მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და პირადი რეკორდი – “სპურსმა” “მემფისი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსი” “მემფის გრიზლსს” ესტუმრა და 102:87 დაამარცხა. ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 26:26 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 16 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა მოხსნებში პირადი რეკორდი დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ ვემბანიამა გახდა. ფრანგმა 18 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და […]

ჯიმ ო’ბრაიენი – შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც ქვეყნის ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის

შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს. „შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება […]

ნინო წილოსანი – დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს. მისივე თქმით, ამ კანონის მსგავსი პრინციპები სხვა ქვეყნებში უკვე მოქმედებს. „საზოგადოება ადეკვატურად რეაგირებს საკუთარ უფლებაზე, რომ იცოდეს უცხოური ფინანსების შემოსავლისა და გამჭვირვალეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესს […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველსაყოფად უკრაინისთვის 138 მილიონი დოლარი გამოყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველსაყოფად უკრაინისთვის 138 მილიონი დოლარი გამოყო. „უკრაინას რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან და რუსული ძალების საჰაერო შესაძლებლობებისგან დასაცავად თავისი თავდაცვისუნარიანობის სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას და მათ სარემონტო მომსახურებას მოხმარდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, Hawk-ის […]

ნარკომოხმარება და მასთან დაკავშირებული პრობლემები – ინტერვიუ ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილთან

მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა იზრდება. აღნიშნულის პარალელურად კი, ნარკოტიკების მომხმარებელთა გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის დაზიანების რიცხვიც მზარდია. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ექიმ-ნარკოლოგი, დავით ოთიაშვილი აცხადებს, ბოლო კვლევებით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინექციური მომხმარებელი ჰყავს, სხვა გზით ნარკოტიკების მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია. ოთიაშვილის განმარტებით, ინექციური გზით ნარკოტიკების მოხმარების ტენდენცია კლებისკენ მიდის, ვინაიდან ახლა ტენდენციური სხვა […]

ექიმ-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი – ბოლო კვლევების მიხედვით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინექციური მომხმარებელი ჰყავს, სხვა გზით ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა კი უცნობია

ბოლო კვლევების მიხედვით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინექციური მომხმარებელი ჰყავს, სხვა გზით ნარკოტიკების მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ექიმ-ნარკოლოგმა, დავით ოთიაშვილმა განაცხადა. როგორც ოთიაშვილი აღნიშნავს, ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული არიან და ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ ნივთიერებებს იშვიათად მოიხმარენ, სხვადასხვა მიდგომა სჭირდებათ, კანონი კი მათ ერთნაირად უყურებს. „ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, ნარკოტიკების […]

ლოიდ ოსტინი – ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ აშშ უკრაინას მიატოვებს – აშშ გაცილებით ნაკლებად დაცული იქნება, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ. „ჩვენი უსაფრთხოება ამ მღელვარე დროში ამერიკელების სიმტკიცეზეა დამოკიდებული. პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები იყოყმანებს, მიატოვებს ჩვენს მეგობრებს და უკრაინას სასიკვდილო საფრთხეში დატოვებს. თუ კრემლი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს გაამხნევებს პოტენციურ აგრესორებს მთელს მსოფლიოში. შეერთებული შტატები გაცილებით ნაკლებად დაცული იქნება, […]

მუსლიმები რამადან-ბაირამს აღნიშნავენ

10-12 აპრილს მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, რამადან-ბაირამს (იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რამადან-ბაირამი მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ. „რამადან-ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, გასცემენ მოწყალებას, შლიან საზეიმო სუფრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან. ამდენად, რამადან-ბაირამი შერიგების, ერთიანობის, გაძლიერების და ძმობის […]

WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ასპარეზობა დაასრულა. დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხი 2”-ზე ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 1:5. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ნატა კვირკვაიას ანგარიშზეა. საქართველოში ჩატარებული B ლიგის მე-5 ჯგუფის გამარჯვებული და A ლიგის საგზურის მფლობელი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები გახდა. nakrebi.ge ისე […]