„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად თბილისში „თავისუფლების მარში“ იმართება

თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე – „თავისუფლების მარში“ იმართება. სამოქალაქო აქტივისტები, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას საქართველოს პარლამენტში. აქციაზე ისმის შეძახილები: · „საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!“ · „ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“ · „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ დღევანდელი შეკრება […]

2024 წლის ევროპის TOP 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ბათუმი მოხვდა

European Best Destinations-მა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც, 172 ქვეყნის 1 მილიონზე მეტი მოგზაურის მიერ არჩეული ევროპის 2024 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებებია განხილული. მოგზაურები 500 სხვადასხვა ქალაქიდან მათთვის გამორჩეულს აძლევენ ხმას, შედეგებით კი TOP 20 საუკეთესო ტურისტული მიმართულება დგინდება. წელს ამ რეიტინგში ბათუმიც მოხვდა და მეხუთე ადგილი დაიკავა. „დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გაცილებით უფრო გასაოცარი, […]

ნიგერიაში სიღარიბის დაძლევის მინისტრს 24 მილიონი დოლარის მითვისებაში სდებენ ბრალს

ნიგერიის ჰუმანიტარული საკითხების და სიღარიბის დაძლევის მინისტრს ბეტა ედუს 24 მილიონი დოლარის მითვისებაში სდებენ ბრალს, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბეტა ედუმ აღნიშნული თანხა 50 სხვადასხვა საბანკო ანგარიშის გამოყენებით მიიღო. თავდაპირველად, ჰუმანიტარული საკითხების და სიღარიბის დაძლევის მინისტრს, ბეტა ედუს უფლებამოსილება 2024 წლის იანვარში შეუჩერეს, როდესაც მას ბიუჯეტიდან საკუთარ პირად ანგარიშზე 640 000 […]

ნინო ლომჯარია – საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი, რეჟიმი, როგორიც პუტინს აქვს, საქართველოში ფეხს არასოდეს მოიკიდებს – ქართული საზოგადოება ფეხზე დადგება

რამდენჯერაც არ უნდა შემოატრიალონ კანონი, რომელიც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას კლავს, იმდენჯერ ქართულ საზოგადოებას არ დაეზარება და თავის სათქმელს იტყვის, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ „თავისუფლების მარშის“ მიმდინარეობისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიზანი როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, თავისუფალი აზრისა და სიტყვის განადგურებაა, რის შემდეგაც არჩევნების ჩატარებასაც „აზრი […]

გია ვოლსკი ოპონენტებს – ის მაინც აუხსენით ხალხს რას მალავთ, რისი გამჟღავნება არ გინდათ, რა არის ისეთი პროგრამა რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ისედაც დაცემულ ავტორიტეტს, რატომ არ გსურთ დეკლარაციების გასაჯაროვება

პოლიტიკური ოპოზიციის გარვეული ნაწილი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების ჯგუფთან ერთად, აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში უარი თქვეს გამჭვირვალეობის კანონზე და ხალხს მიტინგზე უხმობენ, რათა დაუპირისპირდნენ საქართველოში იგივე სტანდარტის დანერგვას!, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს. ვოლსკი იხსენებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დუბრავკა შუიცას ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც შუიცა უცხოური ჩარევის […]

“დიახ, ოცნება აქამდე დაეშვა – 2 ტყუილი „რუსულ კანონზე“ – ირაკლი მელაშვილი

პირველ ჯერზე, როცა ხელისუფლება ეცადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამერიკული კანონის ანალოგად გამოეყვანა, მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ტყუილი იმდენად ნათელი იყო, რომ მიუხედავად კანონის ფორმალურ და ჭეშმარიტ ინიციატორთა სრული უტიფრობისა, მათ მაინც კანონის უკან გატანა და შეცდომის აღიარება მოუწიათ. ახლა „გინდა თუ არა ამერიკულიაო“, ეს მესიჯი აღარ აქვთ, არ იმუშავა ამ ტყუილმა. სამაგიეროდ […]

ზურაბ ჯაფარიძე – არჩევნებზე გასვლა პრობლემების გარეშე არ გამოუვათ – ხელისუფლების მმართველობა ოქტომბერში მაინც უნდა დასრულდეს

რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, არაფრის გაკეთებას აპირებენ და როგორც ჩანს, ჩათვალეს, ეს ქვეყანა მათია, რასაც უნდა იმას იზამენ და საერთოდ რუსეთისკენ წაიყვანენ – დასავლეთს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან „თავისუფლების მარშის” დაწყებამდე აღნიშნა, პროტესტი მაინც მნიშვნელოვანია […]

ეკა გიგაური – „ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნონ ძალაუფლება – ამ მიზნის მისაღწევად ისინი უარს ამბობენ ევროკავშირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, ყველა ორგანიზაცია გააჩეროს იმისთვის, რომ მათ მთავრობაში არსებულ პრობლემებზე კრიტიკულად არ ისაუბრონ. როგორც ეკა გიგაურმა „თავისუფლების მარშის“ მიმდინარეობისას აღნიშნა, მთავრობა მიზნის მისაღწევად ევროკავშირზე უარს ამბობს. „ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნონ ძალაუფლება. არჩევნებამდე აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია თუ ადამიანი, გააჩერონ, რათა მათ მთავრობაში არსებულ პრობლემებზე არ ილაპარაკონ. არ […]

თბილისში „თავისუფლების მარში“ – “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” მიმდინარეობს

სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”, “საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!”, “ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! “. „თავისუფლების მარშს“ შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მარშზე მისულ ადამიანებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის […]

შალვა პაპუაშვილი – სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება – ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი პოლიტიკითა და მტკიცე სამართლებრივი ნაბიჯებით

სიმბოლურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის. ,,სიმბოლურია სტრასბურგის […]