„არ მოვემსახურებით რუს ტურისტებს, სანამ საქართველოს 20%-ზე მეტი აქვთ ოკუპირებული“ – „ტრეფიკ თრეველი“

„არ ვემსახურებით რუს ტურისტებს და არც მოვემსახურებით, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვთ ოკუპირებული“, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათი მიდგომა ქვეყნის დეოკუპაციამდე არ შეიცვლება. „რუსეთთან პირდაპირმა ავიამიმოსვლამ გაზარდა რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. შედეგად, რუსებმა აქ გახსნეს ტურისტული კომპანიები, ღვინის კომპანიები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები – რუსულნომრიანი […]

გერმანიაში ავიაბილეთის ფასები იზრდება

გერმანიაში ავიაბილეთის ფასები გაზაფხულზე გაიზრდება. ამის მიზეზი საავიაციო გადასახადის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ SchengenVisaInfo.com იუწყება. როდის გაიზრდება ბილეთების ფასი და როგორ შეიცვლება ავიაკომპანიის გადასახადი? გერმანიიდან უცხოეთის მიმართულებებზე ბილეთების ფასი მიმდინარე წლის მაისიდან გაიზრდება. გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზარდოს საავიაციო გადასახადი ქვეყნის აეროპორტებიდან მგზავრებისთვის. 2500 კმ-მდე მანძილის მქონე ფრენებზე მგზავრებს მოუწევთ 15,53 ევროს […]

ტრაგიკული შემთხვევა ბაკურიანში – სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ჰოლივუდის მსახიობსს ალეკ ბოლდუინს ბრალი ისევ წაუყენეს

ჰოლივუდის მსახიობს, ალეკ ბოლდუინს, ბრალი ისევ წაუყენეს. საქმე ეხება 2021 წელს, გადასაღებ მოედანზე იარაღიდან გასროლის ფაქტს, რომლის შედეგადაც ოპერატორი დაიღუპა. მსახიობი ამჯერად ორი მუხლითაა ბრალდებული: “ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლობით გამოყენება” და “გულგრილი ქმედება”. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ბრალდებები მეოთხე კატეგორიის მძიმე დანაშაულს განეკუთვნება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბოლდუინს 18 თვით დაპატიმრება ემუქრება.

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპზე, მთლიან გამზირზე, ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც დღეიდან ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვლება. ტრანსპორტის გადაადგილების დროებითი სქემა მერიის საიტზეა გამოქვეყნებული.

კახეთში ბიძამ 14 წლის გოგო გააუპატიურა – ფაქტის შემდეგ, ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი შურისძიების მიზნით დაჭრეს

კახეთში, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა – შურისძიების მიზნით კი, არასრულწლოვნის ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. გაუპატიურების ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, სადაც ისინი დროებით სამუშაოდ იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, გოგონას მამიდა გარდაცვლილი ჰყავს, მისი ქმარი კი გოგოს ოჯახთან ერთად ფერმაში მუშაობდა. შურისძიების მიზნით, 45 წლის მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები გოგონას ბიძამ მიაყენა. სავარაუდო […]

რიში სუნაკმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს

რიში სუნაკმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. „მხარეები უკრაინის თავდაცვისთვის მოკავშირეთა მიერ მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე, რაც ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რუსეთის შეჭრის დასამარცხებლად უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში […]

არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვანი ბიძამ გააუპატიურა

არსებული ინფორმაციით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. ისინი საქონლის ფერმაში მწყემსად მუშაობდნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის […]

ევროკავშირმა “ჰამასთან” დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირმა “ჰამასთან” დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა. მათ აქტივები გაეყინათ და მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესდათ. EU-მ “ჰამასის” წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, “ჰამასის” ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, “ჰამასის” უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა. […]

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სალონიკში ძარცვის, ქურდობისა და ქონების დაზიანების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ცნობით, 36 წლის მამაკაცი ტანსაცმლის მაღაზიაში ქორდობის მცდელობისას შენიშნეს, რის შემდეგაც მაღაზიის მფლობელს ის ბასრი საგნით დაემუქრა. შემთხვევა 18 იანვარს მოხდა. კაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, დაკავებულმა იმავე დღეს ერთ-ერთ აფთიაქში შეჭრა სცადა, ხოლო ორი საკონდიტროდან ფული მოიპარა. თანხა მას […]