მთავრობამ უქმე დღეები გამოაცხადა — ნახეთ სია

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იანვრის ოფიციალურ [1, 2] უქმე დღეებს კიდევ ხუთი დასვენების დღე დაემატა. ესენია: 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები. ამგვარად, დასვენების დღეები იქნება 1-დან 12 იანვრის ჩათვლით, ვინაიდან 1, 2 და 7 იანვარი ისედაც უქმე დღე, ხოლო 4-5 და 11-12 იანვარს შაბათ-კვირაა. დასვენების დღეები არ ვრცელდება: · […]
პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

24 დეკემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია “ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი შეეხო ახალი არჩევნების ჩატარების გზებსა და სამომავლო სამოქმედო გეგმას. “გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის […]
მედიკოსების თქმით, ისრაელის არმიამ ჩრდილოეთ ღაზის საავადმყოფოდან პაციენტებს წასვლა აიძულა

სამშაბათს „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოს ევაკუაცია აიძულეს. ბევრი პაციენტი, ზოგიერთი მათგანი ფეხით, ღაზაში კილომეტრობით დაშორებულ სხვა საავადმყოფოში გადავიდა. ინდონეზიური საავადმყოფო, ღაზაში ჯერ კიდევ ნაწილობრივ მოქმედი საავადმყოფოებიდან ერთ-ერთია. ის ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ისრაელის არმია, თითქმის სამი თვის განმავლობაში, ინტენსიურ წეზოლას ახორციელებს. ისრაელი […]
ქოჩორაშვილმა ვერ ითამაშა – “ლევანტე” მარცხს გადაურჩა

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეერთე ტურში „ლევანტე“, რომელსაც გიორგი ქოჩორაშვილი ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე „უესკასთან“ წაგებას გადაურჩა – 90+5-ე წუთზე ანდრეს გარსიას გატანილი გოლით ფრეს (1:1) მიაღწია. ქოჩორაშვილმა მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე ტერფის მცირე დაზიანება მიიღო, გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გაერისკა და დაასვენა. ის 8 იანვარს „ტენერიფესთან“ გასვლითი დაპირისპირებისთვის მწყობრში იქნება. „ლევანტემ“ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 ფრედ […]
“ცუდი არ იქნება, თუ ახალი წლის ღამეს გაიმართება საქველმოქმედო ტელე-მარათონი, ღია ცის ქვეშ რუსთაველზე” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ ახალი წლის ღამეს გაიმართება საქველმოქმედო ტელე-მარათონი, ღია ცის ქვეშ რუსთაველზე, თუ სტუდიებში, ყველა იმ მომღერლის და მსახიობის მონაწილეობით, რომელიც ამ პერიოდში დაზარალდა სამოქალაქო პოზიციის გამო და მთელი შემოსული თანხა მათზევე გადანაწილდება.
“გამოიკვეთა კონტურები, რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს” – გვარამია ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ “ბევრად მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს”. “ბევრად მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს. კვლავ ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის მნიშვნელოვნად უკან თავისი გადაწყვეტილებებით, ვიდრე არის ხალხი. ეს არც ცუდია, არც კარგი, ეს მოცემულობაა. მაგრამ კარგი რაც არის, სინქრონიზაციაში […]
მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად ცხადდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდასაკანონმდებლო მაცნეზე. დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის […]
ჩინეთი ეკონომიკის გადასარჩენად 2025 წელს რეკორდული რაოდენობის ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს

ჩინეთი 2025 წელს რეკორდული ოდენობის 411 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. მიზანი ეკონომიკის გაძლიერება, სტრატეგიული სექტორების მოდერნიზაცია და მხარდაჭერაა. პეკინი ფისკალურ სტიმულს ზრდის, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკას. სუვერენული ვალის ემისიის გეგმა 2025 წელში თითქმის სამჯერ აღემატება მიმდინარე მოცულობას, რომელიც 1 ტრილიონ იუანის შეადგენს. 2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ აშშ-მა […]
დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა – შალვა ოგბაიძე

დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ განაცხადა. მან დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა ოგბაიძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა, რაც საქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ოგბაიძის თქმით, დედაქალაქის […]
რუმინეთში კოალიციურმა მთავრობამ დაიწყო მუშაობა

რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა დაამტკიცა. ჩოლაკუს ხელმძღვანელობით პროდასავლურმა კოალიციურმა მთავრობას პარლამენტმა ნდობა 23 დეკემბერს გამოუცხადა. პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის დავალებით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება მემარცხენე სოციალ-დემოკრატ პრემიერს დაევალა. კოალიციის დეტალების შეთანხმებაზე რუმინეთის სამი პროევროპული პარტია მუშაობდა: ჩოლაკუს “სოციალ-დემოკრატიული” პარტია, “მემარჯვენე-ცენტრისტი ლიბერალები” და “ეთნიკური უნგრული” პარტია UDMR. უმცირესობის წარმომადგენელთა ჩათვლით, კოალიცია რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოში მანდატების […]