კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს

25 დეკემბრის ღამეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, ქრისტეშობის დღესასწაულის შესახვედრად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ.
რელგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
სადღესასწაულოდ მორთულ ტაძარში ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა – ღვთისმსახურების მსვლელობისას, ეკლესიაში ემანუელი, ბავშვის ქანდაკება, მშვიდობის ყრმა შეაბრძანეს, რაც, სიმბოლურად, მაცხოვრის შობას განასახიერებს.
ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა:
„დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს საქართველოს, სრულიად მსოფლიოს, რაც მთავარია, იყოს სიყვარული, ის რწმენა და მადლი, რისთვისაც დღევანდელი დღე არსებობს, რისთვისაც მაცხოვარი მოევლინა სამყაროს და იმ ღირებულებებით ვიცხოვროთ, რომ არსებობდეს სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთ მიტევება. რადგან უფალს თითოეული ჩვენგანი უყვარს“, – აღმიშნა მან.
საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”