თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

10 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. დიდუბის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I, II კვარტლების, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას, ჭიაურელის, მიხეილ ბერძენიშვილის, გიორგი ტერევერკოს, იუნკერ შალვა ერისთავის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 […]

„ეკოფერმა“ თვეში 40 ტონამდე პროდუქციას ყიდის

„ეკოფერმა“ 2023 წლის ოქტომბერში დაფუძნდა და ამჟამად 35 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ქართულ ქსელურ მარკეტებს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებს. მისმა საწყისმა კაპიტალმა 200 000 დოლარი შეადგინა. „ეკოფერმას“ დამფუძნებლის, დავით ჯანელიძეს თქმით, მეურნეობა ვარციხეშია გაშენებული, სადაც მწვანილები მოჰყავთ. სარეალიზაციო პროდუქციის ნაწილი კი იმპორტირებულია თურქეთიდან და ჰოლანდიიდან. „ეკოფერმა 2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ძირითადი მიზანია ქართული ქსელური მარკეტების […]

აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევა მსოფლიო ბაზარს დააზარალებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უკრაინას ურჩევს, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის ნაცვლად კონცენტრირებული იყოს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებზე გავლენის მქონე სამხედრო სამიზნეებზე. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, 9 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ოსტინმა თქვა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უმჯობესი იქნება უკრაინამ […]

ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუზე – რასაც ის აკეთებს, შეცდომაა – არ ვეთანხმები

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომას აკრიტიკებს და შეცდომად აფასებს. „კარგი, გეტყვით, ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. არ ვეთანხმები მის მიდგომას. ვფიქრობ, რომ აღმაშფოთებელია ის, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა“, – აღნიშნა ბაიდენმა […]

ჯიმ ო’ბრაიენი – საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივები რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის

შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს. „შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში.

მედია – ფინეთში ნატო-ს სახმელეთო ჯარების შტაბბინა შეიქმნება

ფინეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების შტაბ-ბინის გახსნა იგეგმება, – ინფორმაციას ფინური გამოცემა Iltalehti-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფინეთში ნატოს ძალების შტაბ-ბინის შექმნის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილ გრამმა განაცხადა. “მოველით, რომ ვიქნებით ერთიანი რეგიონული თავდაცვის გეგმის ნაწილი და ერთი მეთაურობის ქვეშ. შესაბამისად, გვექნება ერთიანი თავდაცვა და შეკავება“, – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა. Iltalehti-ს ცნობით, შტაბ-ბინა […]

უკრაინის რადა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

უკრაინის უმაღლესი რადა დღეს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვას დაიწყებს, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა მისგან ამოიღო დებულება სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციისა და როტაციის შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დემობილიზაციის შესახებ პუნქტის კანონპროექტიდან ამოღება ინიცირებული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვისთვის გაგზავნილ წერილში, სადაც ის […]

ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუზე – რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. არ ვეთანხმები მის მიდგომას

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომას აკრიტიკებს და შეცდომად აფასებს. „კარგი, გეტყვით, ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. არ ვეთანხმები მის მიდგომას. ვფიქრობ, რომ აღმაშფოთებელია ის, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა“, – აღნიშნა ბაიდენმა […]

ვოლოდიმირ ზელენსკი Taurus-ის რაკეტებზე – ოლაფ შოლცს პუტინის ბირთვული მუქარის ეშინია, მაგრამ ეს მსოფლიოს ბირთვული საფრთხისგან ვერ დაიცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაზე უარს ბირთვული საფრთხეების გამო ამბობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს მსოფლიოს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხისგან არ დაიცავს. ზელენსკის თქმით, უკრაინას იარაღი სჭირდება გადარჩენისთვის და მას არ ესმის, რატომ არ იღებს ამ იარაღს ქვეყანა. უკრაინის პრეზიდენტი გულისხმობდა გერმანულ Taurus-ის […]

9 აპრილის მარში – კი, ევროპას! არა “რუსულ კანონს”!

„ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გატეხა და კანონპროექტი, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტში დააბრუნა. ე.წ. რუსული კანონის გასაპროტესტებლად მისული, აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტები, პარლამენტში არ შეუშვეს. „ქართულმა ოცნებამ“ კანონი ბიუროს სხდომაზე გაიტანა და დაარეგისტრირა.