ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ევროპის ჩემპიონატის დღეებში ფრენების სიხშირე გაიზარდოს და რეისები ხელმისაწვდომ ფასად შესრულდეს – ირაკლი ქარქაშაძე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის დამატებითი რეისები ფიქსირებულ ფასად შესრულდება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო აქტიური მოლაპარაკება როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე უკვე არსებულ რეგულარულ მიმართულებებზე. ასევე, დაემატოს ჩარტერული რეისები იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები […]

„ნიკორას“ მოლარე-კონსულტანტი მომხმარებელთა ქულებს ხარჯავდა – დაკავებულია ორი პირი

„ნიკორაში“ მოლარე-კონსულტანტად დასაქმებული პირი თანამოაზრესთან ერთად მომხმარებელთა ქულებს ხარჯავდა, რის შედეგადაც „ნიკორა ტრეიდს“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო […]

„ყველაზე ღირებული ინიციატივები სწორედ მომხმარებლებისგან მოდის“ – თამარ ფხაკაძე, საქართველოს ბანკის მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელი

„დღემდე სიამაყით მავსებს ის განცდა, რომ ძლიერი ნავიგატორების გუნდს ვხელმძღვანელობდი და ჩვენ, ერთად ბევრი პროცესისა თუ ფუნქციის სასიკეთოდ ტრანსფორმაცია შევძელით. ერთ-ერთი პროექტი კონტაქტ ცენტრის გარდაქმნა იყო. მოგვიანებით, პროექტი იქცა ჩემს პასუხისმგებლობად და გავხდი მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი. მიმართულებამ კონტაქტ ცენტრი და პრეტენზიების მართვის ცენტრები გააერთიანა და ის სახე მიიღო, რაც დღეს აქვს“, – ასე იწყება […]

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაესწრება დსთ-ის შეხვედრას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი არ დაესწრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. შეხვედრა 12 აპრილს მინსკშია დანიშნული. დსთ წარმოადგენს მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ გაერთიანებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 1991 წელს, ამოქმედდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. საქართველომ და უკრაინამ – რუსეთის აგრესიის მსხვერპლმა ქვეყნებმა – დსთ უკვე დატოვეს, […]

11 წლამდე პატიმრობა ემუქრება „ნიკორას“ მოლარეს, რომელმაც კლიენტის ქულები დახარჯა

პოლიციამ დააკავა სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, „ნიკორას“ თანამშრომელი და მისი თანამზრახველი. მათ ბრალად ედებათ კლიენტის დაგროვილი ქულების დაუფლება და დახარჯვა. 20 და 21 წლის ახალგაზრდებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. „[დაკავებული], რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ [მეორე დაკავებულს]“, […]

“ნაცია” – კალაძე ქოჩორაშვილის მამაზე

დედაქალაქის მერმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე სპორტსმენის, ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილის მამა “ნაცად” გამოაცხადა. “როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი!” – თქვა მერმა. კალაძის გაღიზიანება სპორტსმენის პოსტმა გამოიწვია, ქოჩორაშვილმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის ფოტო გააზიარა – ბავშვი, ხელში ევროკავშირის დროშით. პოზიციის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული […]

რიანას არაორდინარული ფოტოსესია Interview Magazine-თან, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა – Marao

რობინ რიანა ფენტი, ცნობილი, როგორც რიანა, ბარბადოსელი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და დიზაინერია. დაიბადა 1988 წლის 20 თებერვალს ბარბადოსში. მისი დედა მონიკა ბრეინუაითია, მამა – რონალდ ფენტი. რიანას ჰყავს ორი ძმა: რორი და რაჯადი; ასევე, ორი ნახევარდა და ნახევარძმა მამის მხრიდან. მომღერალი გაიზარდა ბრიჯტაუნში. ის ქუჩაში ტანსაცმელს ყიდდა მამასთან ერთად. რობინს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მისი მშობლები […]

“ქართული ოცნების” სასარგებლოდ? – რატომ დასაჯა მოსკოვმა ცხინვალელი დეპუტატები

ავტორი: მურატ გუკემუხოვი საქართველოსთან “დროებითი საზღვრის” “მუდმივ საზღვრად” სტატუსის შეცვლის მცდელობისთვის, როგორც ქმედებისთვის, რომელიც რუსეთის ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო – რედ.] პარლამენტის სამ დეპუტატს მოქალაქეობა შეუჩერა. დეპუტატები გადაწყვეტილებას რუსეთის სასამართლოებში ასაჩივრებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი განზრახვა სტრატეგიული მოკავშირის მიერ არასწორად იყო აღქმული იმ დროს, როდესაც საზოგადოება […]

შოთა შალელაშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში

„თაობები – საქართველოდან“ ლიდერის, შოთა შალელაშვილის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას. როგორც შალელაშვილი აღნიშნავს, ის პოლიტიკიდან დისტანცირებული არც არასდროს ყოფილა და უბრალოდ, აქტიურად არ იყო პოლიტიკაში ჩართული. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის ბოლო მცდელობა 2019 წელს ჰქონდა, ახლა კი ფიქრობს, რომ ივანიშვილი „მისი გარემოცვის და […]

თბილისი ენერჯი – სამგორის რაიონში, ქსელის რეაბილიტაციის გამო 9200 აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება

სამგორის რაიონში, ქსელის რეაბილიტაციის გამო 9200 აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „ბუნებრივი გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ხვალ – 11 აპრილის 12.30 სთ-დან 19:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ქ. წამებულის (წმ. ქეთევან დედოფლის) გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 […]