ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 124,5 მილიონი დოლარით შეავსო

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას აგრძელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 124.5 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 4.1 მლრდ. დოლარს შეადგენს. „საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს […]
მარიამ ლაშხი ნანა დიხამინჯიაზე – STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია

STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში წერს, სადაც აქტივისტ ნანა დიხამინჯიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებას ეხმაურება. მისი თქმით, ნანა დიხამინჯია „ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან“. […]
ლევან მაჭავარიანი – სალომე ზურაბიშვილის ემოციური ფონი კარგად გვესმის – ასაკშია, 6 წელზე მეტია, რაც ამ თანამდებობას იკავებს, სასახლეში ცხოვრობს, სერიოზული კომფორტია და ძალიან უჭირს, ამ ყველაფერს შეელიოს

სალომე ზურაბიშვილის ემოციური ფონი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის – ქალბატონია, ასაკშია, 6 წელზე მეტია, რაც იკავებს ამ თანამდებობას, სასახლეში ცხოვრობს, სერიოზული კომფორტია და ძალიან უჭირს, რომ ამ ყველაფერს შეელიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი იმედს გამოთქვამს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკანდალურ ქმედებებს არ ჩაიდენს და თავისი ფეხით დატოვებს […]
ბალკანეთში დიდთოვლობას ებრძვიან

ბალკანეთის რეგიონში უამინდობას ებრძვიან. დიდთოვლობამ სერიოზული შეფერხებები გამოიწვია საავტომობილო მოძრაობაში, დაიხურა ავტომაგისტრალები და შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ბოსნია და ჰერცეგოვინაში ათიათასობით აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა,ზოგიერთ ქალაქსა და სოფელთან მისვლა შეუძლებელი გახდა. სტიქიის გამო ბოსნიის, სერბეთისა და ხორვატიის ხელისუფლებამ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალა. უამინდობაა ასევე ხორვატიაში, სლოვენიაში, სერბეთში, კოსოვოში, მონტენეგროსა და […]
იუდეველები ხანუქას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, იუდეველები ხანუქას ზეიმობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს იუდეურ თემს ამ დღესასწაულს ულოცავს. „იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ზეიმობენ, ელინთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. შესაბამისად, […]
ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. „საავადმყოფოში სულ 28 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ორი ბავშვია. ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, – აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სახელმწიფო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზს გამოიძიებს. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ […]
ნინო ლაცაბიძე – სახელმწიფოსთან ერთად, რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ პროფესიული განათლება უფრო მეტად იყოს წახალისებული

რუსთავის მერია 2025 წლიდან, პროფესიული სწავლების და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, კიდევ ერთ ახალ პაკეტს სთავაზობს რუსთაველებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამა განათლების და დასაქმების ხელშეწყობის გარდა, ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, როგორიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების შექმნაა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2025 წლიდან, რუსთავის მერია, „სპეციალური საჭიროებების მქონე […]
საქართველოსთან მატჩის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებიდან წასულმა პოიეტმა, ახალი სამსახური იპოვნა

სამხრეთ კორეის კლუბმა “ჯეონბუკ მოტორსმა” გვამცნო, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ურუგვაელი გუსტავო პოიეტი გახდა, თუმცა შეთანხმების დეტალები არ გაუხმარებია. 57 წლის სპეციალისტის ბოლო სამსახური საბერძნეთის ნაკრები იყო, თუმცა თბილისში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოსთან მარცხის შემდეგ უმუშევარი დარჩა. “ჯეონბუკისთვის” გასული სეზონი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ძალიან ცუდი გახლდათ და გავარდნას ძლივს გადაურჩა. რაც შეეხება პოიეტს, სამხრეთ კორეაში […]
ჩვენი უწმინდესი ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე – ივანიშვილი

ჩვენი უწმინდესი ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე – ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს. „დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია […]
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.