საქართველოს მეზობლად საკმაოდ მძლავრი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა – სად იყო ეპიცენტრი?

აზერბაიჯანში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც report.az ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრა მილ-მუგანის რეგიონში მოხდა. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ბაქოს დროით, 22:05 საათზე დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯეროით არ გავრცელებულა.
ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა

გუშინ ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 36 წლის ახალგაზრდა კაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც სხვა მოთხილამურეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველების ცნობით, მას ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ტუხაშვილია. ის წარმატებული სტარტაპერი იყო. წლები კონსალტინგის მიმართულებით მუშაობდა. ეხმარებოდა კომერციულ და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს კიევში იწვევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიევში იწვევს. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის ლიდერმა ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს, ძალიან სახიფათო უწოდა. „გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი […]
ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ ექვს პიროვნებას სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ ექვს პიროვნებას სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სანქციების ახალი ჩარჩო ძალაში 2025 წლის 19 იანვრამდე იქნება. საჭიროებისამებრ, მისი განხილვა, განახლება და შეცვლა მუდმივად მოხდება“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. ევროკავშირმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, „ჰამასის“ […]
“ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?” – რონალდოს უცნაური პასუხი

“ალ ნასრის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას კვლავ “მანჩესტერ სიტი” მოიგებს, პორტუგალიელმა “ქალაქელთა” მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. აღნიშნულმა პასუხმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგები ძალიან გააღიზიანა, რადგან რონალდო “მანკუნიანელთა” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. “სიტი” გასულ წელსაც შესანიშნავი გუნდი იყო, მწვრთნელები, მოთამაშეები… მათ წარმატება დაიმსახურეს. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას […]
ჩინეთში, ერთ-ერთი სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცენტრალური ჩინეთის, ხენანის პროვინციის ქალაქ ნანიანთან ახლოს მდებარე სოფელ იანშანპუში, სკოლის საერთო საცხოვრებელში ცეცხლი პარასკევს, გვიან ღამით გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. დაშავებული მე-14 ადამიანი, ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ, საავადმყოფოში […]
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძე კურორტზე ზამთრის სეზონის მიმდინარეობას და საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორაციას გაეცნო. კურორტზე 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, შედეგად დამატებით 1500 ახალი განთავსების ადგილი და 1000 სამუშაო ადგილი ექნება კურორტს. დასრულდა ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის დოკუმენტის […]
ჩინეთში სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარი ჩინეთში. სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ცეცხლს 13 ადამიანია ემსხვერპლა, დაშავებულია 14. ხენანის პროვინციაში, სოფელ იანშანპუში სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად შეძლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სკოლის ხელმძღვანელი დააკავეს.
როგორი ამინდი იქნება 20-21 იანვრს?

20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 […]
ეკონომისტები გლობალური ეკონომიკის დასუსტებას ელოდებიან – კვლევა

2024 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება, ამის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) გამოკითხული კომპანიების მთავარი ეკონომისტების ნახევარზე მეტი (56%) აცხადებს. დანარჩენი რესპონდენტები მოელიან, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2023 წლის დონეზე დარჩება ან დაჩქარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2024 წელს გლობალური ეკონომიკა, 2023 წლის 3%-იანი ზრდის შემდეგ, 2.9%-ით გაიზრდება. ეკონომისტები ყველაზე დიდ პესიმიზმს […]