ჩვენი უწმინდესი ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე – ივანიშვილი

ჩვენი უწმინდესი ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე – ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს. „დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია […]

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

17-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში, გნელ მეჟლუმიანის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი – 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა. ინდივიდუალური შეჯიბრების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონები გახდნენ: ნიკა ხასაია (65 კგ), ლუკა ბერიშვილი (80 კგ), გუჯა ლომიძე (92) და ოთარ ბერიძე (110 კგ) […]

ზელენსკი: პუტინმა უკრაინაზე შეტევისთვის შეგნებულად აირჩია შობა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დღევანდელი მასირებული შეტევა საგანგებოდ დაამთხვია შობის დღესასწაულს. „დღეს პუტინმა შეტევისთვის შეგნებულად აირჩია შობა. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაადამიანური?“ – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში. უკრაინა ზოგიერთი სხვა მართლმადიდებლური ქვეყნის, მათ შორის რუსეთის და საქართველოს მსგავსად, შობას 7 იანვარს აღნიშნავდა. 2023 წლის ივლისში უკრაინის პარლამენტმა ზოგიერთი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის […]

საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო. „ღრმად ვართ დამწუხრებულნი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ გავრცელებული ცნობებით, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად თანავუგრძნობთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე. „ამ რთულ დროს, საქართველო გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს, აზერბაიჯანს. დაშავებულებს […]

„ეხო კავკაზა“ – ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლის“ ზედა სართულზე დღეს დილით მოხდა. რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მენიაილოს განცხადებით, აფეთქება დრონს […]

გია ვოლსკი – რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს გადაცდომებზე რეაგირება, მაგრამ ეს მეათასედიც არ არის იმისა, რასაც ჰქვია ნამდვილი წამება – კონკრეტულ ორგანიზაციებს ხმა არ ამოუღიათ, როცა სააკაშვილის დროს ადამიანებს ხოცავდნენ ქუჩაში

რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს გადაცდომებზე რეაგირება, მაგრამ ეს მეათასედიც არ არის იმისა, რასაც ჰქვია ნამდვილი წამება – კონკრეტულ ორგანიზაციებს ხმა არ ამოუღიათ იმაზე, რომ სააკაშვილის დროს ადამიანებს გამიზნულად ხოცავდნენ ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ Human Rights Watch-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, გადაცდომები ნამდვილად მოხდა, მაგრამ სცენარი დაიგეგმა ზუსტად ამისათვის, რომ მომხდარიყო […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები განზრახ დააზიანეს და მანქანა დააჯახეს“ – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „განვმარტავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული […]

კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად შეუტევენ? – ეს პსჟ-ში და “ნაპოლიში” არ მოხდება

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS წერს, რომ “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკო “ნაპოლის” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ვიქტორ ოსიმენის გარშემო შექმნილ სიტუაციას ინტერესით აკვირდება. აღნიშნული წყაროს ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე “ბლაუგრანას” მთავარ ფორვარდად რობერტ ლევანდოვსკი დარჩება, თუმცა ზაფხულში ახალი შემტევის დამატების საჭიროება დადგება. კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ ოსიმენის ასაკის გათვალისწინებით, (25 წლისაა) ისეთ ფორვარდს დაიმატებენ, […]

ყაზახეთში ავიაკატასტროფას, წინასწარი ინფორმაციით, 25 ადამიანი გადაურჩა

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს 25 ადამიანი გადარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილი მოქალაქეებიდან 22 კლინიკაში გადაიყვანეს. სულ ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. ცნობისთვის, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა დღეს განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal-ის სამგზავრო თვითმფრინავი 25 […]