კარდინი რუსულ კანონზე: შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს სვლაზე ევროინტეგრაციისკენ

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციასა და მის გზას სწორი მიმართულებით, მაგრამ აშკარად, ნამდვილად, არასწორი გზით მიდიან. ჩვენ შევატყობინეთ, დავუკავშირდი მათ ელჩს, გადავეცი ჩვენი შეშფოთება, რომ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს სვლაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.
მსოფლიო თასზე ზაზა ლომთაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ) ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლომთაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 160/165/170 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. მან აკვრაში თავი 202/209 კილოგრამს გაართვა და მე-4 საფეხურზეა, ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამით კი მკერდი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა. მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის “ფეისბუქის” გვერდის მიხედვით
სამთავრობო მედიის კვლევა: ოცნებას 60.4% მისცემდა ხმას, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელს – 12.6%

სამთავრობო მედია იმედის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას 60.4% მისცემდა ხმას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის გამარჯვების პლატფორმას – 12.6%. ლელოს 4.7%, ევროპულ საქართველოს 4.5%, გიორგი გახარიას პარტიას კი – 3.7%. გორბის ჩატარებული კვლევის მიხედვით, გირჩი-მეტი თავისუფლება/დროას ერთობას გამოკითხულთა 3% მისცემდა ხმას, პარტია ახალს 1.6%, გირჩს […]
პროკურატურა – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს, თბილისში, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე 8 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურა რვა პირის, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწის ლაშა ცანავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს,თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე პროკურატურამ 8 პირის, მათ შორის ლ.ც.-ს მიმართ […]
თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი – Touch RGB გაიმართება

Touch Plarform-ის ორგანიზებით, 11 აპრილს საქართველოში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი – Touch RGB-ს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მერიის პროგრამის – „თბილისი – იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ მხარდაჭერით, 11-14 აპრილს, TEC-ის ისტორიულ პავილიონში, OUCHHH-ის მსოფლიოში ცნობილი იმერსიული ინსტალაცია – „ადამიანის უჯრედების ატლასი“ (THE HUMAN CELL ATLAS) იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ინსტალაცია […]
მარიამ ქვრივიშვილი – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ უკვე დიდი ინტერესია მსოფლიოში მოწინავე ოპერატორი კომპანიების მხრიდან

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სრულად ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს თბილისს ორი პარალელურად ოპერირებადი აეროპორტი ექნება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდში მიდის მსჯელობა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს არსებული აეროპორტის ტერიტორიის განვითარება. „არსებულ აეროპორტს ჰყავს ძალიან […]
იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ დაკარგულებს ეძებენ

გუშინ, 9 აპრილს, ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი, ხუთი მძიმედ დაშავდა, ოთხს კი ამ დრომდე ეძებენ. იტალიური მედიის ცნობით, ტრაგედიის შედეგად დაღუპულები 36-დან 73 წლამდე პირები არიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ორი მათგანი სამხრეთ იტალიიდან იყო, ერთი კი რუმინელი. აფეთქება ქალაქ ბოლივიიდან 70 კილომეტრში, სუვიანას ტბაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე, წყლის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეზე […]
“ნაპოლი” ნახევარმცველს ინგლისში დააბრუნებს

როგორც იცით, ნახევარმცველი პიოტრ ზილენსკი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით “ინტერში” გადავა და “ნაპოლი” მის შემცვლელად ჰამედ ტრაორეს მოიაზრებდა, მაგრამ მან იმედები ვერ გაამართლა. კოტ-დ’იუვარელი ნეპოლურმა კლუბმა ექვსთვიანი იჯარით აიყვანა და შემდეგ მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია. თუმცა, ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ტრაორეს ინგლისურ გუნდში დააბრუნებენ. 24 წლის ტრაორემ “ნაპოლიში” 14 მატჩში 1 გოლი […]
ევროკავშირი სომხეთს გრანტის სახით 270 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი სომხეთს ოთხი წლის განმავლობაში გრანტის სახით 270 მილიონი ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის, აშშ-სა და სომხეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი ასრულებს სომხეთის მხარდაჭერის დაპირებას, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გასცა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელმა და ერევანმა წამოიწყეს ერთობლივი საინვესტიციო კოორდინაციის პლატფორმა, რათა „ერთად […]
პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებით ძვირფასია მეგობრობის ის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის. „მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად, ჩვენს მუსლიმ ძმებთან ერთად. მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რამადანის მარხვის დასრულება, თქვენი […]