შოკოლადის ფასის ზრდა თუ გაგრძელდა, შეუძლებელი გახდება მცირე მოგებაზეც კი საუბარი – “ლოკმა”

აზიური ტკბილეულის ქართული ბრენდი – “ლოკმა” BMG-სთან ბაზარზე შოკოლადის ფასის ზრდაზე საუბრობს. “ლოკმას” თანადამფუძნებელი მარიამ მარტყოფლიშვილი ამბობს რომ თუ შოკოლადის გლობალურ ბაზარზე ფასის ზრდა გაგრძელდა, შეუძლებელი გახდება, არსებული ფასებით ბაზარზე ოპერირება გააგრძელონ. „შოკოლადის ფასმა ძალიან მოიმატა და მალე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს. დიდმა ბრენდებმა ეს უკვე ასახეს თავიანთი პროდუქციის ფასებზე. მიუხედავად იმისა და მხოლოდ 6 თვეს […]

ავსტრიის პარლამენტში ვერ მოხერხდა ახალი მმართველი კოალიციის შექმნა

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის პარლამენტმა მმართველი კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. მოლაპარაკებები, რომელიც კოალაციის ფორმირების თაობაზე ნოემბრიდან მიმდინარეობს, ჩიხში შევიდა. პარასკევს, ლიბერალური პარტია NEOS-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ტოვებენ მოლაპარაკებებს. მანამდე პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ NEOS-ი და ორი ცენტრისტული პარტია-ავსტრიის სახალხო პარტია (ÖVP) და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPÖ), შექმნიდნენ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც შეძლებდა ეფექტურად შეეწინააღმდეგებოდა მემარჯვენე […]

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ერთობლივმა სიმდიდრემ 10 ტრლნ დოლარს პირველად გადააჭარბა

გასულ წელს პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივმა სიმდიდრემ 10 ტრლნ დოლარს პირველად გადააჭარბა. ინფორმაციას Bloomberg მილიარდერების ინდექსის საფუძველზე ავრცელებს. ისინი ერთ წელიწადში 1,5 ტრლნ დოლარით გამდიდრდნენ და უმეტესობა ტექნოგიგანტ კომპანიებს წარმოადგენს. სხვა ინდუსტრიიდან უმდიდრესი ბიზნესმენების ათეულში მხოლოდ ორი წარმომადგენელია. ეს არის ლუქსჰოლდინგ LVMH-ის დამფუძნებელი, ბერნარ არნო, რომელიც მეხუთე ადგილზეა და საინვესტიციო Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი, უორენ […]

პირველი ევროპის ჩემპიონატი, „ოქროს ბუცი“ და სარეკორდო ტრანსფერები – როგორი იყო 2024 წელი ქართულ ფეხბურთში

2024 წელი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული აღმოჩნდა. მიუხედავად საკლუბო დონეზე გარკვეული ჩავარდნებისა, მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ცხოვრება გაალამაზა. პირველად ევროპის ჩემპიონატზე: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა (0:0 – პენალტების სერიით 4:2) და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ვილი სანიოლი გახდა პირველი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც „ჯვაროსნებმა“ […]

ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების განახლების წინ, ისრაელის ღაზაზე იერიშმა 30 ადამიანი იმხვერპლა

იმ დროს, როდესაც ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასასრულებლად, კატარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლება დაიგეგმა, ისრაელის დარტყმებმა ღაზაში სულ ცოტა 30 ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმსხვერპლა. ინფორმაციას ალ-აქსას საავადმყოფოს პერსონალი ავრცელებს. მათი ცნობით, ცენტრალურ ღაზაში ათზე მეტი ქალი და ბავშვი დაიღუპა, მათ შორის ნუსეირათში, ზავაიდაში, მაგაზიში და დეირ ალ-ბალაში. ერთი დღით ადრე ანკლავში ათობით ადამიანი დაიღუპა და […]

კონგრესმენები კონოლი და ტერნერი ივანიშვილის სანქცირებას მიესალმებიან და დამატებით სანქციებს ემხრობიან

კონგრესმენები, დემოკრატი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი მიესალმებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს: „მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“, – წერენ კონგრესმენები 3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჯერალდ (ჯერი) კონოლი ნატოს საპარლამენტო ასამლეის ყოფილი პრეზიდენტია, მაიკ ტერნერი კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამავე […]

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა. აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო უწყების გვერდზე დღეს, 3 იანვარს გავრცელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა განვითარების დადებით მომენტს ინარჩუნებს“. „სი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად არის პრეზიდენტთან იმუშაოს, რათა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდეს […]

პოლონეთში, მოსახლეობის უმრავლესობა ზლოტის ევროთი ჩანაცვლების წინააღმდეგია

პოლონეთში 56,5%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში ევროს დანერგვას, ამის შესახებ გამოცემა Rzeczpospolita წერს, ეკონომიკური თავისუფლების ფონდის (Fundacja Wolności Gospodarczej) კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით. სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 10,1 სრულად ეთანხმება ევროს დანერგვას, ხოლო 30,7% უფრო მეტად ეთანხმება, ვიდრე ეწინააღმდეგება. წინა წელს ევროს მოწინააღმდეგე მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი ნაკლები იყო – 50,8%, ხოლო მხარდამჭერი- 34,9%. […]

„2024 წელს კომპანიის გაყიდვები 20%-ით გაიზარდა“ – World Sightseeing Tbilisi

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია WST-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გერმანე ჭელიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ტურისტული კომპანიის მომხმარებლების თითქმის 100% უცხოელები არიან. “ამჟამად გვყავს 4 ორსართულიანი ავტობუსი, სადაც მოქმედებს აუდიოგიდი. მომსახურების საფასური ქალაქის ტურის შემთხვევაში ტურისტისთვის არის 60 ლარი, ხოლო ადგილობრივისთვის […]

ვარშავამ უნგრეთის ელჩი არ მიიწვია პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დაწყებისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე

ვარშავამ უნგრეთის ელჩი არ მიიწვია პარასკევ საღამოს გამართულ გალა კონცერტზე, რომელიც პოლონეთის ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დაწყებას მიეძღვნა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ შესაბამის ნოტაში ამის მიზეზად ბუდაპეშტის მიერ კორუფციაში ბრალდებულ ევროპარლამენტარ, მარცინ რომანოვსკისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება გახდა. რომანოვსკი პოლონეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილეა. 2024 წლის ბოლოს უნგრეთმა უარი თქვა მის ექსტრადიციაზე , დაპატიმრების შესახებ […]