ახლო აღმოსავლთში დაძაბულობა მატულობს

შეერთებული შტატები, დასავლელი პარტნიორები და იორდანია თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ ლიბანი. ამ ფონზე, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს აგზავნის, რასაც თეთრი სახლი აღწერს, როგორც შემაკავებელ სვლას, ისრაელზე ირანის შესაძლო სამხედრო თავდასხმის საფრთხის ფონზე.
“კოპენჰაგენში” გოჩოლეიშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მატჩში შედგა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ბანიკი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა მეათე წუთზე ტრავმირებული როდრიგო უესკასი შეცვალა. tipsbladet-ი აღნიშნავს, რომ პირველი სახიფათო მომენტი სწორედ გიორგის ჩაწოდებას მოჰყვა. მან მე-80 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა თამაშის გაგრძელება შეძლო. გამარჯვების გოლი კი კომპენსირებულ დროში 18 წლის ნახევარმცველმა ვიქტორ ფროხოლდტმა […]
აშშ კიევს მოსთხოვს ინფორმაციას კურსკის ოლქში იერიშის შესახებ

შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა კიევისგან განმარტებები მოეთხოვა კურსკის ოლქზე იერიშის თაობაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა ბრიფინგზე. კირბიმ დასძინა, რომ არაფერი შეცვლილა აშშ-ის პოლიტიკაში უკრაინის შეტევებთან დაკავშირებით რუსეთის ტერიტორიაზე: ვაშინგტონი უშვებს დარტყმებს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის კიევს. თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პეტერ […]
ის თუ რომელმა პარტიამ აღნიშნა აგვისტოს ომის ტრაგიკული წლისთავი 7 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, კარგი მარკერია ამომრჩევლისთვის, თუ რომელი პარტიები წარმოადგენენ ერთიან მიშისტურ ნაც-კლასტერს და რომელი არა
ის თუ რომელმა პარტიამ აღნიშნა აგვისტოს ომის ტრაგიკული წლისთავი 7 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, კარგი მარკერია ამომრჩევლისთვის, თუ რომელი პარტიები წარმოადგენენ ერთიან მიშისტურ ნაც-კლასტერს და რომელი არა ის თუ რომელმა პარტიამ აღნიშნა აგვისტოს ომის ტრაგიკული წლისთავი 7 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, როგორც ადრე ხდებოდა, კარგი მარკერს აძლევს ამომრჩეველს, თუ რომელი პარტიები წარმოადგენენ ერთიან […]
კიტეიშვილმა პსჟ-ს გაუტანა – “შტურმმა” ფრეს მიაღწია [VIDEO]

ავსტრიის ქალქ კლაგენფურტში „შტურმი“ ამხანაგურ მატჩში პსჟ-ს დაუზავდა – 2:2. თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ მატვეი საფონოვის კარი ამადუ კამარამ და ოთარ კიტეიშვილმა დალაშქრეს. მეორე ტაიმში „შტურმის“ მთელი შემადგენლობა შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა. კიტეიშვილი ტრავმის მორჩენის შემდეგ ბუნდესლიგის პირველ ტურში, ვენაში „რაპიდთან“ წაგებულ შეხვედრაში (0:1) 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. 11 აგვისტოს, მეორე ტურში […]
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას კურსის დასაჭერად წელს 17.5 მილიარდი დოლარი გაყიდა

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას კურსის დასაჭერად წელს 17.5 მილიარდი დოლარი გაყიდა 2024 წლის შვიდი განმავლობაში უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას გაცვლითი კურსის დასაჭერად $17.5 მილიარდი დოლარი გაყიდა – ამის შესახებ ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. NBU-ს თანახმად, ინტერვენციების საჭიროება ყველაზე მაღალი ივლისში იყო და მთლიანმა გაყიდვებმა 3.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2024 წელს უკრაინის ცენტრალური ბანკი […]
აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე – სახელმწიფო დეპარტამენტი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 16 წლის წინ, ამ დღეს რუსეთი სუვერენულ საქართველოში შეიჭრა. „დღეს ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს ან დევნილებს. […]
ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს

ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამად იუნუსი უხელმძღვანელებს ბანგლადეშის დროებით მთავრობას, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ ქვეყანა დატოვა მასშტაბური ამბოხების პირობებში – რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა და სამხრეთ აზიის ეს სახელმწიფო ქაოსის პირას მიიყვანა. ეს გადაწყვეტილება 7 აგვისტოს, დილით გამოაცხადა ჯოინალ აბედინმა, ქვეყნის ნომინალური პრეზიდენტის, მოჰამად შაჰაბუდინის პრესმდივანმა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო ხელმძღვანელები, […]
“ჰამასი” ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ლიდერად 7 ოქტომბრის დამგეგმავ სინვარს ასახელებს

დაჯგუფება “ჰამასმა” ღაზის სექტორში თავისი ლიდერი იაჰია სინვარი ყოფილი პოლიტიკური ლიდერის – ისმაილ ჰანიეს შემცვლელად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად “ჰამასმა” გაავრცელა. ჰანიე თეირანში გასულ კვირას მოკლეს. სინვარი, ისრაელზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი თავდასხმის დამგეგმავი ომის დაწყების შემდეგ, სავარაუდოდ სწორედ ღაზაში იმალებოდა. „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა “ჰამასი” აცხადებს მეთაურის იაჰია სინვარის არჩევას მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელად, მოწამე […]
ოთარ კიტეიშვილმა პსჟ-ს გოლი გაუტანა [VIDEO]

ავსტრიის ქალქ კლაგენფურტში „შტურმი“ ამხანაგურ მატჩში პსჟ-ს ხვდება. თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ პარიზელთა კარი კამარამ და კიტეიშვილმა დალაშქრეს და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. შტურმი – პსჟ გოლები: 0:1 მბაიე (9), 0:2 სოლერი (12), 1:2 კამარა (15), 2:2 კიტეიშვილი (43)