ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების განახლების წინ, ისრაელის ღაზაზე იერიშმა 30 ადამიანი იმხვერპლა

იმ დროს, როდესაც ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასასრულებლად, კატარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლება დაიგეგმა, ისრაელის დარტყმებმა ღაზაში სულ ცოტა 30 ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმსხვერპლა.
ინფორმაციას ალ-აქსას საავადმყოფოს პერსონალი ავრცელებს. მათი ცნობით, ცენტრალურ ღაზაში ათზე მეტი ქალი და ბავშვი დაიღუპა, მათ შორის ნუსეირათში, ზავაიდაში, მაგაზიში და დეირ ალ-ბალაში. ერთი დღით ადრე ანკლავში ათობით ადამიანი დაიღუპა და ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკლულთა რიცხვი 56 გახდა.
3 იანვარს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ წინა დღით ღაზის ტერიტორიაზე “ჰამასის” შეკრების ათობით წერტილს და სამეთაურო ცენტრს დაარტყა. არმია ამტკიცებდა, რომ სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების შესამცირებლად ის საჰაერო დაზვერვას იყენებდა.
ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელები ისრაელს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის აქტიური იერიშებით ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობისგან მთლიანად დაცლას ცდილობს, რათა იქ ბუფერული ზონა შექმნას. ისრაელი ამ ბრალდებას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში