უფლებადამცველთა ცნობით, რუსმა სამხედროებმა სომხეთში გაიტაცეს დეზერტირობაში ეჭვმიტანილი

სომხეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეა-ვანაძორი“ ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებსა და ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებს ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული, რუსეთის 102-ე ბაზის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს. უფლებადამცველი ორგანიზაციის საიტზე 9 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში, უკანონოდ დააკავეს რუსეთის მოქალაქე ანატოლი შჩეტინინი, რომელსაც რუსულ არმიაში გაწვევა არ სურდა და თავი სომხეთს შეაფარა. უფლებადამცველების ცნობით, შჩეტინინი, რომელსაც […]
პრემიერი – კიდევ ერთხელ, უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე, რომელიც „ბორდერიზაციასა“ და ადამიანის უფლებების განგრძობით, სისტემურ დარღვევაში გამოიხატება, პასუხისმგებელი რუსეთია

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის […]
ნარკოლოგი – საქართველოში ნარკოპოლიტიკის ბოძი – პრევენცია გვაკლია, ამ მიმართულებით სახელმწიფომ სტრატეგია დაამტკიცა, სადაც კარგი რაღაცები წერია, მაგრამ ნელა, ან საერთოდ არ კეთდება, რაც იქ წერია

ჩვენს კლუბებში და ფესტივალებზე ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს ნარკოტიკს იმისთვის, რომ უკეთესი დრო ატაროს და როგორც წესი, რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებას ერთმანეთში ურევს, რაც ძალიან ცუდია და დოზის გადაჭარბებისა და ინტოქსიკაციის რიკს ზრდის, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექიმ-ნარკოლოგმა დავით ოთიაშვილმა განაცხადა. როგორც ოთიაშვილი აღნიშნავს, ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლის მიღებით ყველა რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, მათ შორის, ინტოქსიკაციის. ექიმ-ნარკოლოგის თქმითვე, […]
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. მაჩვენებელი იკვლევს დასაქმებულებს შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფ პირთა წილობრივ დონეს. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ILO-ს შეფასებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28%-ი იყო, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია. პარტიის განმარტებით, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 10 წელიწადში სამუშაო სიღარიბის დონე ორნახევარჯერაა შემცირებული, […]
რა ახალი ფუნქცია დაემატა Messenger-ს

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა. აპლიკაციის მომხმარებლები მალე ერთმანეთისთვის HD ხარისხის ფოტოების გაგზავნას შეძლებენ. გარდა ამისა, მალე შესაძლებელი იქნება აპლიკაციაში ერთჯერადი შეტყობინებების გაგზავნა. რაც გულისხმობს იმას, რომ შეტყობინების წაკითხვის თანავე მინაწერი ორივე მხარესთან ავტომატურად წაიშლება.
პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდება

დღეს, 11:15 საათზე საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდება. შეხვედრა დახურული იქნება და ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს. ადმინისტრაცია წინასწარ არ საუბრობს რა თემებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი.
ჰაერის ტემპერატურა +23° იქნება – ამინდი დღეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთ რაიონებიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან მოსალოდნელია მცირე წვიმა. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, […]
ო’ბრაიენი: ინიციატივები საქართველოს პარლამენტში ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის

შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონდებლო ინიციატივებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპისგან ჩამოშორებას. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების უფლებებისთვის
„ლიმფომის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება პაციენტს მეტად კეთილსაიმედო შედეგებამდე მიიყვანს“ – აიდა გოზალოვა

„ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან თავის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან დროული ვიზიტი არის იმის გარანტია, რომ ლიმფომის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება პაციენტს მეტად კეთილსაიმედო შედეგებამდე მიიყვანს“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოლოგმა და ჰემატოლოგმა აიდა გოზალოვამ განაცხადა. მისი თქმით, ლიმფომა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეექვსე ყველაზე გავრცელებული […]
ადგილზე 2-ტონიანი ქვევრის ფასი 2000 ლარია – რომან ჩინჩალაძე

რომან ჩინჩალაძემ ჭიათურაში ქვევრის საწარმო ევროკავშირის დაფინანსებით 7 წლის წინ აამუშავა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, ქვევრისთვის ადგილობრივ თიხას იყენებენ, რომელიც საწარმოდან 8 კმ-ში მოიპოვება. „ჭიათურის რაიონის სოფელი ტყემლოვანადან ვარ. ჩემი წინაპრები – მამა, ბაბუა ყველა ქვევრებს ამზადებდნენ. 7 წლის წინ ევროკავშირის 15 000 ევროს ოდენობით დაფინანსება მივიღეთ და სოფელ ტყემლოვანაში საწარმო ავაშენეთ. 2 […]