თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში, დღეს – 25 დეკემბერს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისპაჰანლის, ლორთქიფანიძის, თელეთის, ოპიზრების, საბანაძის, ქუმსიაშვილის, მერჩულეს, გორგასლის, შავნაბადას, სოღანლუღის, ცურტაველის, წალკის, შატაიძის, ხუციშვილის, ბერძნის, საბანაძის, ნიზამი განჯელის, გრიშაშვილის, ჩხეიძის და ბოლნისის ქუჩების მოსახლეობას. […]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა. „საკუთარი მხრებით ვზიდავ ამ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, – ამ სიტყვებით ზუსტად 47 წლის წინ სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქმა ქართველ ხალხს მიმართა, რის შემდეგაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გადაიბარა. კათოლიკოს-პატრიარქს უკავშირდება რეგიონებში ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ეკლესია-მონასტრების აშენება, პატრიარქის კურთხევით აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. მისი აღსაყდრებიდან დღემდე დამკვიდრდა […]

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს მილიონობით მორწმუნე იზეიმებს. ქრისტეს დაბადებას დღეს ყველა იმ ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდება, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმედისა და ნდობის თემატიკით, 2025 წელი რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა კარის გახსნით დაიწყო. დაახლოებით 7 000 ადამიანი ადევნებდა თვალს წმინდა კარის გახსნას […]

2024 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული 10 სახელმწიფო ქონება – რეიტინგი

2024 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 40-ზე მეტი სახელმწიფო ქონება გაყიდა. მიმდინარე წელს ყველაზე ძვირად ღირებულ ქონებებს შორის #1 ადგილზეა თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არსებული 65 402 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც დეველოპერულმა კომპანია შპს იონფაშ ჯორჯიამ 34.2 მილიონ ლარად შეიძინა. მეორე ადგილზეა ასევე თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული 3299 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც 6.5 მილიონ […]

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმას ახორციელებს

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმას ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრზე, გერმან გალუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერი ენერგოსისტემას კვლავ მასიურად უტევს. როგორც კი უსაფრთხოების მდგომარეობა მათ ამის საშუალებას მისცემთ, ენერგეტიკოსები მიყენებულ ზარალს დააზუსტებენ“, – აცხადებს გერმან გალუშენკო. საჰაერო განგაშის ხმა კვლავ მთელი უკრაინის მასშტაბით ისმის.

რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებსა და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსულმა არმიამ, სულ მცირე, შვიდი დარტყმა განახორციელა. თავშესაფრებში დარჩით!“ – აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. […]

ტრამპის მხარდამჭერები ეკონომიკური დაპირებების შესრულებას ელიან

ამ წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამერიკელი ამომრჩევლებისთვის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ბევრი მოქალაქე ამბობდა, რომ ინფლაცია მისთვის გადამწყვეტი იყო არჩევანის გაკეთებისას. ახლა კი მოსახლეობის ეს ნაწილი ელის, რომ ტრამპის პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტი სწორედ ეს იქნება. Facebook Forum

ირაკლი კობახიძე – ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ფეისბუქზე” წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქართველ ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. “ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა […]

IDC 2024 წელს კომპიუტერებისა და პლანშეტების გლობალური მიწოდების ზრდას პროგნოზირებს

პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების გლობალური მიწოდება 2024 წელს 3,8%-ით გაიზრდება და 403,5 მილიონ ერთეულს მიაღწევს, პროგნოზირებს კვლევითი კომპანია International Data Corporation (IDC) ამასთან, კომპიუტერების გაყიდვები გაიზრდება მხოლოდ 0,8%-ით, ხოლო პლანშეტების ბაზარი უფრო მნიშვნელოვან – 9,8%-ით ზრდას დააფიქსირებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომპიუტერების ბაზარი 4.3%-ით გაიზრდება 2025 წელს, რადგან Windows 10 ოპერაციული სისტემის მხარდაჭერის დასრულება განახლების ციკლს […]

უკრაინაში საჰაერო განგაშია რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის გამო

დღეს, 25 დეკემბერს დილით უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო, რომელსაც წინ უძღოდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა. დილის 9 საათისთვის ქალაქ ხარკოვზე სულ მცირე შვიდი დარტყმის და ხანძრების შესახებ იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია. წინასწარი მონაცემებით, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ცნობით, რუსეთის მასირებული სარაკეტო […]