როთი: ოცნებამ უნდა მოუსმინოს ხალხს – 90%-ს სურს ევროკავშირში და არა პუტინის რუსეთში

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ქართველებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და არა – პუტინის რუსეთში. “შემოთავაზებული უცხოური აგენტის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. დამოუკიდებელი + კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერი კი არ არის, არამედ ევროკავშირში გაწევრების […]

ევროპულმა სასამართლომ რუს მილიარდერ მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა

მილიარდერ მიხაილ ფრიდმანს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა – შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ მიიღო, სადაც ოლიგარქმა სანქციები დაწესებიდან მალევე გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ის მიზნები, რომლებსაც სანქციების დაწესება ისახავდა მიზნად, მიხაილ ფრიდმანთან მიმართებით დაუსაბუთებელი იყო. ფრიდმანის მსგავსად სანქციები მოეხსნა მის ბიზნესპარტნიორს და Alfa Bank-ის თანადამფუძნებელს პეტრ ავენს. ევროკავშირის სანქციების გაუქმების მიუხედავად, მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ კვლავ […]

მოლარე მომხმარებლის დაგროვებულ ქულებს ხარჯავდა – პოლიციამ 2 პირი დააკავა

„ნიკორას” მოლარე მომხმარებლის დაგროვებულ ქულებს ხარჯავდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა. გომელაურის უწყებამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 2 პირი დააკავა. ირკვევა, რომ 20 და 20 წლის ბრალდებულები ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები არიან. შსს-ს ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და […]

ფაშინიანი: ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი ერთმანეთთან შეუთავსებელია

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი არა მხოლოდ შეუთავსებელია, არამედ ხშირად ეწინააღმდეგებიან და სერიოზულ საფრთხესაც კი უქმნიან ერთმანეთს. ფაშინიანის თქმით, ქვეყნის მოქმედ მთავრობასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში ისიც ისტორიული სომხეთის ფსიქოლოგიის და ტრადიციების მიმდევარი იყო და მხოლოდ 2022 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავარი ფაქტორი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. კერძოდ, […]

ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა სანქცირებული მილიარდერების, ავენის და ფრიდმანის სარჩელი

ევროკავშირის საერთო იურისდიქციის სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია რუსი მილიარდერების, „ალფა-ბანკის“ დამფუძნებლების, პიოტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების დაწესება. სასამართლოს მიერ დღეს, 10 აპრილს, გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მიერ ავენის და ფრიდმანის სანქცირების მიზეზები საკმარისად დასაბუთებული არ იყო. ევროკავშირმა ავენს და ფრიდმანს სანქციები დაუწესა და მათი აქტივები გაყინა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროპულმა საბჭომ სანქცირება […]

ომის მოწინააღმდეგე რუსმა აქტივისტმა “თავი მოიკლა” – პენიტენციური სამსახური

ომის მოწინააღმდეგე რუსმა აქტივისტმა ალექსანდრ დემიდენკომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა წინასწარ პატიმრობაში, უთხრა რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ტელეგრამის არხ Bel.Ru-ს. ცნობა დემიდენკოს სიკვდილზე მისმა ადვოკატმა და ოჯახმა 4 აპრილს გაავრცელეს. რუსული ინტერნეტგამოცემის, Important Stories-ის თანახმად, დემიდენკოს ოჯახს მისი ცხედარი ჯერ არ უნახავს. 61 წლის აქტივისტი – რომელიც ღიად აპროტესტებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ბელგოროდის რეგიონში უკრაინელ […]

თბილისის მერიამ მოკვლევა დაიწყო „აგენტების კანონის“ სარეკლამო პლაკატების გამკვრელთა გამოსავლენად

თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი აცხადებს, რომ დედაქალაქის ქუჩებში ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო ბროშურების გამოკვრაზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. მანვე აღნიშნა, რომ უწყებაში დაიწყო მოკვლევა იმ პირთა გამოსავლენად, ვინც უნებართვოდ გააკრა პლაკატები. თბილისის ქუჩებში გუშინ დილიდან გამოჩნდა ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო პლაკატები – ზუსტად იმავე ვიზუალითა და შინაარსით, როგორსაც საჯარო მოხელეები და „ქართული ოცნების“ ლიდერები […]

დღეს წმიდა იოანე, მანგლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადიაკვნოს შესასვლელთან, თეთრი მარმარილოს ფილის ქვეშ განისვენებს წმიდა იოანე მანგლელის ნეშტი. ჩვენში, სამწუხაროდ, ბევრმა არამცთუ ამ საფლავის, თვით წმინდანის შესახებაც არაფერი იცის. არადა, ჩვენს დიდი წინაპრებს დიდი სასოება ჰქონდათ მისდამი. იმიტომაც დაუკრძალავთ სიონის ტაძარში მირონმწთოლარე მისი სხეული, რომ დაეცვა სამეუფო ქალაქი და სრულიად საქართველო. წმინდა იოანე 1666 წელს დაბადებულა თავად […]

ჯეიმს ო’ბრაიენი: შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. “შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების ხიფათს ქმნის. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, – წერს ო’ბრაიენი X-ზე. […]

ამერიკელი კანონმდებლები გამოდიან რუსი ოპოზიციონერის, კარა-მურზას გათავისუფლების მოწოდებით

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული ვლადიმირ კარა-მურზას დაკავებიდან ორი წლისთავზე (მის პატიმრობას ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს) აშშ-ის კანონმდებლები აცხადებენ, რომ თავიანთი “მეგობარი” არ დავიწყებიათ. 9 აპრილს ვაშინგტონში ორგანიზებულ კონფერენციაზე კანონმდებლებმა თქვეს, რომ კარა-მურზასთვის იბრძოლებენ მის გათავისუფლებამდე. მათ სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდეს, კარა-მურზას არამართებულად დაპატიმრებულის სტატუსი შეუფარდოს. “ჩვენ გავაგრძელებთ მისი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისთვის მუშაობას, სანამ […]