გიორგი ბოტკოველი – სიმბოლურია, როდესაც 9 აპრილს ვაპროტესტებთ იმავეს, რასაც თავი შესწირეს ადამიანებმა, რომელთაც დაიცვეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა

სიმბოლურია, როდესაც 9 აპრილს ვაპროტესტებთ იმავეს, რასაც თავი შესწირეს ახალგაზრდებმა, ადამიანებმა, რომელთაც დაიცვეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და იბრძოდნენ რუსული იმპერიის წინააღმდეგ, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, „დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსული ინტერესების გატარებით არის დაკავებული, შემოაქვს კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე ემსახურება რუსულ […]

“ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადებას განიხილავს

“ჰამასმა“ სამშაბათს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება, მათ არც ერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინადადებას შესწავლიან და საკუთარ მოსაზრებას შუამავლებს გააცნობენ. ისრაელის წინადადება, „ჰამასს“ კაიროში გამართულ მოლაპარაკებებზე, ეგვიპტელმა და ყატარელმა შუამავლება გააცნეს. კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებები, მიზნად ისახავს გამოსავლის პოვნას ღაზის ომიდან, რომელიც უკვე მეშვიდე თვეა გრძელდება. იმავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობაზე […]

ისრაელმა საზღვაო სარაკეტო თავდაცვის სისტემა პირველად გამოიყენა

საპორტო ქალაქ ეილატში, ისრაელმა პირველად გამოიყენა საზღვაო სარაკეტო თავდაცვის სისტემა წითელი ზღვიდან მოახლოებული დრონის ჩამოგდების მიზნით. ეილატი, ირანის მხარდაჭერილი იმენური დაჯგუფების, “ჰუტების” ხშირი სამიზნეა. “ჰუტები” ღაზაში მიმდინარე ომში, “ჰამასს” უჭერენ მხარს და შურისძიების მიზნით, გამუდმებით ესხმიან თავს ისრაელს. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელმა სარაკეტო ნავები წითელ ზღვაში განათავსა. ერთ-ერთმა სარაკეტო ნავმა ჩამოაგდო […]

გაეროს ატომური სააგენტოს საბჭო, ზაპორიჟიიის ატომური სადგურის შესახებ, საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს ატომური სააგენტოს, 35 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საბჭო, საგანგებო სხდომას ჩაატარებს, ზაპორიჟიის ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარების თაობაზე. ზაპორიჟიის ატომურ სადგურთან განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, დრონი სადგურის ერთ-ერთ რეაქტორს შეეჯახა. თუმცა, საერთაშორისო ატომურ სააგენტოში ამბობენ, რომ სადგურის უსაფრთხოება ამ დროისთვის დაცულია. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს მუდმივად ადანაშაულებენ ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე თავდასხმაში, მაგრამ ორივე მხარე უარყოფს […]

შვეიცარიის მთავრობამ ადამიანის უფლებები დაარღვია – სტრასბურგის გადაწყვეტილება

ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესმა სასამართლომ, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მდებარეობს, 9 აპრილს დაადგინა, რომ შვეიცარიის მთავრობამ დაარღვია საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებები იმით, რომ არ გააკეთა საკმარისი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავდა 2 000-ზე მეტი ხანდაზმული შვეიცარიელი ქალის მიერ შეტანილ საჩივარს, ორგანიზაციიდან – გარემოს დამცველი ხანდაზმული ქალები (KlimaSeniorinnen). ისინი ამტკიცებენ, რომ შვეიცარიის მთავრობის […]

ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი – სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. დილიდან ხალხმრავლობაა პარლამენტის შენობის წინ, მემორიალთან. ადგილზე მისული იყო პრეზიდენტიც, რომელმაც პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა და მმართველი გუნდი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვერავინ დაემუქრება ქვეყნის დამოუკიდებლობას. პრეზიდენტმა კანონს რუსული უწოდა, რის გამოც მას დაუსვეს კითხვა, თუ რა არგუმენტები აქვს ამ შეფასების გასამყარებლად – […]

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – თავისუფლების მარში მიმდინარეობს

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე თავისუფლების მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა რეგისტრირებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას არ მისცემენ უფლებას, ქვეყანა რუსეთში დააბრუნოს. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. “მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს ამ […]

ძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე: ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვა, თვალში ნაცრის შეყრაა

საქართველოს ძიძების ასოციაცია რუსულ კანონს გმობს და ამბობს, რომ მათნაირი ორგანიზაციებისთვის ეს დაცინვა და თვალში ნაცრის შეყრაა. მათი თქმით, ფონდებთან თანამშრომლობით მოაეხერხეს პროფკავშირის შექმნა და საქმიანობა. ასოციაციის განცხადება: “ძიძების და საოჯახო მშრომელების პროფკავშირული ასოციაციის შექმნის იდეით სამი წლის წინ გავერთიანდით. ჩვენი მიზანი იყო და არის, გვემუშავა ოჯახში დასაქმებული ქალების საერთო ინტერესებისთვის – ძიძების და დამხმარეების […]

ოზურგეთში დაქირავებულმა ადამიანებმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ საინფორმაციო ფურცლები ჩამოხიეს და ნაგავში გადაყარეს

ოზურგეთში დაქირავებულმა ადამიანებმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ საინფორმაციო ფურცლები ჩამოხიეს და ნაგავში გადაყარეს ოზურგეთში დაქირავებულმა ადამიანებმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ საინფორმაციო ფურცლები ჩამოხიეს და ნაგავში გადაყარეს. აღნიშნულ ფურცლებზე დატანილი იყო ინფორმაცია, თუ რეალურად რას ეხება ეს კანონი.