დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფელს“ ეწვია

წლევანდელი საახალწლო სოფელი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, „საახალწლო სოფელში“ სტუმრობისას. კახა კალაძემ „საახალწლო სოფლის“ დეკორაციები დაათვალიერა. „საახალწლო სოფელი“, რომელიც 2017 წლიდან ერთგვარ ტრადიციად იქცა, წელს ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე გაკეთებულა. ძალიან სასიამოვნო გარემო არის. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოიყვანონ შვილები. აქ იმართება სხვადასხვა კონცერტები, […]

ისრაელის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2025 წლის 25 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

ისრაელის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2025 წლის 25 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. საგანგებო მდგომარეობა საშუალებას აძლევს ქვეყნის მთავრობას გამოსცეს საგანგებო განკარგულებები, კერძოდ, რეგულაციები, რომლებიც უპირატესია ეროვნულ კანონმდებლობაზე. ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გაუარესდა 2023 წლის 7 ოქტომბერს. ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ფართომასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

ნელ-ნელა ოპოზიციის ნაწილი ეგუება რეალობას და ცდილობს გრძელვადიანი ოთხწლიანი გეგმა შეიმუშაოს 2028 წლის არჩევნებისთვის – ვლადიმერ ბოჟაძე

ისეთი საბჭოს შექმნა, რომელსაც არანაირი შედეგი და ეფექტი არ ექნება არის სწორედ დაპირისპირების მიზეზი, მათ შორის ოპოზიციაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ სალომე ზურაბიშვილი განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება. „ასეთი საბჭოს შექმნა, რომელსაც არანაირი შედეგი და […]

შეტევა ქართულ ჯარზე – მამუკა ხაზარაძის მოწოდება ჯარს, არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი ნაბიჯი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოწოდებამდე – მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ჯარს მოუწოდა, რომ არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტს, დღეს კომენტარს აღარ აკეთებს.

თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა

თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე ხანძარი იყო. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთავრობის ეფექტიანობის სააგენტო – რას შეამოწმებს მასკისა და რამასვამის ლიდერობით მოქმედი ახალი უწყება

ერთ-ერთი სიახლე, რომლის დანერგვასაც დონალდ ტრამპი აპირებს – მთავრობის ეფექტიანობის შემმოწმებელი სააგენტოა. ეს სამსახური, რომელსაც სათავეში მილიარდერი ილონ მასკი, კიდევ ერთ მილიარდერ, ვივეკ რამასვამისთან ერთად ჩაუდგება, აპირებს, ამერიკის ფედერალური უწყებების ხარჯები მკვეთრად შეამციროს. Facebook Forum

ნავთობით დაბინძურების აღმოფხვრაში მონაწილე მოხალისეები პუტინს ფედერალურ დახმარებას სთხოვენ

მოხალისეებმა, რომლებიც რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ნავთობის დიდი გაჟონვის შედეგების აღმოფხვრაში ეხმარებიან, ორშაბათს პრეზიდენტ პუტინს ვიდეო მიმართვით სთხოვეს გადაუდებლად გაუგზავნოს ფედერალური დახმარება, რადგან მათ და ადგილობრივ ხელისუფლებას საქმესთან გამკლავება უჭირდათ. დაბინძურებამ, რომელმაც პოპულარულ საზაფხულო კურორტ ანაპასა და მის გარშემო ქვიშის პლაჟები დაფარა, ზღვის ფრინველებს, ცხოველებსა და ზოგადად, ირგვლივ არსებულ ფლორასა და ფაუნას სერიოზული პრობლემები […]

„ასპრია ფიტნესთან“ ნიღბიანი პირები, მათ შორის „ხარება“ შენიშნეს

თბილისში, დინამოს მდებარე ფიტნესდარბაზ „ასპრიასთან“, ცოტა ხნის წინ, ათეულობით ნიღბიანი პირი შენიშნეს. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილიც („ხარება“) იყო. „ტვ პირველი“ წერს, რომ ისინი ადგილზე გიორგი უბულავას ეძებდნენ, რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაახლოებული პირია. ივნისში შინჯიკაშვილსა და „ხარებას“ შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიღბიანები ფიტნესდარბაზში შევიდნენ, თუმცა […]

„თბილსერვის ჯგუფი” – რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ხანძრის გამო, „თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით, რამდენი წუთით გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა საახალწლო ილუმინაციები

შპს „თბილსერვის ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, სს „თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით, რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა გამზირზე არსებული საახალწლო ილუმინაციები. „ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩართულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიუ-მექსიკოს პროკურორმა ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ მკვლელობის საქმე შეწყვიტა – Reuters

სპეციალურმა პროკურორმა კარი მორისიმ სასამართლო პროცესზე გააუქმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნეს. „დღევანდელი გადაწყვეტილება საჩივრის გაუქმების შესახებ არის საბოლოო გამართლება იმისა, რაც ალეკ ბოლდუინმა და მისმა ადვოკატებმა თავიდანვე განაცხადეს – ეს იყო ენით აღუწერელი ტრაგედია, მაგრამ ალეკ ბოლდუინს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადეს ბოლდუინის ადვოკატებმა. შეგახსენებთ, […]