საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება ქრისტეშობას დღესასწაულობს

ქრისტე მაცხოვრის თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში საშობაო ლოცვა გაიმართა, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება ქრისტეშობას დღესასწაულობს. საზეიმო მსახურებას პასტორი ივანე გოგაშვილი უძღვებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობის დღესასწაული და დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან, სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დავით დავითაშვილმა.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)