დღეს საკვირველთმოქმედი წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად […]

ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა

დღეს დილით აფეთქება მოხდა რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში”. არის მსხვერპლი. პირველი ცნობები, რომ ადგილობრივი დროით დილის ცხრის ნახევრისთვის სავაჭრო ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს. დილის 10 საათისთვის რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა” ადგილობრივ „ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით დაადასტურა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება. ამავე […]

წელს 15.9 მლნ. დოლარის მანდარინის ექსპორტი უკვე განხორციელდა – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო. „აჭარაში აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს ციტრუსის დაბინავების პროცესი, რომელსაც ადგილზე გავეცანი. ამ ეტაპზე, 28 000 ტონაზე მეტი ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია სხვადასხვა ბაზარზე. კოორდინირებული მუშაობით მოსავალი სრულად იქნება დაბინავებული. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა […]

აშშ–ში, სასაჩუქრე ნაკრები სიმღერისგან The Twelve Days of Christmas 3,6%-ით გაძვირდა

PNC Wealth Management-ის გამოთვლების თანახმად, საჩუქრების ნაკრები სიმღერაზე „შობის თორმეტი დღე“ (The Twelve Days of Christmas), რომელიც პოპულარულია ინგლისურენოვან ქვეყნებში, 2024 წელს ამერიკელებს 3,6%-ით ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე 2023 წელს. PNC-ის ინფორმაციით, სიმღერაში ნახსენები 364-ვე პერსონაჟისა და ნივთის ფასი წელს 209 272 დოლარია, რაც 7,3 ათასი დოლარით აღემატება მათ ღირებულებას ერთი წლის წინ. თუ მყიდველი იღებს […]

ომბუდსმენის აპარატი – სახალხო დამცველი ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე

სახალხო დამცველი ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. „24 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 59 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 59 დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 59 უკრაინული დრონი გაანადგურა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე, 23 ვორონეჟის, 3 კურსკის, ბრიანსკისა და ტამბოვის და ერთი დრონი აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

დავით სონღულაშვილი და თორნიკე რიჟვაძე აჭარაში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. დავით სონღულაშვილის თქმით, ამ დროისთვის 28 000-ს ტონაზე მეტი ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია. „აჭარაში აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს ციტრუსის დაბინავების პროცესი, რომელსაც ადგილზე […]

ანა დოლიძე – ჩემი ამოცანაა, ყველა საერთაშორისო საშუალება იყოს გამოყენებული, რათა პასუხი ვაგებინოთ იმ ხალხს, ვინც ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა სისხლიანი დარბევები

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე და კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ჰააგაში იმყოფებოდა, სადაც, მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოში დეკემბრის აქციების დაშლის დროს ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტების მტკიცებულებები მიიტანა. ამასთან, ანა დოლიძემ შეხვედრები გამართა პარლამენტის წევრებთან, კოლეგებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რა საკითხებზე ისაუბრეს და როგორია საერთშორისო გზავნილები, ამ თემებზე „ინტერპრესნიუსს“ ანა დოლიძე ესაუბრა. – როგორც ცნობილია, […]

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს მილიონობით მორწმუნე იზეიმებს. ქრისტეს დაბადებას დღეს ყველა იმ ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდება, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმედისა და ნდობის თემატიკით, 2025 წელი რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა კარის გახსნით დაიწყო. დაახლოებით 7 000 ადამიანი ადევნებდა თვალს წმინდა კარის გახსნას […]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა. „საკუთარი მხრებით ვზიდავ ამ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, – ამ სიტყვებით ზუსტად 47 წლის წინ სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქმა ქართველ ხალხს მიმართა, რის შემდეგაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გადაიბარა. კათოლიკოს-პატრიარქს უკავშირდება რეგიონებში ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ეკლესია-მონასტრების აშენება, პატრიარქის კურთხევით აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. მისი აღსაყდრებიდან დღემდე დამკვიდრდა […]