კახა კალაძე – “საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი – ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, “საახალწლო სოფელში” შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ. ამის შესახებ მან საახალწლო ღონისძიებებზე ე.წ. ტიტუშკების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. “საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ”, – განაცხადა […]

მოქალაქეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ლოზუნგით – „ეთერი ხალხს“ მართავენ და არხის მენეჯმენტთან შეხვედრას ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ, გზა აქვთ გადაკეტილი. მათი მოთხოვნაა, ტელევიზიის მენეჯმენტთან შეხვედრა. პროტესტის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „ეთერი ხალხს – შენობა ქალაქს!“, „გააშუქე რეგიონი“. პროტესტის მონაწილეები ადგილზე რჩებიან იქამდე, ვიდრე მათთან არხის მენეჯმენტი შეხვედრას არ გამართავს.

„თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სასიკეთოდ არ გადაწყდა, მოგვიწევს საქართველოს ბაზარი დავტოვოთ“ – სტარტაპი Adviso

ჩვენი პროდუქტი არ არის მხოლოდ ქართული ბიზნესებისთვის, უფრო დიდი პერსპექტივა გვაქვს. მგონია, რომ ჩვენ ნაკლებად დავზარალდებით, თუმცა თუ პროცესი სასიკეთოდ არ გადაწყდა, საქართველოდან წასვლა მოგვიწევს, – ამის შესახებ მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია Adviso-ს დამფუძნებელმა ნიკოლოზ ქოიავამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში განვითარებული პროცესები, სტარტაპებისა და ზოგადად, ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. “სიტუაცია ძალიან მალე უნდა […]

სად იგეგმება ახალი საბაგიროების პროექტის განხორციელება?

2 კონკრეტული მიმართულებაა, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება. ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემქის ხევის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალაძემ განმარტა, ბიუჯეტის მიხედვით დაიგეგმება საბაგირო პროექტების განხორციელება. „იცით, რომ კვლევა გვაქვს ჩატარებული, კვლევის შედეგად 2 კონკრეტული მიმართულება არის, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუსიკალურ-ვოკალური კონკურსის – „სტუ – STAR“ ნახევარფინალი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სტუ-ის ადმინისტრაციის, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კლუბების მხარდაჭერით, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მუსიკალურ-ვოკალური კონკურსის – „სტუ – STAR“ – ნახევარფინალური ტური გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, „სტუ – STAR“-ის ნახევარფინალური ტურის გახსნის ღონისძიებაზე სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს […]

რუსული სატვირთო გემი ხმელთაშუა ზღვაში აფეთქების შემდეგ ჩაიძირა

სამშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სატვირთო გემი “ურსა მეიჯორი” ძრავის განყოფილებაში აფეთქების შემდეგ, ღამით, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. ეკიპაჟის ორი წევრი ჯერ კიდევ დაკარგულია. 2009 წელს აშენებულ ხომალდს კომპანია „ობორონლოგისტიკა“ მართავდა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მშენებლობის ოპერაციების ნაწილია. ადრე გამოცხადებული იყო, რომ ხომალდი რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პორტ ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდა და გემბანზე ორი დიდი […]

როგორც ამათი მფარველი, დიდი ვანო იტყოდა – ფულს სუნი არ უდისო – ზურაბ ქადაგიძე გაფიცულ მომღერლებზე

საპროტესტო აქციებში მონაწილე ცალკეული მუსიკოსების მხრიდან კონცერტების გაუქმებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ქადაგიძე წერს, მუსიკალური ელიტის წარმომადგენლებმა კრიზისი სათავისოდ გამოიყენეს. კერძოდ, ისინი კოლეგებს კონცერტებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ, თავად კი, სხვადასხვა შოუს გეგმავენ. „კრიზის მენეჯმენტში” ცალკე თავი ეძღვნება პრობლემის შესაძლებლობად ქცევას! საღოლ, მამულიჩ! ))) მთელი ლიბერ-ელიწა გაიფიცა და ამათმა გრანდიოზული […]

ნიუ მექსიკოს პროკურორმა ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი მოხსნა

ნიუ მექსიკოს პროკურორმა ამერიკელ მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა, რომელიც 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხებოდა. პროკურორმა კარი მორისეიმ ბოლდუინის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი მოხსნა. ბოლდუინის ადვოკატებმა, ლუკ ნიკასმა და ალექს სპირომ განაცხადეს, რომ “დღევანდელი გადაწყვეტილება, გაწვეულ იქნეს საჩივარი, გამართლებაა იმისა, რასაც ალეკ ბოლდუინი […]

“მოქმედება, გამძლეობა, სიხარულის შენარჩუნება” – მიტროპოლიტ მალხაზ სონღულაშვილის საშობაო ეპისტოლე 2024

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის მალხაზ სონღულაშვილის საშობაო ეპისტოლე: ლუკას სახარებაში მოთხრობილია ვადაგაუსვლელი ამბავი იესოს შობისა: „იმ ხანებში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წამოდგათ მათ თავზე და უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა: ‘ნუ გეშინიათ. აჰა გახარებთ დიდ სიარულს, რომელიც ყველა ხალხისა იქნება. ვინაიდან […]

მსოფლიოს 15 ყველაზე ლამაზ McDonald’s-ს შორის ბათუმის რესტორანიც მოხვდა – The Sun

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Sun მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე McDonald’s-ის რესტორნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბათუმის ფილიალი მეხუთე ადგილს იკავებს. “შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში არსებული McDonald’s-ი სწრაფი კვების ამ ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი ფილიალია. რესტორანს სადა, დახვეწილი სტრუქტურა და წახნაგოვანი შუშის კედლები აქვს, მისი თანამედროვე დიზაინი კი ქალაქში არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტთან მოდის […]