გარდაიცვალა იმუნოლოგი თენგიზ ცერცვაძე

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკაში დაუდასტურეს. თენგიზ ცერცვაძე იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. 2020 წლის ოქტომბერში მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა Covid-19 ის პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ რვა ექიმთან ერთად. BBC-მ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადებულ […]
პარკირების საშვების გაყიდვით და საათობრივი გადახდებით შემოსავლები 49%-ით, ₾15 მლნ-მდე გაიზარდა – IDFI

2024 წლის პირველ 6 თვეში პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ-საათობრივი გადახდით მიღებული შემოსავლები 9.9 მლნ ლარია. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში ვკითხულობთ. IDFI-ის მიხედვით, 2018 წლის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ საათობრივი პარკირებისას საათობრივი გადახდით მიღებულმა შემოსავლებმა დაახლოებით 58 მილიონი ლარი შეადგინა. ამ გზით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად […]
„ქირის ფასი კიდევ შემცირდება“ – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, თბილისში წლის ბოლომდე ქირის ფასი კვლავ შემცირდება. როგორც ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ BMG-თან საუბრისას განმარტა, ამ ეტაპზე კვ.მ-ზე ფასი 11,6$-ია, რაც სავარაუდოდ 11$-მდე დაიკლებს. წლიურ ჭრილში ფასი 7%-იან კლებას აჩვენებს. „ქირის კლებას ჩვენ ვხედავთ 2023 წლის მაისიდან მოყოლებული. ეს დინამიკა გრძელდება, რადგან მიგრანტების ეფექტის ამოწურვა ყველაზე მეტად ამ სეგმენტზე აისახა. ვფიქრობთ, რომ […]
ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-მდე გაიზარდა

ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერალას შტატში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულად 180-ზე მეტი ადამიანი ითვლება, რომლებსაც მაშველები უკვე მესამეა დღე ეძებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, პინარაი ვიჯაინის განცხადებით, 186 ადამიანი დაშავდა და მაშველებმა 5500-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. შეგახსენებთ, ინდოეთის კერალას შტატში ძლიერი წვიმებით […]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სან მარინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

სან მარინოში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და სან მარინოს რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს – „Autorità Garante per la Protezione dei Dati Personali“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სან მარინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, დოქტ. უმბერტო რაპეტომ და საქართველოს პერსონალურ […]
Reuters – ჩრდილოეთ კორეას სურს აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებები განაახლოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს

ჩრდილოეთ კორეას სურს აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებები განაახლოს და ურთიერთობა დაასტაბილუროს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეელმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა. რი ილ გიუმ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ალბათობა მაღალია და მას იმედი აქვს, რომ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებულ […]
თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა. ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის […]
დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება

დღეს, 1 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობისთვის 3.8 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.8 მლნ ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 3 876 524 ლარიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს მოხმარდება 1 454 350 ლარი; სოფელ როხში გზების მოწყობას – 1 485 036 ლარი; სოფელ ზედა დიმს – 593 351 ლარი; სოფელ ფერსათში […]
აგვისტოდან ვენეციაში ტურისტთა ჯგუფებისთვის შეზღუდვა წესდება

აგვისტოდან ვენეციაში ტურისტთა ჯგუფებზე შეზღუდვა წესდება. კერძოდ, ქალაქში შეიზღუდება 25 ადამიანზე მეტი რაოდენობის ჯგუფების დაშვება. ადგილობრივი ხელისუფლება ასევე კრძალავს გიდებისთვის ხმის გამაძლიერებლების გამოყენებას. აღნიშნული ზომები მიმართულია ადგილობრივი მცხოვრებლების სიმშვიდის დასაცავად და ფეხით მოსიარულეთა თავისუფლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად. ახალი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები 25-დან 500-მდე ევროს ოდენობით. თავდაპირველად აღნიშნული ზომები ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ძალაში შესვლა აგვისტომდე […]