პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისია შექმნა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულებით დღეს კომისია შექმნა, რომლის პირველი სამუშაო შეხვედრაც დღეს ორბელიანების სასახლეში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმააციით, კომისია დღეს კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე შეთანხმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში დღეისათვის ვაკანტურია 4 წევრის თანამდებობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 […]

ილია დარჩიაშვილი – საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი პროცესი – ელჩებისგან მივიღეთ კონკრეტული მხარდამჭერი გზავნილები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ელჩები დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებს რეფორმებს. დარჩიაშვილის თქმით, მთავრობამ ელჩებისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღო. „უმნიშვნელოვანესი საუბარი შედგა საქართველოს […]

კახა კალაძე – ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, რადიკალური ჯგუფებია, ყველანი სახელებითა და გვარებით ვიცით – ჩემს განცხადებას საზოგადოების კრიტიკა არ მოჰყოლია, კრიტიკა იყო რადიკალების მხრიდან

ისინი, ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, ძირითადად, რადიკალური ჯგუფები არიან – ჩემს განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია, ეს კრიტიკა იყო რადიკალების მხრიდან, ვინც ქვეყნის მტერია , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა “ნაცია”. როგორც კახა კალაძემ […]

,, მართლა დაპირისპირებას ერიდება ყველა, თორემ ხომ ხვდებით, რომ გადაგივლით ეს ხალხი აქეთ, იმდენი ვართ” – ბექა ჩხაიძე

მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,რა გახდა მართლა, ის დედააფეთქებული დოკუმენტი, შეავსონ და ტვინი ნუ წაიღეს. დაანებეთ სპორტსმენებს, მომღერლებს, ზოგადად, ხელოვანებს თავი. ვერ ხედავთ, ერთი-ორი გადაგიჟებული ნაცის გარდა, კაციშვილი ხმას რომ არ იღებს?!?! შარშან ხომ გადარიეთ ხალხი და აძახებინეთ რუსული კანონიო. წელს გაეშვით რა, აღარ უნდათ ტყუილები და “იმან თქვა, ამან თქვა“-ზე დასკვნების გამოტანა. […]

რუსული კანონი დასავლეთისთვის სახეში სილის გაწვნაა – კრამერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან” რუსულ კანონთან დაკავშირებითსაუბრობს. კრამერი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და პირდაპირ ამბობს, რომ “ეს დასავლეთისთვის სახეში სილის გაწვნაა”. განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც […]

ხაბეიშვილის თანაშემწეს 15 წლის წინანდელ საქმეზე, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც წინასაარჩევნოდ გაახსენდათ.“ – ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის თანაშემწე ლაშა ცანავა პროკურატურის მხრიდან მის მიმართ ბრალის წაყენებას. ოპოზიციის წევრის თქმით, მისი დევნის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ხელისუფლებას მეტი დრო მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისთვის დაეთმო. ბრალი წამიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებით, 333-ე მუხლი. 15 წელი გავიდა ამ ამბიდან და წინასაარჩევნოდ გაახსენდათ. ჩემი მთელი ცხოვრების […]

კარა-მურზას დაპატიმრებიდან 2 წელი გავიდა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმირ კარა-მურზას დაკავებიდან ორი წლის თავზე, ვაშინგტონში ამბობენ, რომ ის არ დავიწყებიათ. 9 აპრილს ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც კარა-მურზას დაპატიმრების წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა, ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ისინი იბრძოლებენ მისი გათავისუფლებისთვის და მოუწოდეს სახელმწიფო დეპარტამენტს გამოაცხადოს ის უკანონოდ დაპატიმრებულად. „ჩვენ გავაგრძელებთ მისი დაუყონებლივი და უპირობო გათავისუფლების ადვოკატირებას მანამ, სანამ საჭიროა”, – განაცხადა […]

ბაიდენი ამბობს, რომ ნეთანიაჰუს ღაზისადმი მიდგომა “შეცდომაა”

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის ომისადმი მიდგომა “შეცდომაა”, თქვა სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. “მე ვფიქრობ, რომ ის შეცდომას უშვებს. მის მიდგომას არ ვეთანხმები”,- თქვა ბაიდენმა “უნივიზიონთან”, ამერიკაში არსებულ ესპანურენოვან ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს. პრეზიდენტმა ბაიდენმა აქამდეც რამდენჯერმე გაააკრიტიკა ისრაელის საომარი ტაქტიკა და როგორც თავად უწოდებს “განურჩეველი” დაბომბვები. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გასულ კვირას, […]

ხაბეიშვილის თანაშემწეს ბრალი წაუყენეს 2009 წელს პოლიციასთან დარბევის საქმეზე

2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის საქმეზე პროკურატურამ 8 პირის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწე ლაშა ცანავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ დაიწყო. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2010 წლიდან მიმდინარეობდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების სარჩელების განხილვა. […]

არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ოცნებას 60.4% მისცემდა ხმას, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელს – 12.6% – ,,იმედი”

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა. კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – ალოკაციის შემდეგ პასუხები ასე გადანაწილდა: · ქართული ოცნება – 60.4% · ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 12.6% […]