სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ პრეზიდენტ იუნის დაპატიმრების მცდელობა შეაჩერა

3 იანვარს, გამომძიებლებსა და კონსერვატორი პრეზიდენტის ერთგულ უსაფრთხოების ძალებს შორის ექვსსაათიანი დაძაბული დაპირისპირების შემდეგ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ იმპიჩმენტგამოცხადებულ პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავების მცდელობა შეწყვიტა. გავრცელებული განცხადების თანახმად, გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფის მიერ სასამართლოს ორდერით იუნის დაკავება, წინააღმდეგობის და ადგილზე მყოფი პერსონალის უსაფრთხოების გათვალისწინებით, „პრაქტიკულად შეუძლებელი“ იყო. ადრე დილით ჩატარებული რეიდის დროს, სეულის ცენტრში იუნის ოფიციალურ […]

“2025 წელს ჩვენი გეგმები მთლიანად დამოკიდებული იქნება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე” – Petit Bazar

ბავშვთა კონცეპტუალური მაღაზია Petit Bazar-ი 2024 წლის შედეგებს BMG-სთან აჯამებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ქეთი მესხი აღნიშნავს, გასული წელი წარმატებულად დაიწყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისმა რითეილ სექტორისთვის ყველაზე აქტიური პერიოდის ჩავარდნა გამოიწვია.

მივესალმებით ივანიშვილის სანქცირებას, დამატებითი სანქციებია საჭირო – კონგრესმენები, კონოლი და ტერნერი

კონგრესმენები, დემოკრატი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი მიესალმებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს. „მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“, – წერენ კონგრესმენები 3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჯერი კონოლი ნატოს საპარლამენტო ასამლეის ყოფილი პრეზიდენტია, მაიკ ტერნერი კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამავე დროს, […]

გიორგი კვირიკაშვილი – ეს უპირველესად რაჭველების და დღევანდელი ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ მოკრძალებულად ვიტყვი: ამბროლაურის აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა. „პოზიტიური და ოდნავ გაკვირვებული „კაცო!“ და მერე პატარა დაფიქრებული პაუზა – ასეთი საუბრის წამოწყება იცოდა. სულ რაჭაზე ან თბილისზე მესაუბრებოდა ხოლმე, პირადი საკითხით არასოდეს მოუმართავს. 2016 წლის ერთ დღესაც მოვიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩემს ოფისში. იმ დღის საუბარი ამბროლაურზე დაიწყო: „კაცო, ამბროლაურში ძველ დროს […]

კონგრესში “ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტსა” და “მეგობარი აქტს” წარადგენენ

შეერთებული შტატების კონგრესი 3 იანვარს მუშაობას განახლებული შემადგენლობით შეუდგა. დღესვე, 119-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგენენ საქართველოსთან დაკავშირებულ „მეგობარი აქტს“. რამდენიმე დღეში კი პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარეა და დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა. კონგრესმენ ჯო უილსონის ოფისში „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, რომ […]

პოდოლიაკი იქნება, თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის პატივისცემა, პატივი უნდა სცენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას – გივი მიქანაძე

პოდოლიაკი იქნება, თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის პატივისცემა, პატივი უნდა სცენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას – გივი მიქანაძე პოდოლიაკი იქნება, თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის პატივისცემა, პატივი უნდა სცენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას, […]

2024 წელს საქართველომ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა

2024 წელს საქართველომ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 90,056.79 ათასი დოლარის ღირებულების 20,108.79 ტონა შოკოლადი იყიდა, წლიური ზრდა 7%-ია. საქართველოსთვის შოკოლადის იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთია. რუსეთზე საქართველოში შოკოლადის იმპორტის 41%-ი მოდის. TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით შოკოლადს ყიდულობს: · რუსეთი – 8,145.21 ტონა, · უკრაინა – […]

“ფიცის დადებამდეც კი, ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას” – ჯო უილსონი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი: შესაძლოა, ეს დღეს აუცილებელი არ იყო, მაგრამ ჩვენ საქმეს წინ ვიგდებთ და მეგობარი აქტით, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტით“ ვადასტურებთ კიდევ ერთხელ საქართველოს მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას. ფიცის დადებამდეც კი, ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

ნიკა მელია – საერთაშორისო სასანქციო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებზეც გავრცელდება უახლოეს მომავალში

ეს პროტესტი არ არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც საგარეო პოლიტიკური კურსის ჩვეულ კალაპოტში მოქცევის პროტესტი არ არის, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, ბევრად სხვა მნიშვნელობით დატვირთა უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში რუსთაველის გამზირი და არა მხოლოდ საპროტესტო მოძრაობა, ათწლეულების საქმე კეთდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, […]