ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოვლინდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. „სატენდერო კომისიამ არჩევანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე შეაჩერა. ოთხი კომპანიიდან […]

თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ […]

„ჯივიპი“ წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელებზე სამუშაოებს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – წყნეთის გზატკეცილის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტში 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად 2 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები და 0,5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების ქსელი განახლდა. ასევე, განახლებულ ქსელზე 10 […]

თეირანში, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს

თეირანში, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს. სამგლოვიარო მსვლელობას ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი გაუძღვება, რომელიც ლოცვას აღასრულებს. ირანში გამართული სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ ისმაილ ჰანიეს ცხედარს კატარში გადაასვენებენ და მას ხვალ დოჰაში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე გუშინ თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ […]

ირაკლი კობახიძე – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. „მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა, მივუსამძიმრო […]

“ჩემი ძმაა, ძალიან მიყვარს”- ვრცელდება ლაშა ბექაურის და მისი იაპონელი მეტოქის, სანშირო მურაოს ვიდეო დაჯილდოების შემდეგ [VIDEO]

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ დრომდე საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ […]

1 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ილია სულამანიძე და ლაშა გურული იასპარეზებენ

1 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი ილია სულამანიძე ( -100კგ.) და მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ.) იასპარეზებენ. ქართველი ძიუდოისტი წონის მეორე ნომერია და პირველ წრეს გამოტოვებს. ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრას სულამანიძე ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს. ძიუდოს ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება. პარიზის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი […]

ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, მის მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის […]

რაც შეეხება წამოძახებას დახმარებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს, აქვს გაღებული იმავე პერიოდში მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის ქველმოქმედების სახით და მას და მის ოჯახს ამის თაობაზე არასოდეს უსაუბრიათ!

რაც შეეხება წამოძახებას დახმარებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს, აქვს გაღებული იმავე პერიოდში მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის ქველმოქმედების სახით და მას და მის ოჯახს ამის თაობაზე არასოდეს უსაუბრიათ! თუ რამე ფინანსური ნაკადი მოდიოდა აშშ-დან მთავრობისკენ, ის არ ხმარდებოდა მთავრობას და ქართულ ოცნებას, არამედ თითოეული ცენტი, რომლითაც ამერიკელი გადამხდელები ეხმარებოდნენ საქართველოს, მიემართებოდა […]

პრემიუმ ბრენდები და უნიკალური გამოცდილება – რეგიონში პირველი “აუთლეტ ვილიჯი” იხსნება

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი “აუთლეტ ვილიჯი” თბილისში 2024 წლის დეკემბერში გაიხსნება. “თბილისის აუთლეტ ვილიჯი” საქართველოში, საცალო გაყიდვების სექტორში, ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს. აუთლეტის დიზაინი საერთაშორისოდ აღიარებული დიზაინერების მიერაა შექმნილი და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებსაც ითვალისწინებს. დედაქალაქში ქართველი მომხმარებლისთვის საყვარელ ბერნდებთან ერთად, ვიზიტორებს მოდის, დასვენებისა და გასტრონომიის განსაკუთრებულ მიქსს სთავაზობს. […]