რეგიონის 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. მათ შორის დაიბომბა კოზაჩა ლოპანი, ხარკოვის რაიონი; ვოვჩანსკი, […]

ალეკ ბოლდუინს კვლავ წაუყენეს ბრალი ოპერატორის მკვლელობის საქმეზე

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს, კვლავ წაუყენეს ბრალი 2021 წელს, გადასაღებ მოედანზე იარაღიდან გასროლის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი. ინფორმაციას CNN ავრცელებს შტატ ნიუ-მექსიკოს სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით. ალეკ ბოლდუინი ამჯერად ორი მუხლითაა ბრალდებული არაგამიზნულ მკვლელობაში – „ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლობით გამოყენება“ და „გულგრილი ქმედება, ჩადენილი სხვების უსაფრთხოების სრული უგულებელყოფით“. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ბრალდებები განეკუთვნება […]