ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნება, რომ ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. “ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგანან. ახლა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი,” – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

“საქნახშირში” უარყოფენ თანამშრომელთა გათავისუფლებას, მეშახტეები პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობენ

როგორც საქნახშირში აცხადებენ, რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და პირველ იანვარს დასრულდება. მათივე განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ თითოეულ თანამშრომელს კომპანიისვე დაფინანსებული 3-4-თვიანი გადამზადება შესთავაზეს. “ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში“, – შპს საქნახშირში ამბობენ იმასაც, რომ 38 შემცირებული ადგილიდან 20-მა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს. […]

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათიდან შეიკრიბნენ, მათი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა. აქციის მონაწილეები სანთლებით ხელში შობის ღამეს ერთად შეხვდნენ, “ალილო” იმღერეს და მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცეს.

გულიაშვილმა “სარაევოსთან” კონტრაქტი გააგრძელა

“სარაევომ” 23 წლის თავდამსხმელს გიორგი გულიაშვილს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს. აღნიშნულია, რომ გულიაშვილის სამსახურით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მაგრამ მან ამ ეტაპზე “სარაევოში” დარჩენა ამჯობინა. გულიაშვილი 12 გოლით ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია, მისი გუნდი კი 17 ტურის შემდეგ 38 ქულით მესამე ადგილზეა.

“”საახალწლო სოფელში“ უამრავი ადამიანია შეკრებილი – ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ“- კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, “საახალწლო სოფელში“ შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ. “ვიმ­ყო­ფე­ბით სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში, მინ­და გაჩ­ვე­ნოთ თუ რო­გორ არის გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი. 2017 წლი­დან ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ად იქცა “სა­ა­ხალ­წლო სოფ­ლის“ გა­კე­თე­ბა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა და წელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზია და უფრო მას­შტა­ბუ­რია. ამ მას­შტა­ბის ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი ჩვენ არას­დროს არ გვქო­ნია დე­და­ქა­ლაქ­ში და გე­პა­ტი­ჟე­ბით ყვე­ლას. […]

ჰელსინკის კომისია: კონგრესის ორპარტიული წევრები ქართველების გვერდით დგანან

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ კონგრესის ორპარტიული წევრები დგნან ქართველების გვერდით, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისთვისა და ევროპული მომავლისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. “ქართველები ჩართულნი არიან ეგზისტენციალურ ბრძოლაში თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის და კონგრესის ორპარტიული წევრები მათ გვერდით დგანან. ახლა არის დრო, რომ აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, […]

ირაკლი კობახიძე – შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს – გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შობის დღესასწაულს ულოცავს ყველა თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს. პრემიერი მოქალაქეებს მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს. „შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს. ეს დღე ყველა ქრისტიანისთვის სიყვარულისა და ნათელი მომავლის სიმბოლოა. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს თქვენს ოჯახებში“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში, რომელსაც […]

ჰელსინკის კომისია – ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი

ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნება, რომ ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. “ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში […]

12 ცნობილი კომპანია, რომელიც 2024 წელს გაკოტრდა

2024 წელი ბევრი კომპანიისთვის რთული და გადამწყვეტი აღმოჩნდა. განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის სექტორისთვის. ინფლაციის ზრდისა და მომხმარებლების ნაკლებობის გარდა, ზოგიერთი კომპანია კიბერშეტევის მსხვერპლადაც იქცა. – წერს CNN-ი. რა თქმა უნდა, გაკოტრების შესახებ განცხადება სულაც არ ნიშნავს ბიზნესის დაშლას. კომპანიები, როგორც წესი, დავალიანებების დასაფარად და ხარჯების დასაზოგად, სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ლოკაციებზე მაღაზიების დახურვა […]

WP-მა შეიტყო ბაიდენის „გამოსამშვიდობებელი“ სანქციების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავს რუსეთის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას, წერს The Washington Post (WP) სიტუაციის მცოდნე ოთხ წყაროზე დაყრდნობით. სანქციების შემოღებას შემოთავაზებულია ბაიდენის ვადის ამოწურვამდე – არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. WP-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ახალი ზომების შემოღება რესპუბლიკელს მოსკოვზე მეტ ბერკეტს მისცემს. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ახალი შეზღუდვები შეეხება […]