დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი – ონკოპაციენტები სარჯველაძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

ონკოპაციენტების თქმით, გუშინ, 8 მარტს გამართული შეხვედრის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ კრიტიკის საპასუხოდ ონკოპაციენტებს უყვირა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი ონკოპაციენტებს. მაშინ, როცა ჩვენ მას ვუყვებოდით ჩვენს პრობლემებს, ერთ-ერთმა ონკოპაციენტმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, ის გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო ყვირილი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ზრუნვა არ არის ყვირილი”. – თქვა ორგანიზაცია კავშირი […]
მარიამ ქვრივიშვილი – აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დანიშვნაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, კონსულმა კლერ ოლბლესმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელსაც ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე და ბრიტანეთის საელჩოს სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელი ნინო გამხარაშვილი ესწრებოდნენ. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და […]
ივანე ჩხაიძე – 2023 წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, 10 აპრილამდე პერიოდში კი 235 შემთხვევაა აღრიცხული

2023 წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, 10 აპრილამდე პერიოდში კი 235 შემთხვევაა აღრიცხული, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განაცხადა. მისივე თქმით, ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი […]
სანდრო რაქვიაშვილი – ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, აქედან „გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა“, იქიდან „რუსული, რუსული“ – არავის აწყობს დეტალური განხილვა

„ქოცები“ და „ნაცები“ უარს ამბობენ შინაარსობრივ დისკუსიაზე და მიდის სიტყვების რახარუხი – ხან „პლაკატებით“ ბრძოლა ჩნდება, ხან „პოსტებით“ – ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა არც მმართველი გუნდისთვის არის ხელსაყრელი და არც ოპოზიციისთვის. როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, კანონპროექტის დეტალური […]
ზუგდიდის მერიამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებით 19 სტუდენტს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია

ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ, რომელიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა, 22 ახალგაზრდას ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, გამართულ კომისიაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით 19 ახალგაზრდა დაფინანსდა (სემესტრულად 1500 ლარის ოდენობით). არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების […]
წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის საკითხები თელავში გამართულ ფორუმზე განიხილეს

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი და […]
ირაკლი ქარქაშაძე – პრემიერის დავალების ნაწილი უკვე შესრულებულია – ქუთაისის აეროპორტიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის Wizz Air ავიაბილეთებს ფიქსირებულ ფასად ჰყიდის

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 – ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის დამატებითი რეისები ფიქსირებულ ფასად შესრულდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო აქტიური მოლაპარაკება როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე უკვე არსებულ რეგულარულ […]
ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა გაანადგურეს

ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტა ადენის ყურეში გაუშვეს და სავარაუდოდ, მის სამიზნეს ხომალდი MV Yorktown-ი წარმოადგენდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, კომერციული, ამერიკული და კოალიციის ხომალდები არ დაზიანებულა.
იმედი მაქვს, გერმანიაში, ჩვენი ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გერმანიის ქალაქებში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნას და ბილეთების ფიქსირებული, დაბალი ტარიფის შეთავაზებას ეხება. „როგორც იცით, ზაფხულში დაგეგმილია ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშები. მთელი საქართველო ელოდება […]
„შეიქმნა ილუზია, რომ ყველაფერი მთავრობამ უნდა დააფინანსოს“ – უნდა ამოქმედდეს თუ არა სავალდებულო დაზღვევა?

ონკოპაციენტების მკურნალობისა და ზოგადად, თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დგას, რადგან მსოფლიო მედიცინა სწრაფად ვითარდება და ჩნდება ახალი მედიკამენტები და ინსტრუმენტული სერვისები, რაც ძალიან ძვიადღირებულია. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ: 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ონკოპაციენტები მედიკამენტებს ლიმიტის გარეშე მიიღებენ და 25 […]