Meduza: უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს. ინფორმაციას Meduza უკრაინულ Telegram არხზე დაყრდნობით ავრცელებს. არხი აქვეყნებს ფოტო და ვიდეო მასალას, რომლის თანახმადაც, საუბარია რამდენიმე ათეულ სამხედროზე. Telegram არხი წერს, რომ ფოტოები საზღვრის მიმდებარე რაიონში, სუჯის გამშვები პუნქტის მახლობლად არის გადაღებული. სწორედ ამ მიდამოებში მდებარეობს სუჯის გაზის საზომი […]

ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს

ბანგლადეშის ახალი, დროებითი მთავრობა ხუთშაბათს ფიცს დადებს და გადაყენებული პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას გუნდს ჩაანაცვლებს. დროებით მთავრობას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს. 84 წლის მუჰამედ იუნუსი ახალი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად პრეზიდენტმა მუჰამედ შაჰაბუდდინმა შეარჩია. ჰასინას ინდოეთში გაქცევა სტუდენტურმა პროტესტმა აიძულა, რომლის მთავრი მოთხოვნაც სწორედ დროებითი მთავრობის შექმნა იყო. „მოდით, საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი ახალი გამარჯვება“, – […]

სენატორი ჯიმ რიში – 16 წლის წინ, რუსეთი საქართველო შეიჭრა – ვაგრძელებთ რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას

მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა , – ამის შესახებ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს. რიშის თქმით, 16 წლის წინ, რუსეთი საქართველო შეიჭრა და საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია მოახდინა და დღემდე რუსეთი აგრძელებს სუვერენული საზღვრების უპატივცემლობას. „მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ჯერაც ვაგრძელებთ ამის […]

სალომე ზურაბიშვილი გამოფენის, “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები – სოფელი კეხვი” გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოფენის – “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები – სოფელი კეხვი” გახსნას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, თავისი აქცენტით ძალიან სწორია. მისივე თქმით, პროექტი დაფინანსებულია უცხოელი პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ყოველ ნაბიჯზე სადაც კეთდება საზოგადოებრივი საქმე, იქ ჩვენთან არიან, ჩვენს ზურგს უკან დგანან ჩვენი პარტნიორები […]

HRW-ის თანახმად, „უცხოეთის აგენტების“ კანონი ყველაზე დრაკონული იარაღია კრემლის სამართლებრივ არსენალში

რუსეთის მიერ სამოქალაქო თავისუფლებების გამუდმებით შევიწროება მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც მასკოვმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში განახორციელა არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრა, როცა ასობით სხვაგვარად დისიდენტის, ჟურნალისტისა და პოლიტიკური აქტივისტის წინააღმდეგ აღიძრა საქმეები და ისინი ციხეში ჩასვეს ახალი დრაკონული კანონების მიხედვით, განაცხადა ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის […]

კურსკში ვითარება კვლავ დაძაბულია

7 აგვისტოს რუსეთმა განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შეიჭრნენ და იქ ინტენსიური ბრძოლაა. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შესაძლოა უდიდესი გარღვევა იყოს რუსეთის ტერიტორიისკენ. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ცნობები მხოლოდ რუსულ მხარეზე და ადგილობრივ ბლოგერებზე თუ სამხედროებზე დაყრდნობით ვრცელდება. კურსკთან ახლოს მნიშვნელოვანი გაზის გამტარი, ერთგვარი კვანძი […]

ყაზახეთი აზერბაიჯანს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, გაზის სექტორში პროექტების ერთობლივად განხორციელებას სთავაზობს

ყაზახეთი აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, გაზის სექტორში თანამშრომლობის გაფართოების მომხრეა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა ასტანაში. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების პირველ შეხვედრაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ყაზახეთი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში, აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან იწყებს გლობალური პროექტის განხორციელებას. გარდა […]

ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა – ფოთის მერია

ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა – ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. „2 კილომეტრამდე სიგრძის გზის მონაკვეთზე დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ასევე, ტროტუარები, ბეტონის ბორდიურები და გამწვანებული სივრცეები. დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. ფოთის მერი […]

ათეულობით ტყვე და პუტინის თათბირი – ბოლო ცნობები კურსკის ოლქიდან

უკვე მეორე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. გუშინ, 6 აგვისტოს დილით, იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ. მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგიერებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა. ამ ეტაპზე, გადამოწმებული და ოფიციალური ინფორმაცია ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, თუმცა, „ნეტგაზეთმა“, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, თავი მოუყარა ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციას. […]

ლევან ანთაძე – პატივი მივაგეთ სამშობლოსთვის შეწირულ რაინდებს – ეს არის საწინდარი იმის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავა და ნამდვილად შევძლებთ დავიხსნათ თავი რუსეთის იმპერიისგან

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსეთი საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან ანთაძის განცხადებით, 2008 წლის ომში დაღუპულმა გმირებმა თავი შესწირეს სამშობლოს და მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებისთვის პატივის მიგება. „დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოსთვის შეწირულ რაინდებს, […]