კურსკის ოლქში საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა

რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა ანაცხადა. როგორც „მედუზა“ წერს, სმირნოვი ამბობს, რომ ოლქის სასაზღვრო რაიონებში კვლავ „რთული ოპერატიული ვითარებაა“, ხოლო საგანგებო ვითარების რეჟიმი რეგიონში უკრაინული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის ცხადდება.

ბლინკენი რუსეთს მოუწოდებს, წაიღოს საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 16 წლის თავზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გამოაქვეყნა. ბლინკენი აღნიშნავს, რომ რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას. „დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრიდან თექვსმეტ წელს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი […]

ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნები მოეწყო

ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამჯერად, ზღვისუბნის მე-10 კვარტლის, N32 კორპუსის მიმდებარედ, საფეხბურთო სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, 1 000 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო და მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა. ასევე, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრიბუნა. ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, N31 კორპუსის მიმდებარედ კი, კალათბურთის მოედანი მოეწყო. 630 […]

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა. “რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”, – წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე. სმირნოვის თქმით, რეგიონის სასაზღვრო რაიონებში მძიმე ოპერატიული ვითარება რჩება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში […]

პარიზის მერმა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის კრიტიკოსებს უპასუხა

პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა. თამაშების გახსნის ცერემონიით აღშფოთებულთა საპასუხოდ, იდალგომ გამოიყენა ინგლისური უხამსი სიტყვები. „ჯანდაბა რეაქციონერებს, ჯანდაბა ამ ულტრამემარჯვენეებს, ყველას, ვისაც სურს ჩვენი ჩათრევა ყველას წინააღმდეგ ომში“, – განაცხადა პარიზის მერმა და ორიგინალში სიტყვა „f*ck“ გამოიყენა. ან იდალგოსთვის ეს არის მთელი პარიზული იდენტობა. „არის აღფრთოვანება ამ […]

კირილ ბუდანოვი – რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს

რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. “თუ ომი გაგრძელდება, მაშინ არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა, რუსეთი დილემის წინაშე დადგება: ან დაასრულოს ის ან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს”, – განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, კრემლი ამას გააჭიანურებს, ვინაიდან, “რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიან […]

სენატორი ჯიმ რიში – 16 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა – ვაგრძელებთ რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას

მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, – ამის შესახებ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს. რიშის თქმით, 16 წლის წინ, რუსეთი საქართველო შეიჭრა და საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია მოახდინა და დღემდე რუსეთი აგრძელებს სუვერენული საზღვრების უპატივცემლობას. „მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ჯერაც ვაგრძელებთ ამის კეთებასა […]

,, პირველი არხის ჟურნალისტებს ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევით ემუქრებიან” – ვასილ მაღლაფერიძე

,,პირველი არხის” სამეთვალყურეკ საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე: ,,ნეოკანიბალიზმის შემოტევები გრძელდება და ამჯერად პირველი არხის ჟურნალისტებს ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევით ემუქრებიან იმ ლეგიონის წევრები, რომლებიც ადამიანების დაგესვლაში მართლაც ძალიან დაოსტატებულები არიან. ეტყობათ, რომ სათანადო მომზადებაც გავლილი აქვთ და სულიერი მდგომარეობაც ხელს უწყობთ. რაც შეეხება პირველი არხის ჟურნალისტებს, ჯოჯოხეთით რომ ემუქრებიან, დარწმუნებული ვარ, ისევ საკუთარ სინდისთან თანხმობაში გააგრძელებენ […]

რომელ რეგიონებში გაიზარდა სასტუმროს ფასების ინდექსი?

PMC კვლევითმა ცენტრმა საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასები და ფასების ინდექსის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2024 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 178 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 272 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 114 ლარი შეადგინა. რეგიონები, სადაც სასტუმროს ფასების ინდექსი 2024 წლის ივლისში, 2023 წლის ივლისთან შედარებით […]

ჰელსინკის კომისია: რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას – ვდგავართ ხალხის გვერდით

ჰელსინკის კომისია აგვისტოს ომიდან 16 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. “რუსეთი საქართველოში შეიჭრა 16 წლის წინ და აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად”- ნათქვამია განცხადებაში. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა