გიორგი ვაშაძე – ორგანიზაციულ მექანიზმებზე ხვალ სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს – თვითმარქვია რეჟიმს აქვს შანსი კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში მიიღოს წვლილი, თუ ამას არ აკეთებს, გვიწევს სხვა რეჟიმში გადასვლა

თვითმარქვია რეჟიმს, რომელმაც ქვეყანაში ქაოსი მოიტანა, ახლა აქვს შანსი კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში მიიღოს წვლილი. თუ ამას არ აკეთებს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვიწევს სხვა რეჟიმში გადასვლა – სხვა მექანიზმი იქნება ის, რომ ჩამოიშალოს ხელისუფლება , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძროაბის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის დასრულების […]

პარლამენტთან პროტესტი გრძელდება – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, მოძრაობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე შეჩერებულია. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები, აქციის დროს დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები და მათი მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებული პირების გათავისუფლებაა. საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა […]

2024 წლის შედეგებით კაკაოს მარცვლების ფასი შესაძლოა ბიტკოინზე მეტად გაიზარდოს

კაკაოს მარცვლებმა შეიძლება აჩვენოს ფასების ყველაზე ძლიერი ზრდა გლობალურ აქტივებს შორის 2024 წელს და გაუსწროს ბიტკოინის და აშშ-ის საფონდო ბირჟას – წერს MarketWatch. კაკაოს მარცვლების ფასი წლის დასაწყისიდან გაორმაგდა და 18 დეკემბერს მათი ფასი ახალ რეკორდულ მაჩვენებელზე გაიზარდა – $12,931 ათასი ტონაზე. ეს რალი არ აჩვენებს შეჩერების ნიშანს: 2023/2024 სასოფლო-სამეურნეო წელი დასრულდა კაკაოს მარცვლის ყველაზე […]

ისრაელი ჰუთების ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებას ითხოვს

ისრაელმა ევროპაში მომუშავე დიპლომატიურ მისიებს დაავალა, შეეცადონ ჰუთების სამხედრო ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს. მეამბოხეთა ჯგუფი ირანის ფართო მხარდაჭერით იემენში მოქმედებს. ჰუთები ტერორისტულ ორგანიზაციად უკვე გამოცხადებული ჰყავს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ისრაელს, საუდის არაბეთს, მალაიზიას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ისრაელის მიმართულებით ჰუთებმა რაკეტები და დრონები არაერთხელ გაუშვეს. ისინი ამ ფაქტს პალესტინელებთან სოლიდარობის აქტად […]

მთავრობამ 3 იანვარი, 6 იანვარი, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებად გამოაცხადა

მთავრობამ 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეებად გამოაცხადა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 24 დეკემბერს გამოსცა და იგი უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. · ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების […]

რა გეგმა აქვს ზურაბიშვილს – რას ამბობენ შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები

საქართველოს პრეზიდენტთან თითქმის 3 საათიანი შეხვედრა დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა პროდასავლურ ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას უმასპინძლა. განხილვის თემა ახალი არჩევნები იყო. “ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად თუ როგორ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ ახალი არჩევნები უზურუნველყოფილი იყოს. პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგისთვის მზაობა განაცხადა, რათა მოხდეს შეთანხმება ახალა არჩევნებთან დაკავშირებით“, – ამბობს “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. პოლიტიკოსების […]

კალაძის იმიტირებული ზეიმზე “ოცნების” ტიტუშკებმა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე ანგარისწორება სცადეს – მედია –

ტვ პირველის ცნობით, ზეიმის იმიტაცია პრეზიდენტის სასახლესთან – ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის პარალელურად კახი კალაძემ ორბელიანების მოედანზე საჯარო მოხელეები და ის ხალხი მიიყვანა, ვისაც სხვადასხვა ზონდერ დავალებებისთვის იყენებს. მათ შორის არის ის ჯგუფიც, რომელიც პრეზიდენტს თავისუფლების მოედანზე ლაზერებს ანათებდა. მას შემდეგ, რაც ტვ პირველმა ტიტუშკები გაშიფრა, ისინი გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სცადეს ტექნიკის დაზიანება და […]

კობახიძემ 3-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოაცხადა

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 3-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა. დადგენილების თანახმად, უქმედ ცხადდება 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, ასევე 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები. 1-ელი, 2 და 7 იანვარი ისედაც უქმეა. დადგენილებას თვითაღიარებულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

მარიამ ლაშხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე „რეჟიმის ჩამოშლასთან“ დაკავშირებით: ხელისუფლების ჩამოშლის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და იგივე ბედი ელის ამასაც

მარიამ ლაშხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე „რეჟიმის ჩამოშლასთან“ დაკავშირებით: ხელისუფლების ჩამოშლის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და იგივე ბედი ელის ამასაც ხელისუფლების ჩამოშლის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და იგივე ბედი ელის ამასაც, – ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან “ საუბრისას, „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ან დიალოგი და კონსულტაციები და ან რეჟიმის ჩამოშლით მისვლა […]

ნინო ფოჩხუა: IRI-ის საქართველოში რეპუტაცია დიდი ხანია შელახული აქვს. მათ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვთ

IRI-ის საქართველოში რეპუტაცია დიდი ხანია შელახული აქვს. მათ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვთ. თუ გავიხსენებთ წარსულში მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მათი პროგნოზები 10%-ით სცდებოდა არჩევნების შედეგებს. ფაქტობრივად მათი კვლევა უფრო იყო სურვილი სასურველი პარტიის სასარგებლოდ,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა ისეთი ორგანიზაციის დასკვნას, როგორიც არის ეუთო/ოდირი, […]