იემენიდან ისრაელისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლა მოუწიათ, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის არმია აცხადებს, რომ იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გასროლილი რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლამდე მოიგერიეს. The Times of Israel-ი წერს, რომ „ჰუსიტები“ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტას ზედიზედ მეორე ღამეა […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისპაჰანლის, ლორთქიფანიძის, თელეთის, ოპიზრების, საბანაძის, ქუმსიაშვილის, მერჩულეს, გორგასლის, შავნაბადას, სოღანლუღის, ცურტაველის, წალკის, შატაიძის, ხუციშვილის, ბერძნის, საბანაძის, ნიზამი განჯელის, გრიშაშვილის, ჩხეიძის და ბოლნისის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე […]

კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს

25 დეკემბრის ღამეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, ქრისტესშობის დღესასწაულის შესახვედრად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. სადღესასწაულოდ მორთულ ტაძარში ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა – ღვთისმსახურების მსვლელობისას, ეკლესიაში ემანუელი, ბავშვის ქანდაკება, მშვიდობის ყრმა შეაბრძანეს, რაც, სიმბოლურად, მაცხოვრის შობას განასახიერებს. ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო […]

რუსები უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევენ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას რაკეტებით და დრონებით უტევენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსები იერიშს „შაჰედის“ ტიპის დრონებით და „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით ახორციელებენ. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.

ფაშინიანი დსთ-ს ლიდერთა სამიტს არ დაესწრება, მიზეზად კოვიდი დაასახელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფთა თანამეგობრობის(დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტში, რომელსაც სანქტ-პეტერბურგში მასპინძლობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ფაშინიანის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 25 დეკემბერს დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში მიზეზად დასახელებულია კორონავირუსული ინფექცია კოვიდი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, 23 დეკემბერს ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა, 25 დეკემბერს კი – უარყოფითი და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს […]

საკოორდინაციო შტაბი – რუსეთის ტყვეობაში, ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 184 უკრაინელი დაიღუპა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე უკრაინაში რუსეთის ტყვეობაში მოკლული 184 უკრაინელის ცხედარი დააბრუნეს, – ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა მედია ინიციატივა“ ომის ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტყვეობაში დაღუპულებს შორის 169 სამხედრო და 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. „ადამიანის უფლებათა მედია ინიციატივაში“ აცხადებენ, რომ ტყვეობაში დაღუპული უკრაინელების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, […]

ალარ კარისი – ესტონეთში ომი არ იქნება

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით, მიაჩნია, რომ ესტონეთში ომი არ იქნება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახე კარასმა ტელეკომპანია ETV-სთან საუბარში განაცხადა. ესტონეთის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა ახალგაზრდებში შესაძლო ომის შიშისა და ქვეყნის დატოვების აუცილებლობის შესახებ. „ვფიქრობ, რომ პასუხი ასეთი უნდა იყოს: არსად წასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის […]

შობის დღესასწაულის დადგომისას პაპი მორწმუნეებს გაბედულებისკენ მოუწოდებს, რათა მსოფლიო უკეთესი გახდეს

შობის დღესასწაულის დადგომისას რომის პაპმა, ფრანცისკემ კათოლიკეებს მიმართა და უთხრა, რომ იესოს ღარიბი დურგლის ოჯახში დაბადების ამბავმა იმედი უნდა აღძრას – მსოფლიოზე გავლენის მოხდენა ყველა ადამიანს შეუძლია. პაპმა უხელმძღვანელა საშობაო მესას წმინდა პეტრეს ტაძარში და გახსნა კათოლიკეთა წმინდა წელი, 2025 – რომლის განმავლობაშიც, ვატიკანის მოლოდინით, რომს 32 მილიონი ტურისტი ესტუმრება. ქადაგებაში, რომელიც კონცენტრირებული იყო იმედის […]

“მილანი” თავდამსხმელის გაყიდვას გეგმავს

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ თავდამსხმელ სამუელ ჩუკვუეზეს თამაში “მილანის” ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს და გაყიდვას უპირებენ. 25 წლის ნიგერიელის სამსახურით ინგლისის და საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებული, თუმცა ჯერ “მილანისთვის” ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ. მიმდინარე სეზონში ჩუკვუეზემ ყველა ტურნირზე “როსონერიში” 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე […]

“თუ ამ კომპანიებზე ზეწოლა დაშვებულია, რატომ არ არის იგივე მისაღები ბანკებზე?” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე: ბოლო დღეებია ვუყურებთ აფთიაქების, მარკეტების, ინტერნეტპროვაიდერების და სხვების ბოიკოტირების კამპანიას, რადგან მათ ისეთი პოზიცია არ დაიჭირეს, რაც პროტესტს წაადგებოდა. ეს კარგია, მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს: თუ მათზე ზეწოლა დაშვებულია, რატომ არ არის იგივე მისაღები ბანკებზე? აქ რა ტაბუს ვეხებით ასეთს? იმას ხომ არა, რომ ეკონომიკური თავისუფლება ვიღაცისთვის ერთადერთი ღირებულებაა და მას ყველა […]