რა როლს თამაშობს საქართველო კავკასიის ეკონომიკურ ზრდაში – Gnomon Wise-ს მიმოხილვა

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise კავკასიის ეკონომიკური ზრდის მიმოხილვას აქვეყნებს. მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახევარში კავკასიის ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, რაშიც ყველაზე მაღალი კონტრიბუცია აქვს აზერბაიჯანს, ხოლო ყველაზე დაბალი – სომხეთს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგიონის ზრდა 4.7% იყო. „კავკასიის ეკონომიკურ ზრდაში, აზერბაიჯანის შემდეგ, მაღალი კონტრიბუცია – 2.4 პროცენტული პუნქტი – საქართველოს აქვს. საქართველო რეგიონში გამოირჩევა […]
IFFHS-მ ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელა. ორგანიზაციამ 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის ნაკრების მთავარი მევრთნელი ლუის დე ლა ფუენტე დაასახელა, რომლსი ხელმძღვანელობითაც გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. ვილი სანიოლი, რომელმაც „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, იქ კი მერვედფინლში ითამაშა, IFFHS-მა მე-9 ადგილზე დაასახელა. ფრანგი […]
უკანასკნელ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აკავებენ – აზერბაიჯანში რეპრესიები გრძელდება

მურად ალიევი გასული წელი აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი გახდა კლიმატის კონფერენციის “COP29” გამართვითა და, შესაძლოა, დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიების ყველაზე ძლიერი ტალღით ქვეყნის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში. ბევრი ცდილობდა ამ ორ მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პოვნას და იმედოვნებდა, რომ კლიმატის კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების დაპატიმრებები შეჩერდებოდა. იმედები ზუსტად საპირისპირო მიმართულებით გამართლდა – კონფერენციის […]
„ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ზონდერი ხელის მოტეხვას ცდილობდა“ — რას ჰყვება დაკავებული მოქალაქე

აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელიც დეკემბრის დასაწყისში პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს, თავისი დაკავების ისტორიას და ძალოვნების მიერ ცემას იხსენებს. პოსტი ამ მონათხრობით სხვიტარიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ამჟამად იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მას სამმართველოში გადაყვანამდე არ ეუბნებოდნენ დაკავების მიზეზს, ხოლო ადგილზე მას სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. „ახლა, პირველად მეძლევა შესაძლებლობა, მოვყვე თუ როგორ დამიჭირეს. […]
საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება ქრისტეშობას დღესასწაულობს

ქრისტე მაცხოვრის თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში საშობაო ლოცვა გაიმართა, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება ქრისტეშობას დღესასწაულობს. საზეიმო მსახურებას პასტორი ივანე გოგაშვილი უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობის დღესასწაული და დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან, სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის […]
ბერდია სიჭინავა – სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით – თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები

კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მოსაზრება შეაფასა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. როგორც ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ […]
რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონებში ღონისძიებები მიმდინარეობს. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები ანთებულია. ბავშვებისთვის კი სხვადასხვა მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი.
მაია სანდუ: მოლდოვას მკაცრი ზამთარი ელოდება, თუმცა ამ გამოწვევას გადავლახავთ

ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანას მკაცრი ზამთარი ელოდება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა ამ გამოწვევას გადალახავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, მოლდოვა პოტენციური ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე. „მკაცრი ზამთარი საიდუმლო არ არის. მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ“, – განაცხადა მაია […]
„თბილსერვის ჯგუფი“: რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, „თელასმა“ რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და საახალწლო განათებები ჩართულია

„თბილსერვის ჯგუფი“: რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, „თელასმა“ რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და საახალწლო განათებები ჩართულია „თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მცირე ხნით გამორთვის მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, სს „თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით, რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა […]
ისრაელის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2025 წლის 25 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

ისრაელის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2025 წლის 25 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. საგანგებო მდგომარეობა საშუალებას აძლევს ქვეყნის მთავრობას გამოსცეს საგანგებო განკარგულებები, კერძოდ, რეგულაციები, რომლებიც უპირატესია ეროვნულ კანონმდებლობაზე. ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გაუარესდა 2023 წლის 7 ოქტომბერს. ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ფართომასშტაბური თავდასხმა განახორციელა.