ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, კონგრესის წევრები ორივე პარტიიდან მათ გვერდით დგანან – ჰელსინკის კომისია

ამერიკის შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ ქართველ ხალხს კონგრესის ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს და, რომ ახლა დროა, მსოფლიომ ზომები მიიღოს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა. “ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის და კონგრესის წევრები ორივე პარტიიდან დგანან მათ გვერდით. ახლა დროა აშშ-მ და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, […]
“შობას გილოცავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!” – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე: მინდა, მივულოცო შობის დღესასწაული ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. შობა სიკეთის, სიყვარულის, ხსნის სიმბოლოა და ყოველი ქრისტიანი ამ დღესასწაულს იმედითა და რწმენით ხვდება. გილოცავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!
რეპრესიები – პირი, რომელიც ტყიბულის შახტაში 6 წლის წინ მძიმედ დაშავდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

გამოცემა “მაუწყებლის” ცნობით, გიორგი აბულაძე ტყიბულის შახტაში 18 წელია მუშაობს. 6 წლის წინ, სამუშაო ადგილას გაზის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა, ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა და მიღო სხეულის მძიმე დამწვრობა. გიორგი ერთ-ერთია, ვინც გუშინ, მოულოდნელად გაიგო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას ის მის პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებს. ასევე, მეშახტე ხვიჩა გაბუნია ერთ-ერთია, ვინც გუშინ, მოულოდნელად გაიგო სამსახურიდან გათავისუფლების […]
ცემის და წამების უმძიმესი ისტორია – “პირველად მოვყვები როგორ მექცეოდნებ” – საბა სხვიტარიძე

ახლა, პირველად მეძლევა შესაძლებლობა, მოვყვე თუ როგორ დამიჭირეს. მთელი ღამის განმავლობაში როგორ მექცეოდნენ დიღმის მთავარ სამმართველოში. როცა დამიჭირეს იქნებოდა ღამის პირველი-ორი საათი, ზესტაფონის გზაზე გამაჩერა საპატრულო პოლიციამ. თან მახლდა მამა. საპატრულო პოლიციამ მომთხოვა მანქანიდან გადმოსვლა, რასაც დავემორჩილე, მერე დამადეს ხელბორკილი, რაზეც მოვითხოვე განემარტათ თუ რატომ მაკავებდნენ და მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, სულ რამდენიმე წამით ჩართეს […]
კათოლიკური, ბაპტისტური, ლუთერული, პროტესტანტული, სახარების რწმენის ეკლესიები და „ხსნის არმია“ ქრისტეშობას ზეიმობენ

25 დეკემბერს კათოლიკური, ევანგელურ-ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები მაცხოვრის დაბადებას ზეიმობენ. იესოს დაბადებით ქრისტიანულ სამყაროში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა. მაცხოვრის შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, სიყვარულის, სიახლის, სიკეთის სიმბოლო. “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას, ვინც ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავთ და მშვიდობას, სიკეთესა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს”, – […]
კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს

25 დეკემბრის ღამეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, ქრისტეშობის დღესასწაულის შესახვედრად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ. რელგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. სადღესასწაულოდ მორთულ ტაძარში ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა – ღვთისმსახურების მსვლელობისას, ეკლესიაში ემანუელი, ბავშვის ქანდაკება, მშვიდობის ყრმა შეაბრძანეს, რაც, სიმბოლურად, მაცხოვრის შობას განასახიერებს. ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო […]
ჰელსინკის კომისია: კონგრესის წევრები, ორივე პარტიიდან, ქართველი ხალხის გვერდით არიან

აშშ-ის ჰელსინკის კომისია პროევროპული აქციების მონაწილეთა მხარდამჭერ მორიგ განცხადებას აქვეყნებს. „ქართველები მონაწილეობენ ეგზისტენციურ ბრძოლაში მათი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისთვისა და ევროპული მომავლისთვის. კონგრესის წევრები, ორივე პარტიიდან, მათ გვერდით არიან. სწორედ ახლაა დრო, რომ აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მოქმედება დაიწყონ და უზრუნველყონ, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი დარჩება“, — ნათქვამია განცხადებაში.
“მირტყამდნენ გვერდებში, თავში, მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა, ბიჭები თავისი საქმის “ექიმები” არიანო – სხვიტარიძე

აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელიც პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, დეტალურად იხსენებს მისი დაკავების დღეს და იმას, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში. რუსთავის #6 ციხეში მყოფი საბა სხვიტარიძის წერილი მისივე ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. სხვიტარიძე იხსენებს, რომ საპატრულო პოლიციამ ზესტაფონის გზაზე, ღამის პირველ-ორ საათზე აიყვანა მაშინ, როდესაც იგი მამასთან ერთად გადაადგილდებოდა. “დამადეს ხელბორკილი, რაზეც მოვითხოვე განემარტათ, […]
შალვა პაპუაშვილი – კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ვულოცავ საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 47-ე წლისთავს – დღევანდელი 25 დეკემბერი აღსანიშნავია იმითაც, რომ ჩვენი პატრიარქის მმართველობა საქართველოს ისტორიაში გახდა ყველაზე ხანგრძლივი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 47-ე წლისთავს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, განუზომელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც მას მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე. მისი თქმით, უწმინდესმა წმინდანის მოშურნეობით აღასრულა უფლის მიერ დაკისრებული საღმრთო მისია, ეტვირთა უმძიმესი ჯვარი დამცრობილი ეკლესიისა და აეღორძინებინა იგი, ვითარცა შეშვენის ქართველ […]
საბა ცხვიტარიძე – ერთ-ერთ კაბინეტში მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა „ზონდერი“ მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა – მირტყამდნენ ფეხებს, თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები

მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი, – ამის შესახებ აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე რუსთავის ციხიდან წერილში წერს , რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. ცხვიტარიძე წერილში დაკავების დეტალებს აღწერს და ამბობს, რომ მასზე […]