„ასპრია ფიტნესი“ – დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს

„ასპრია ფიტნესის“ ადმინისტრაციის განცხადებით, დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. „ასპრია ფიტნესის“ დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ […]
ასპრია ფიტნესი: ინვენტარის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს

სპორტდარბაზი ასპრია ფიტნესი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში ნიღბიანი პირები შევიდნენ და განცხადებაში აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ დარბაზის ინვენტარის დაზიანების შესახებ ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ასპრია ფიტნესის ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. ასპრია ფიტნესის დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე […]
„2025 წლისთვის აშშ-ში კარგი კონტრაქტები გვაქვს“ – როგორია GEORGIAN PRODUCTS-ის შედეგები/გეგმები?

GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე 2024 წელს გასულ წლებთან შედარებით პოზიტიურად აფასებს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, უკრაინაში ომის ფონზე, 2022-2023 წლები ევროპის ბაზარზე შინაური ცხოველების ავეჯის და საკვების ექსპორტის ნაწილში ცუდი იყო, ამიტომ 2024 წელს დაფიქსირებული ზრდა კარგ შედეგად ითვლება. დავით ბარდაველიძე იმედოვნებს, რომ 2025 წელი უფრო სტაბილური იქნება. „კმაყოფილი ვართ, მაგრამ ეს წინა წლებიდან […]
სერგი კაპანაძე – ტრამპის მოსვლით „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი სასიკეთო არ იქნება, ეს უკვე მათ რიტორიკაშიც იგრძნობა, რომელიც უდავოდ შეცვლილია – Deep State-ზე საუბარი კი იგივეა, „გუდიანი კაცით“ შეგვაშინონ

Deep State-ი ითარგმნება როგორც „ღრმა სახელმწიფო“ და კავშირში არ არის „გლობალურ ომის პარტიასთან“ – იგივეა გუდიანი კაცით შეგვაშინონ, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ Deep State-ზე საუბრისას განაცხადა. სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ, როცა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Deep State-ზე საუბრობს, გულისხმობს ბიუროკრატიასთან ბრძოლას, ხოლო „ქართული ოცნება“ აღნიშნულს იყენებს პროპაგანდისთვის, რაც დაახლოებით […]
საბა სხვიტარიძე: სამმართველოში თავში მირტყამდნენ, ერთ-ერთი ზონდერი ხელის მოტეხას ცდილობდა

სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, ციხიდან წერილს ავრცელებს და დაკავების დეტალებზე წერს. ის პოლიციის სამმართველოს შენობაში მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს აღწერს და აცხადებს, რომ თბილისის მთავარ სამმართველოში ნიღბიანებმა რამდენჯერმე სცემეს. საბა სხვიტარიძე პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან. წერილი სრულად: “ახლა, პირველად მეძლევა […]
უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 1 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც გაყინული რუსული აქტივების სარგებლითაა უზრუნველყოფილი. ეს არის დაგეგმილი 20 მილაირდი დოლარის პირველი ტრანში, რომლის გადმოცემასაც აშშ “დიდი შვიდეულის” ინიციატივის ფარგლებში აპირებს. მადლობელი ვართ ამერიკელი პარტნიორებისა და […]
“ასპრია ფიტნესში” 100-მდე ნიღბიანი შეიჭრა – ისინი შინჯიკაშვილის მოადგილეს ეძებენ – მედია

დინამო არენაში მდებარე “ასპრია ფიტნესში” 100-მდე ნიღბიანი შეიჭრა. ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ისინი გიორგი შინჯიკაშვილის მოადგილეს, გიორგი უბილავას ეძებენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებსაც. ცნობილი ხდება, რომ მათ შენობაში ყველაფერი დაამტვრიეს. ასპრია მომხდარს მედიასთან უარჰყოფს. დაცვის სამსახური კი აცხადებს რომ ყველა სათვალთვალო კამერა, რაც აქვთ, უკვე თვეზე მეტია გაფუჭდა.
25 დეკემბერის საპროტესტო აქციების განრიგი

ხვალ, 25 დეკემბერს, თბილისში რამდენიმე აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი. აქციების განრიგი: · 13:00 საათი-გაფიცვა · 17:00 საათი – ქალთა მარში საქართველოსთვის · თბილისი – ფილარმონიიდან პარლამენტამდე · ქუთაისი – გაბრიაძის თეამტიდან პარლამენტამდე · ბათუში – 6 მაისის პარკიდან ევროპის მოედნამდე · 18:00 საათი – ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მარში · 18:00 საათი – ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების […]
“არის რამდენიმე ცენტრი, რომლებმაც გამოვაცხადეთ, რომ შეგვიძლია მოვემსახუროთ აქციის მონაწილეებს“ – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ განაცხადა “ფორმულას“ ეთერში, განაცხადა, რომ შეუძლია მისი ცენტრი აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ მოემსახუროს. ფისქოლოგმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ “ეს ჩიხი თავიდან ბოლომდე მთავრობამ შექმნა“. “ხალხს შანსიც კი არ დაუტოვეს, რომ ვინმე დაიღალოს და წავიდეს სახლში, ეს აგრესია არ გიტოვებს ამის შესაძლებლობას. შეუძლებელია მშვიდად უყურო, როდესაც ვიღაცას თავში ურტყამენ წიხლებს. შეუძლებელია, როდესაც […]
რას ამბობს კალაძე კადიროვის მხარდამჭერ ჩიმაევთან მეგობრობაზე

თბილისის მერი ამბობს, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს და მოხარულია, რომ “ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ საქართველოსა და დედაქალაქს”. რაც შეეხება საკითხს, რომ ჩიმაევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერია, მერი ამბობს, რომ ის ადამიანთან პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მეგობრობს. “ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ. ზოგადად, მე ადამიანებთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების […]