ვაზიანის ახალი აეროპორტი საქართველოს ეკონომიკას ყოველწლიურად 0.2%-ით გაზრდის – მარიამ ქვრივიშვილი

ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობისთვის ისტორიული უწოდა. მისი თქმით, პროექტში ჩართულია ყველა სამთავრობო უწყება, რათა აეროპორტი დადგენილ ვადებში ამოქმედდეს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარეობა მუშაობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ვაზიანის აეროპორტამდე მისასვლელი ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვაზიანის აეროპორტი, არსებული გეგმა – გრაფიკით, დედაქალაქიდან დაშორებული იქნება 11,5 […]

პროკურატურა – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს, თბილისში, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე რვა პირის, მათ შორის ლაშა ცანავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურა რვა პირის, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწის ლაშა ცანავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე პროკურატურამ რვა პირის, მათ შორის ლ.ც.-ს […]

ლაშა ცანავას ადვოკატი – უფლებამოსილების გადამეტება არის აბსურდი – საქმის მასალებიც გამოგვატანეს და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მაკულატურა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწის, ლაშა ცანავას ბრალდება უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე წარედგინა. როგორც ადვოკატმა პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება დაწყებულია რამდენიმე პირის საჩივრის საფუძველზე. მისივე თქმით, დაზარალებულია ორი პირი. „დადგენილებაში წერია უფლებამოსილების გადამეტება, რაც არის აბსურდი. საქმის მასალებიც გამოგვატანეს და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის […]

გარდაბნის მერია – ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ორი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პირველმა მოადგილემ რამაზ ბუდაღაშვილმა, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ახალკაციშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ნორიოში ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელებული სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედნები შემოისაზღვრა ბადე-პანელებით, მოეწყო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარებები და […]

პროკურატურა – 2009 წლის 15 ივნისს, მშვიდობიან აქციაზე შსს-ს თანამშრომლებმა და მათ შორის ლაშა ცანავამ ისინი ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა

2009 წლის 15 ივნისს, მშვიდობიან აქციაზე, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, შსს-ს თანამშრომლებმა და მათ შორის ლაშა ცანავამ აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით იმ საფუძვლით […]

„გორბი” – პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა, „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 12.6%-ს, „ლელო“ – 4.7%-ს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა. კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – ალოკაციის შემდეგ პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 60.4% „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 12.6% „ლელო“ – […]

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (EU PSC) ელჩებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ არსებული გამოწვევები, ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები. „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება იყოს გარანტირებული […]

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესი და რეგიონში არსებული ვითარება იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული […]

იენს სტოლტენბერგი – უკრაინის მიერ ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები თავდაცვაზე კანონიერი უფლების ნაწილია

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების უფლება აქვს. შესაბამისი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. “ეს თავდაცვაზე კანონიერი უფლების ნაწილია – ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც, ორი ღამის განმავლობაში, 11 და 12 აპრილის 00:00-დან 06:00 საათამდე, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.