რა გეგმა აქვს ზურაბიშვილს – რას ამბობენ შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები

საქართველოს პრეზიდენტთან თითქმის 3 საათიანი შეხვედრა დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა პროდასავლურ ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას უმასპინძლა. განხილვის თემა ახალი იყო.
“ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად თუ როგორ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ ახალი უზურუნველყოფილი იყოს. პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგისთვის მზაობა განაცხადა, რათა მოხდეს შეთანხმება ახალა არჩევნებთან დაკავშირებით“, – ამბობს “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
პოლიტიკოსების ნაწილი საკუთარ ხედვებთან დაკავშირებით ღიად საუბრობს. პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მე -11 მოწვევის პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ახალი არჩევნები ჩანიშნოს.
“მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისევ ამ აზრზე ვრჩები (პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები). მე ვერ ვხედავ ანტიკონსტიტუციურობას ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთიანი გადაწყვეტილებაა მისაღები. დღეს გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების, ფორმალიზაციის, რითაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორ საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პრეზიდენტი “, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობილია, რომ კონსულტაციები ათონელის სასახლეში კიდევ გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?