სტრასბურგმა რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. კერძოდ, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის […]

“ოქროს საცავში რა უნდა, ფულად უნდა იქცეს და საქმე აკეთოს – გოცირიძე

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმაურება და წერს: როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დავინიშნე, პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ საცავში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი რამდენიმე ცალი ოქროს ზოდი( თუ არ ვცდები, 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების), წავიღე ავსტრიაში, გადავადნე და მსოფლიოში ულამაზესი ოქროს საწმისის საინვესტიციო მონეტები […]

კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს – თავისუფლების მარში თბილისში

ფოტო – მთავარი არხი რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად რამდენიმე წუთში რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყება, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი პარლამენტის შენობა და 9 აპრილის გმირთა მემორიალია. პარლამენტთან სიმბოლურად წაიკითხავენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგდენის აქტსაც, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა. დღევანდელ მსვლელობას უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და […]

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი თენგიზ ჭანია მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია, მშობლიურ სოფელში, განმუხურში ენგურზე გავლებულ საოკუპაციო ზოლთან დღეს, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველი გმირის ოჯახისთვის სამძიმარზე ტრადიციულად არავინ მისულა საქართველოს ხელისუფლებიდან. დაკრძალვაზე იმყოფებოდა “ახალის” ლიდერი ნიკა მელია, ასევე ენმ-ის წარმომადგენლები. აფხაზეთიდან დევნილი ჭანია ქალაქ ავდეევკასთან მასირებულ საარტილერიო დაბომბვას 22 მარტს ემსხვერპლა. უკრაინაში ის ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იბრძოდა. ირიცხებოდა უკრაინის […]

“ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს”– ბრიტანეთი

ბრიტანეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება და წერს, რომ მხარში უდგას საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში. “დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში,” – წერს საელჩო […]

“ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს” – აშშ

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებს აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობა. „9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო. ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი […]

“შავი ლომი” | კოკერილის დებიუტი მშობლიურ “ლესტერ თაიგერსთან” შედგება

ინგლისელი რიჩარდ კოკერილის დებიუტი “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის რანგში 3 მაისს, მისი მშობლიური კლუბის, “ლესტერ თაიგერსის” წინააღმდეგ შედგება. 53 წლის კოკერილი “უელფორდ როუდზე”, რომელიც 25 849 მაყურებელს იტევს, 2017 წლის შემდეგ ბრუნდება. ამხანაგური თამაში საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება. რიჩარდმა მოთამაშის კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ “ლესტერ თაიგერსში” გაატარა. ის 143 წლის ისტორიის მქონე გუნდის ღირსებას […]

თურქეთი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტამდე ისრაელს ექსპორტზე შეზღუდვებს უწესებს

სამშაბათს, თურქეთმა თავისი პროდუქციის ფართო სპექტრის ექსპორტი ისრაელისთვის შეზღუდა. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს ანკარას მხრიდან, ისრაელის წინააღმდეგ, პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა “ჰამასთან” 6-თვიანი ომის პერიოდში. ისრაელმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ გადაგმულ შეზღუდვებს შეზღუდვებითვზე უპასუხებს. თურქეთი დიდი ხანია, რაც ისრაელს ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო აკრიტიკებს. ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობა […]

სალომე სამადაშვილი – დღე, როდესაც „რუსული კანონის“ ხელმეორედ შემოტანა გაბედეს, ის წერტილია, საიდანაც „ქართული ოცნების“ მარცხი გარდაუვალი გახდა – გამარჯვება 26 ოქტომბერს იქნება, მანამდე ყველა ნაბიჯი გზაა გამარჯვებისკენ

„ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა 30%-ზე ქვემოთაა ჩამოსული, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციით შეძლებს, რომ შეინარჩუნოს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე „თავისუფლების მარშის” დაწყებამდე მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მარცხი გარდაუვალი გახდა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მთავარი გამარჯვება 26 ოქტომბერს დადგება და მანამდე ყველა ნაბიჯი გამარჯვებისკენ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 10 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. დიდუბის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I, II კვარტლების, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას, ჭიაურელის, მიხეილ ბერძენიშვილის, გიორგი ტერევერკოს, იუნკერ შალვა ერისთავის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო […]